უმწვრთნელოდ დიდ ხანს არც "ვილიარეალი" დარჩენილა - გუშინ ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი თავკაცი გაგვაცნო
უმწვრთნელოდ დიდ ხანს არც "ვილიარეალი" დარჩენილა - გუშინ ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი თავკაცი გაგვაცნო: მოხსნილ ხუან კარლოს გარიდოს 41 წლის ხოსე ფრანსისკო მოლინა შეცვლის.

ალბათ, გეცნაურად სახელი - დიახ, ეს ის ცნობილი გოლკიპერია, რომელსაც "ვალენსიას", "ატლეტიკოს", "დეპორტივოს" და "ლევანტეს" კარი დაუცავს.

მოლინამ 2007 წელს (37 წლისამ) "ლევანტეში" დაასრულა კარიერა. მან სულ 9-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იყო ევრო 96-ის და 1998 მუნდიალის განაცხადებში, ევრო 2000-ის ფინალურ ეტაპზე მას ნორვეგიასთან ანდეს კარი, მაგრამ ის თამაში ესპანეთის ნაკრებმა მისი შეცდომის გამო 0:1 წააგო.

სხვათა შორის, მოლინა უნიკალური ფეხბურთელია, მას ესპანეთის ეროვნულ გუნდში დებიუტი... მარცხენა გარემარბად ჰქონდა (1996 წ. მაშინაც ნორვეგიის წინააღმდეგ). მოლინას ზეობა 1996 წელს იყო, როცა "ატლეტიკოსთან" ერთად "ოქროს დუბლი" შეასრულა (ჩემპიონობა და თასი), თავად კი საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ზამორას პრიზი მიიღო. მოლინა "დეპორტივოშიც" დაეუფლა ესპანეთის თასს, ორჯერ კი - სუპერთასს.

მოლინას "ვილიარეალშიც" უთამაშია (სულ 18 მატჩი 1994 წელს), მწვრთნელობა კი "ელ სუბმარინოში" დაიწყო. წლეულს მან "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდი ჩაიბარა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გამოდის. მოლინას დებიუტი 8 იანვარს "ვალენსიას" წინააღმდეგ შედგება, იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც ფეხბურთის თამაში ისწავლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა