საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის ბოლო დასკვნით ტურის შეხვედრა სტუ-სა და "სოხუმს" შორის
საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის ბოლო დასკვნით ტურის შეხვედრა სტუ-სა და "სოხუმს" შორის, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მოულოდნელად ტექნიკოსთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 94:74.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ ტექნიკოსთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 36:35. დრამატული გამოდგა მესამე მეოთხედიც, თუმცა ათწუთეულის მიწურულს "სტუდენტები" გააქტიურდნენ და შედეგიანი თამაშის წყალობით და 4 ქულის სხვაობით, 60:56 გავიდნენ წინ.

დასკვნითი მეოთხე მეოთხედი სტუ-ს სასარგებლოდ დაიწყო,რომელთა პეროდის მე-4 წუთზე სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს - 66:56. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელებმა სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს - 63:68, ტექნიკურმა უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და სოხუმი კვლავ მდევრის როლში დატოვა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სტუ-მ მეტოქეს შანსი არ დუტოვა და შედეგიანი და შემტევი თამაშის წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე წინ - 83:68 გაიქცა. აღსანიშნავია, რომ "სოხუმის" შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ლაშა ფარრალავას, რომელიც გუნდათან ერთად ვარჯიშის დროს დაშავდა.

რაც შეეხება მატჩს, მისი ბედი მეოთხედის მიწურულს საბოლოო გაირკვა: შეხვედრის დასრულებამდე 1:19 წუთით ადრე გაირკვა, სტუ-მ 20-ქულიან უპირატესობას უწია და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სოხუმელთა რიგებში ორმაგი დუბლით საუკეთესო ლევან ფაცაციამ აღმოჩნდა, რომელმაც 28 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო "ტექნიკოსებს" 23 ქულით ზვიად ანთაძემ ულიდერა. 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი კი ვასილ ბერუაშვილმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრე დღეს სრულდება. ბოლო, მე-11 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს "დინამო" თსუ დაუპირისპირდებიან.

superleague.ge

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"