გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მიხაელ ბალაკს არ გამოიძახებდა და...

გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მიხაელ ბალაკს არ გამოიძახებდა და ასეც მოხდა: ბალაკი არ არის იმ მოთამაშეების სიაში, რომლებიც 3 სექტემბერს "ბელგიასთან", ხოლო 7 სექტემბერს კი აზერბაიჯანთან ითამაშებენ. ლიოვს სიუპრიზები არ შემოუთავაზებია. საინტერესო ის არის, რომ მან ამ მატჩებისთვის "ვოლფსბურგის" ფლანგის მცველი საშა რიტერი გამოიძახა. ეს უკანასკნელი სამხრეთ აფრიკაში არ ყოფილა, მაგრამ ბუნდესგუნდის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. რიტერს გერმანიის ნაკრებში დებიუტი ცოტა ხნის წინ, დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ჰქონდა.

"მიხაელ ბალაკთან ძალიან გულახდილი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მან სამი თვის წინ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზა. მართალია, ახლა გამოჯანმრთელებულია და "ლევერკუზენში" თამაშობს, მაგრამ ჯერ მაინც არ არის საუკეთესო ფიზიკური კონდიციებში. ამიტომაც ვთქვი მასზე უარი. მირჩევნია, ბალაკმა "ლევერკუზენში" ფორმა აღიდინოს," - განაცხადა ლიოვმა.

იოგიმ განაცხადში მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობიდან 17 ფეხბურთელი შეიყვანა და მათთან ერთად, სამ ისეთ მოთამაშეს უხმო, რომლებმაც მუნდიალზე ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს: მეკარე რენე ადლერს, მცველ ჰაიკო ვესტერმანს და ნახევარმცველ კრისტიან ტრეშს. სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი ფეხბურთელებიდან, ტრავმების გამო გამოძახებულები არ არიან არნე ფრიდრიხი, ჟერომ ბოატენგი, პიოტრ ტროხოვსკი და დენის აოგო. სერდარ ტასკიზე კი უარი, ლიოვმა მისი უთამაშებლობის გამო თქვა. იოგიმ ტრავმის გამო არ გამოიძახა თომას ჰიტცლშპერგერიც, რომელიც დანიასთან ბუნდესნაკრების კაპიტანი იყო.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები - რენე ადლერი (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (შალკე), ტიმ ვიზე (ვერდერი).

მცველები - ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები - სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარკო მარინი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).

თავდამსხმელები - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარიო გომესი (ბაიერნი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი), კაკაუ (შტუტგარტი).

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა