"ფერარის" ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ რუსული წარმოშობის შვეიცარიელ მოდელთან - ქსენია ჩუმიჩოვასთან რომანი გააბა
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, "ფერარის" ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ რომანი გააბა რუსული წარმოშობის შვეიცარიელ მოდელთან - ქსენია ჩუმიჩოვასთან. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდები ავრცელებენ.

ჩუმიჩოვა ადრე "მის შვეიცარიის" ტიტულის კანდიდატი იყო, ახლა კი წარმატებული მოდელი გახლავთ. წყვილი შეამჩნიეს შვეიცარიაში ერთ-ერთი კონცერტის დროს. როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, ალონსომ და მისმა ყოფილმა მეუღლემ რაკელ დელ როსარიომ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს.

ამასობაში, ესპანელმა პილოტმა ფორმულა 1-ის ფინანსურ რეიტინგში გაასწრო მსოფლიოს ჩემპიონ სებასტიან ფეტელსა და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში ალონსო მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, ესპანელი 2011 წელს ყველაზე დიდი შემოსავლით დაიკვეხნის - მისი საბანკო ანგარიში 30 მილიონი ევროთი შეივსო.

მეორე ადგილზეა ბრიტანელი ლუის ჰემილტონი. "მაკლარენის" პილოტმა, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მესამე და მეოთხე ადგილებზე მოდიან "მაკლარენისა" და "ფერარის" მეორე პილოტები - ჯენსონ ბატონი და ფელიპე მასა. მათ თავიანთი ქონება 9 მილიონი ევროთი გაზარდეს.

8-8 მილიონი მიიღეს გერმანელებმა მიხაელ შუმახერმა, ნიკო როსბერგმა, სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად