ამერიკის ქალაქ სიეტლში რეტრო სპორტული ფეხსაცმელებით ვაჭრობამ დიდი არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია
ამერიკის ქალაქ სიეტლში რეტრო სპორტული ფეხსაცმელებით ვაჭრობამ დიდი არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია.

სპორტული ფეხსაცმელი - Nike Air Jordan, თავის დროზე, სპეციალურად ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელისთვის მაიკლ ჯორდანისთვის შეიქმნა. სწორედ ამ ფეხსაცმელების გაყიდვისას ატყდა მასიური ჩხუბი, რომელიც პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დაშალა.

აქცია სიეტლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიმართა, სადაც შაბათს დილით გასაყიდად გამოიტანეს სპორტული ფეხსაცმელები. რამდენიმე ათასი მყიდველი თავიდანვე ჩადგა რიგში, რომელიც ჰიპერმარკეტიდან რამდენიმე კილომეტრზე გაიჭიმა. რიგში რამდენიმე საათი დგომის შემდეგ მყიდველთა ნაწილი წყობიდან გამოვიდა და მაღაზიაში ძალით შეჭრა სცადა.

შედეგად, ატყდა ჩხუბი. ერთ მხარეს იდგნენ ისინი, ვინც უკვე შეიძინა სპორტული ფეხსაცმელი, აგრეთვე მაღაზიის პერსონალი და მეორე მხარეს - ისინი, ვისაც არ შეხვდა ნანატრი Nike Air Jordan. ჩხუბის აღაკვეთად და წესრიგის დასამყარებლად პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და რეზინი ხელკეტების გამოყენება მოუწია.

აშშ-ის ინტერნეტ-მაღაზიებში Air Jordan-ის სპორტული ფეხსაცმელები 400 დოლარად იყიდება. მისი ოფიციალური ფასი 180 დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად