ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბუნდესლიგა. ბურთი და მოედანი შერცხვენილებს

ბუნდესლიგა. ბურთი და მოედანი შერცხვენილებს

ბუნდესლიგის მეორე ტური გუშინ "კაიზერსლაუტერნისა" და "ბაიერნის" დუელით დაიწყო. დღეს, "ვერდერს", "შალკეს", "ვოლფსბურგსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შანსი ეძლევათ, რომ...

გუშინ

კაიზერსლაუტერნი-ბაიერნი

დღეს

შალკე-ჰანოვერი 17:30

ვერდერი-კიოლნი 17:30

ვოლფსბურგი-მაინცი 17:30

აინტრახტი-ჰამბურგი 17:30

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 17:30

ზტ. პაული-ჰოფენჰაიმი 20:30

ხვალ

ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 17:30

შტუტგარტი-ბორუსია (დ) 19:30

ბუნდესლიგის მეორე ტური გუშინ "კაიზერსლაუტერნისა" და "ბაიერნის" დუელით დაიწყო. დღეს, "ვერდერს", "შალკეს", "ვოლფსბურგსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შანსი ეძლევათ, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხების გამო, გულშემატკივრებს გამარჯვებებით "მოუბოდიშონ". დიდ ინტერესს იწვევს "ზანკტ პაულისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება, რომელიც საღამოს გაიმართება - შეგახსენებთ, პირველ ტურში ორივე გუნდმა მოიგო. ხვალ კი ის კლუბები ითამაშებენ, რომლებიც ხუთშაბათს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ასპარეზობდნენ: "შტუტგარტი" და დორტმუნდის "ბორუსია" ერთმანეთს ხვდებიან, "ლევერკუზენს" მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" დერბი აქვს.

შალკე წნეხის ქვეშ

გელზენკირხენის "შალკესთვის", რომელიც დღეს "ჰანოვერს" მასპინძლობს, აგვისტოს ბოლო დღეები ძალიან მძიმეა: "ჰამბურგთან" მარცხი, დისკუსიები ფელიქს მაგათის ძალაუფლებასთან დაკავშირებით, გაუგებრობები ფანებთან, ახალი მაღალი კლასის ფეხბურთელების მოლოდინი - ამ დღეებში გელზენკირხენში საფეხბურთო ცხოვრება დუღს. პირველ ტურში (1:2 ჰამბურგთან) "რეალიდან" ზარ-ზეიმით ნაყიდმა ვარსკვლავებმა, რაულმა და კრისტოფ მეტცელდერმა ძალიან ცუდად ითამაშეს. "კიკერისგან" ორივემ ცუდი შეფასება, 5 ბალი დაიმსახურა.

ამიტომაცაა, რომ "შალკეს" ფანები ძალიან ანერვიულდნენ. სამაგიეროდ, "ჰანოვერში" შესანიშნავი განწყობაა: პირველ ტურში ფრანკფურტის "აინტრახტის" დამარცხებამ, "წითლების" მთავარი მწვრთნელის, მირკო სლომკას გარშემო ატეხილი დისკუსიები ჩააცხრო. ამოისუნთქა კლუბის მენეჯერმა იორ შმადტკემაც, რომელიც გერმანიის თასის პირველივე ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, ასევე "ჩემოდნებზე იჯდა". მოკლედ, ამ კვირამ "ჰანოვერში" მშვიდად ჩაიარა და ვნახოთ, როგორ ითამაშებს "96" ფავორიტ "შალკესთან". ფაქტია, რომ ლევან ყენიას გუნდისთვის დღეს ორი ქულის დაკარგვაც უდიდეს წარუმატებლობად ჩაითვლება - "შალკეს" მხოლოდ მოგება უნდა.

დაღლილი ვერდერი დაჭრილ თხებთან

ბრემენის "ვერდერმა" "ჰოფენჰაიმთან" განცდილი სამარცხვინო წაგების (1:4) შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გენუის "სამპდორიასთან" უმძიმესი, 120-წუთიანი ომი გადაიტანა და იტალიური კლუბი გააგდო. შესაბამისად, დროა, "მუსიკოსებმა" მთელი კონცენტრაცია ბუნდესლიგისკენ მიმართონ, სადაც პირველი ტურის შემდეგ შერცხვენილები არიან და სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდებათ. "ვერდერის" მეტოქე კი "კიოლნია" - გუნდი, რომელსაც ასევე არ ულხინს. "თხებმა" ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე "კაიზერსლაუტერნთან" წააგეს და ასევე წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "კიოლნის" თავკაც ზვონიმირ სოლდოს წყალი აქვს შემდგარი და თუ "კიოლნმა" სასწრაფოდ არ გამოსწრორა შედეგები, შეიძლება, გაათავისუფლონ. ბრემენში რაინლანდელებს დაცვის ბურჯი მოჰამადი არ ეყოლებათ - ეს უკანასკნელი პირველ ტურში ბუნდესლიგისთვის სარეკორდო დროში, მატჩის დაწყებიდან 93 წამში გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით "ასიამოვნეს".

დეიგოს დებიუტი მაინცთან

"ვოლფსბურგმა" "ბაიერნთან" საკმაოდ კარგად ითამაშა და მინიმუმ ფრეს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, ბასტიან შვაინშტაიგერის გოლით წააგო. მაგრამ "მგელბში" მაინც კარგი განწყობაა. მით უმეტეს მას მერე, რაც "ვოლფსბურგმა" ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო (იუვენტუსიდან) გადაიბირა. დღეს "ვოლფსბურგი" "მაინცს" მასპინძლობს, გუნდს, რომელმაც პირველ ტურში "შტუტგარტი" დაამარცხა და სამი ქულა აქვს. თანაც, დიეგოს უკვე შეუძლია "მგლებში" თამაში. "ვოლფების" მენეჯერი დიტერ ჰიონესი ამბობს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მაინცთან" დიეგოს დებიუტი აუცილებლად შედგებაო. სხვათა შორის, ამ კვირაში "მაინცმაც" შეძლო კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელის ყიდვა: ალაგუის, რაზმუსენისა და ჰოლტბის შემდეგ, მაინცელებმა ლევერკუზენელი რისსე გადაიბირეს.

პირველ ტურში, მსაჯობით უკმაყოფილო მარტო ერთი გუნდი იყო - ფრანკფურტის "აინტრახტი", რომელიც "ჰანოვერთან" დამარცხდა (1:2). გარდა მსაჯობისა, ფრანკფურტელთა თავდამსხმელმა იოანის ამანატიდისმა თანამემამულე და თანაკლუბელი თეოფანის გეკასი გააკრიტიკა - მეტი უნდა იმოძრავოს და პასები უფრო ხშირად უნდა მომცესო. "აინტრახტის" თავდასხმის ბერძენ დუეტს მეორე შანსი დღეს, "ჰამბურგთან" მატჩში მიეცემა. HშV-მ ერთი კვირის წინ, "შალკესთან" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 2:1 მოიგო. განსაკუთრებით კარგად "ბებრებმა", 34 წლის რუუდ ვან ნისტელროიმ (დუბლი) და 36 წლის ზე რობერტომ ითამაშეს. ასე რომ, არმინ ფეეს გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და "აინტრახტთან" ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევა.

"ნიურნბერგს" მიონხენგლადბახში დამსახურებულად მოპოვებული ქულის (1:1) შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრების გახარება სურს და შინ "ფრაიბურგთან" სამი ქულის მოპოვებას გეგმავს, რათა გასავარდნ ზონას თავიდანვე მოშორდეს, თორემ ყველამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან, ფრანკები მაინც ამ ზონის სიახლოვეს აღმოჩნდებიან და გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა. როგორც იცით, წინა სეზონში "ნიურნბერგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას მხოლოდ "აუგსბურგთან" სარელეგაციო დუელში მოპოვებული გამარჯვებით გადაურჩა. "ფრაიბურგმა" პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ზანკტ პაულისთან" წააგო და ლოგიკურად, დღესაც არ არის ფავორიტი (სულაც პირიქით), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობინ დუტის გუნდს სტუმრად უფრო ეხერხება ქულების მოპოვება. თანაც, "ფრაიბურგმა" ბოლო გასვლითი მატჩი სწორედ ნიურნბერგში მოიგო (1:0).

ისევ ის ჰოფენჰაიმი?

საღამოს, "ზანკტ პაულის" სტადიონ "მილერნტორზე" დიდი ზეიმია: ჰამბურგული კლუბი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგაში პირველ საშინაო მატჩს ატარებს. "კიცელებმა" ერთი კვირის წინ ფრაიბურგიდან სამი ქულა წაიღეს და ამრიგად, ბუნდესლიგაში სრულყლფილი სტარტი გამოუვიდათ, მაგრამ "ზტ. პაულიზე" უკეთესი სტრატი აიღო "კიცელთა" დღევანდელმა მეტოქემ, "ჰოფენჰაიმმა" - "სოფლელებმა" "ვერდერი" 4:1 გაანადგურეს.

გერმანიაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს ისევ ის "ჰოფენჰაიმია", რომელმაც ორი წლის წინ ყველა გააოცა, ქვას ქვაზე არ ტოვებდა და ბუნდესლიგის პირველი წრე სენსაციურად მოიგო. ყოველ შემთხვევაში, "ჰოფენჰაიმმა" "ვერდერთან" ძველებურად ლაღი და ძალიან მიმზიდველი ფეხბურთი ითამაშა. ასე რომ, "ზტ. პაულისა" და "ჰოფეს" დაპირისპირება ძალიან საინტერესოა და ლამისაა, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩად მოინათლოს.

ევროპელები კვირას

კვირა დღე ამჯერადაც ევროპის ლიგაში მოასპარეზე გუნდებისაა: წინა კვირას დორტმუნდიდან სამი ქულის წამღები "ლევერკუზენი" "გლადბახს" მასპინძლობს. "ფარმაცევტების" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კვლავ ათამაშებს გუნდის ლიდერებს, მიხაელ ბალაკს, შტეფან კისლინგსა და სამი ჰიიპიას. "დონ იუპმა" ევროპის ლიგის მატჩში ეს ტრიო დაასვენა. ჰაინკესის გუნდს "გლადბახთანაც" მხოლოდ მოგება სურს. თანაც, ლევერკუზენელებს უნდათ, საკუთარი პუბლიკის წინაშეც დაამტკიცონ, რომ დორტმუნდში შემთხვევით არ მოუგიათ.

ტურს "შტუტგარტისა" და "დორტმუნდის" ძალიან საინტერესო, ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ტურის ცენტრალური

დაპირისპირება დახურავს. პირველი ტურის შემდეგ ამ ორივე თავმომწონე გუნდს ქულების გრაფაში ნული უწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა BVB-სა და VFB-ს ერთი ქულაც კი აღარ აწყობთ. ეს უფრო "შტუტგარტზე" ითქმის, რომელიც მასპინძელია და ვალდებულია, მოიგოს. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ორივე გუნდმა წარმატებით დაძლია.

გოტფრიდ ლენცი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოფენჰაიმი 1 1 0 0 4-1 3

2. კაიზერსლაუტერნი 1 1 0 0 3-1 3

3. ზტ. პაული 1 1 0 0 3-1 3

4. ლევერკუზენი 1 1 0 0 2-0 3

5. მაინცი 1 1 0 0 2-0 3

6. ჰამბურგი 1 1 0 0 2-1 3

7. ჰანოვერი 1 1 0 0 2-1 3

8. ბაიერნი 1 1 0 0 2-1 3

9. ბორუსია (მ) 1 0 1 0 1-1 1

10. ნიურნბერგი 1 0 1 0 1-1 1

11. აინტრახტი 1 0 0 1 1-2 0

12. შალკე 1 0 0 1 1-2 0

13. ვოლფსბურგი 1 0 0 1 1-2 0

14. ფრაიბურგი 1 0 0 1 1-3 0

15. კიოლნი 1 0 0 1 1-3 0

16. ბორუსია (დ) 1 0 0 1 0-2 0

17. შტუტგარტი 1 0 0 1 0-2 0

18. ვერდერი 1 0 0 1 1-4 0

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა