"მეზღვაურთა" დაცვის ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა უკრაინის ლიგაში, რის საფუძველსაც ქართველი მცველი წარმოადგენს
უკრაინის პირველ ლიგაში შესვენებაა, გუნდებმა პირველი წრე ჩაამთავრებს და შედეგებიც შეაჯამეს.

ლიგის გუნდების გამოსვლა, ტრანსფერები და სამომავლო გეგმები შეაჯამეს უკრაინელმა ჟურნალისტებმაც. ua-football-ის უკრაინის პირელი ლიგის მიმოხილვაში ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ინფორმაციას მივაგენით, რომელიც კერძოდ "სევასტოპოლის" ქართველ მცველს მათე ღვინიანიძეს ეხება.

ua-football-ის ჟურნალისტმა ღვინიანიძეს გუნდის ლიდერი უწოდა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ამ ეტაპზე "სევასტოპოლის" ლიდერი მათე ღვინიანიძეა."მეზღვაურთა" დაცვის ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში, რის საფუძველსაც ქართველი მცველი წარმოადგენს. ფეხბურთელმა, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა 25 წელი, სეზონის პირველი ნახევარი სტაბილურად და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.

ღვინიანიძემ ასევე "ნაყოფიერად" გაირჯა შეტევაშიც - ორი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. "ენერგეტიკსა" და "ტიტანთან" მატჩებში "სევასტოპოლმა" სწორედ მათეს გოლების წყალობით იმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ ღვინიანიძემ "სევასტოპოლის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

"სევასტოპოლის" რიგებში მიმდინარე სეზონში მეკარის შემდეგ მათეს მოედანზე ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის მხრიდან მისადმი დიდ ნდობას ასახავს.

შეგახსნებთ, რომ "სევასტოპოლი" უკრაინის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება და გაშვებული (12) გოლების რაოდენობით ჩემპიონატში მხოლოდ "გოვერლა-ზაკარპატიე" ჯობნის, რომელსაც მეორე პოზიცია უკავია.

მომზადებულია ua-football-ის მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა