ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი ტარდება
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი ტარდება.

ქომაგთა გასახარად, ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა" კვირას პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს ორ ნაწილად - დილით 11.30-13.30 საათზე და საღამოს, ფინალური ბლოკისას, 17-დან 19-მდე.

სამწუხაროდ, შაბათს დრო ვერ გამოიძებნა, რადგან სხვა სპორტულ ღონისძიებებთან ერთად საკალათბურთო ჩემპიონატის უპრინციპულესი შეხვედრაცაა პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ "ოლიმპსა" და "არმიას" შორის.

დღეს 55, 66, 84 და მძიმე წონების ფალავნები იჭიდავებენ. წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატში ყველა ლიდერს უნდა ეჭიდავა, თუმცა რამდენიმე დანაკლისი მაინცაა - ტრავმების გამო არ იასპარეზებენ ვლადიმერ გეგეშიძე (84) და შოთა გოგისვანიძე (120). გეგეშიძეს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მსოფლიოს ჩემპიონატამდეც ჰქონდა, თუმცა იქ მაინც იჭიდავა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გოგისვანიძე კი სწორედ იმ ტურნირის შემდეგ დაშავდა - წელი იტკინა და შემოდგომაზე ჩატარებული მთელი მოსამზადებელი ეტაპი, პრაქტიკულად, გაუცდა.

ამ დუეტის გარდა, დღევანდელ ოთხ წონაში მეტ-ნაკლებად ტიტულოვანი ყველა ფალავანი გამოვა: ლაშა გოგიტაძე, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნიკა ცეცხლაძე (ორივე - 55), არჩილ თურმანიძე (66), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84), რევაზ ჭელიძე, სერგო გოგისვანიძე (ორივე - მძიმე წონა). იქნებიან ახალგაზრდულ ნაკრებში წლეულს თავგამოჩენილი სხვა სპორტსმენებიც. ეგ კი არა, სპორტს უბრუნდება მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეც, რომელიც გულის პრობლემების გამო ერთხანს ვერ ვარჯიშობდა.

თუმცა დღეს ერთგვარი როქიც გაკეთდება - ვერ ვიხილავთ მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან მანუჩარ ცხადაიას (66), სამაგიეროდ, ამავე წონაში - 66-ში იჭიდავებს ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60).

ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ყველა ლიდერს თავის წონაში ეჭიდავა, რაც სრულდება კიდეც, თუმცა ცხადაიასთვის რომ გამონაკლისს დაუშვებდნენ და ამჯერად 74-ში დართავდნენ გამოსვლის ნებას, ეს იმთავითვე ითქვა. მოგვიანებით ასევე გაჩნდა სურვილი, ანალოგიური შეღავათი მიეცათ და ზედა წონაში დაეშვათ ლაშხიც. საქმე ისაა, რომ ორივე ფალავანი საკმაოდ ბევრს იკლებს და ამ მტკივნეული პროცესისთვის ამჯერად არ გაწირეს, სამომავლოდ კი კვლავაც საკუთარ წონებს დაუბრუნდებიან.

წინასწარი მონაცემებით, ლიდერთა დანაკლისი არც ხვალ უნდა იყოს, თუმცა ამ ფრიად მტკივნეულ საკითხზე აწონვებამდე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.

არადა, ზედ აწონვის წინ ფალავანთა გამოკლების საშიშროება უფრო იმ სამ წონაშია, თუმცა ჯერჯერობით გათავისუფლება არავის უთხოვია ანუ მაყურებელმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაც (74) უნდა იხილოს, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძეც (96) და სხვა წამყვანი მოჭიდავეებიც.

ცხადია, იქნება ცხადაიაც და უნდა იყვნენ ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც, რომლებმაც წლეულს წარმატებით იჭიდავეს საერთაშორისო არენაზე - ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ქემალ ხარაბაძე (60), ევროპის მესამე პრიზიორები და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96). აგრეთვე სხვებიც, რომლებიც იქნებ წლეულს უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ ახლა მშვენიერი შანსი ეძლევათ ჯერ ეროვნულ გუნდში, მერე კი ოლიმპიადაზე მოსახვედრად.

შეხვედრები "არენაში" დილით 11.30-დან დაიწყება, ფინალები კი, როგორც უკვე გითხარით, 17 საათიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო