"დინამოს" გამოცდილმა მცველმა გუნდში არსებულ სიტუაციასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა
ინტერვიუში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა სტაჟიანმა წევრმა და გამორჩეულმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ, დღეს არაერთ საინტერესო თემებზე ისაუბრა. როგორ ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად, როგორ გახდა დინამოელი და სხვა საინტერესო საკითხებზე.

- ოდო, მოგვიყევი, როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში, როგორ ჩამოყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად?

- 6 წლის ვიყავი, როდესაც 35-ე სკოლაში დავიწყე თამაში. არაერთი მწვრთნელი მყავდა და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ. ამ სკოლის შემდეგ გადავედი სოსო ფროიძესთან, სამტრედიაში, მაშინ 16 წლის ვიყავი და სწორედ ამის შემდეგ ჩემი საფეხბურთო კარიერა აეწყო.

ამის შემდეგ კი უცხოეთში ვიყავი, უკრაინის და ჩეხეთის მეორე ლიგებში, რის შემდეგაც დავბრუნდი ახლად შექმნილ თბილისის "თბილისში", სადაც გიორგი დევდარიანი იყო მთავარი მწვრთნელი (შეხსენებისთვის დევდარიანი "დინამოს" დუბლშემადგენლობას წვრთნის). შემდეგ კი უკვე აღვმოჩნდი იქ სადაც ვარ, "დინამო" ჩემი ოცნების გუნდი იყო ყოველთვის და ძალიან გამიხარდა, რომ გავხვდი ამ გუნდის ნაწილი. 2009 წელს გადავედი უნგრეთში სათამაშოდ, კერძოდ კი "გიორ ეტოში" და სულ ცოტა ხანში უკვე ბაქოს "ინტერში" თითქმის ორი წელი გავატარე. დღეს კი კვლავ "დინამოში" ვარ და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- უნგრეთში თამაშობდი და საინტერესოა შენი შეფასება უნგრეთის და საქართველოს ჩემპიონატების...

- ინფრასტრუქტურითა და ზოგადად პირობებით უნგრეთი ჩვენს ჩემპიონატს აღემატება, სამწუხაროდ ჩვენს ჩემპიონატში არის სტადიონები, რომელზეც თამაშის სურვილიც არ გაგიჩნდება, თუმცა ფეხბურთელების დონით არამგონია ჩვენზე მეტნი იყვნენ.

- საინტერესოა შენი შეფასება "დინამოში" არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აქტუალური იყო ალექს გარსიას დარჩენის არ დარჩენის საკითხი და პრინციპში ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა ეს ამბავი, გარსია წლის ბოლომდე გუნდში იქნება და რა კომენტარს გააკეთებდი აღნიშნულთან დაკავშირებით.

- გუნდი შენების პროცესშია, 7 თვეა რაც გარსია "დინამოშია" და ბუნებრივია ამ დროში რთულია სასურველი თამაშის ჩვენება. ჩვენ წინ მთელი სეზონი გვაქვს და იმედია სასურველ შედეგს მივაღწეთ. გუნდში ერთსულოვნებაა და გარსიას დარჩენას ჩვენ მხარს ვუჭერდით, მწვრთნელს ვენდობით და ბრწყინვალე ატმოსფეროა "დინამოში".

- რას იტყვი ლეგიონერებთან დაკავშირებით, როგორ შეეწყვნენ ესპანელები გუნდს და ზოგადად საქართველოს?

- მინდა გითხრათ, რომ როგორც ქართველებს გვაქვს თბილი ურთიერთობა, ისევე ლეგიონერებთან გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩისკო მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია, მისი კლასი ნამდვილად ეტყობა გუნდს. ერთი სიტყვით ძალიან კარგი ბიჭები არიან და საკმაოდ კარგად შეეწყვნენ აქაურ გარემოს.

- რომელი მატჩი იყო გამორჩეული "დინამოში", ყველაზე მეტად რომელ მატჩს იხსენებ ყველაზე კარგად?

- მაშინ როდესაც ჩემპიონები გავხვდით, "ზესტაფონში" გადამწყვეტი მატჩი გვქონდა და სწორედ ის მატჩი იყო გამორჩეული.

- ყველაზე ცუდად რომელს გაიხსენებდი?

- "ზესტაფონთან" შეხვედრას, როდესაც 1:5 დავმარცხდით, რაც შეეხება ევროტურნირებზე, "აეკთან" შეხვედრას, სადაც სულ ცოტა დაგვაკლდა.

- ვინ მიგაჩნია მიმდინარე ჩემპიონატში კონკურენტად?

- ცხადია, "ზესტაფონი", თუმცა ასევე ყველა ის გუნდი რომელიც საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის.

- მიმდინარე სეზონი ფეხბურთის ფედერაციის "ინოვაციით" ტარდება, რა კომენტარს გააკეთებდი ჩემპიონატის ახალ სისტემაზე?

- მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ არის წარმატებული სისტემა, რეალურად დარჩენილი ოთხი გუნდი ვინც განწირულია მათთვის არანაირი სტიმული აღარ არსებობს, რომ ითამაშონ დარჩენილი მატჩები. აშკარად არ გაამართლა ახალმა სისტემამ.

- გარსიას ფორმაციის "დინამოში", მცველის პოზიციაზე გიწევს თამაში, როგორ ფიქრობ სად უფრო გრძნობ თავს კომფურტულად, დაცვაში თუ ნახევარდაცვაში?

- რა თქმა უნდა ნახევარდაცვაში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დაცვა არ არის ჩემთვის უცხო, ვინაიდან აზერბაიჯანშიც მიწევდა ამ პოზიციაზე თამაში. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, სადაც მწვრთნელი ისურვებს იმ პოზიციაზე მზად ვარ, რომ ვითამაშო.

- აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში შედარებით სუსტ გუნდებთან ნაკლებად მობილიზებულნი გადიხართ ხოლმე მინდორზე, რატომ?

- ალბათ ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ის სუსტი გუნდები ბოლო ოთხ ადგილებზე ნაწილდებიან.

- შენს ოჯახზე გვესაუბრე...

- მყავს ცოლი და ერთი შვილი, მე და ჩემი მეუღლე უკვე ოთხი წელია რაც ერთად ვართ, გოგონა კი 2 წლის გახლავთ.

- და ბოლოს, რას ეტყოდი "დინამოს" ოფიციალურ ფან-კლუბ "გლადიატორებს"?

- მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ძალიან მიყვარს "გლადიატორები" და უდიდესი მადლობა მათ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, როდესაც "ზესტაფონთან" 1:5 ვაგებდით, ფან-კლუბი არ გაჩერებულა და ბოლომდე გვგულშემატკივრობდნენ.

gladiators.ge

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა