შესაძლოა, უცნაურიც იყოს, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილენი სატურნირო ცხრილში შესაბამისად მე-13 და მე-17 ადგილებზე იმყოფებიან...

დღეს

არლი-რენი 21:00

ლორიანი-ლიონი 21:00

ნანსი-ტულუზი 21:00

სენტ-ეტიენი-ლანსი 21:00

ვალანსიენი-მონპელიე 21:00

კაენი-ბრესტი 23:00

ხვალ

ლილი-ნიცა 19:00

მონაკო-ოსერი 19:00

სოშო-პსჟ 19:00

ბორდო-მარსელი 23:00

შესაძლოა, უცნაურიც იყოს, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილენი სატურნირო ცხრილში შესაბამისად მე-13 და მე-17 ადგილებზე იმყოფებიან. დიახ, 2009 წლის ჩემპიონი "ბორდო" სამ მატჩში მოპოვებული 3 ქულით მეჩვიდმეტეა, ხოლო ტიტულის ამჟამინდელი მფლიბელი "მარსელი" ქულათა ასეთივე მარაგით - მეცამეტე.

ფრანგული ფეხბურთის ტრადიციულმა ფლაგმანებმა სეზონი ძალზე მძიმედ დაიწყეს - პირველ-მეორე ტურების მერე ბორდოელებსაც და მარსელელბსაც ქულები საერთოდ არ ჰქონდათ. ერთი კვირის წინ კი ორივემ მოიგო: "ბორდომ" სტუმრად "პარი სენ-ჟერმენს" 2:1 აჯობა,

ხოლო მარსელელებმა მშობლიურ "ველოდრომზე" "ლორიანს" 2:0 სძლიეს.

რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს, ეს ცალკე და მეტად საინტერესო თემაა. ხმელთაშუაზღვისპირული კლუბი "ბორდოზე" ტიტულოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ აკვიტანია "მარსელისთვის" მოჯადოებულია. ბორდოს "შაბან დელმაზე" (2001 წლამდე - "პარკ ლესკიურზე") მარსელელბმა მთელი ფრანგული საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ (!) იმარჯვეს, თანაც ბოლოს - 1977 წელს! მოკლედ, ეს არის უპრეცედენტოდ უიღბლო სტადიონი "მარსელისთვის".

ზემოთ რაც ითქვა, ყველაფერი ისტორია და სტატისტიკაა. ბოლო ერთ კვირაში კი გუნდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. დიდიე დეშამის გუნდს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ტულუზის" ბომბარდირი პიერ-ანდრე ჟინიაკი შეუერთდა, ხოლო "ნიცადან" ნაყიდი ლოიკ რემის გული ჯანმრთელი ჰქონია, უბრალოდ შავკანიან ფორვარდს გულში თანდაყოლილი და თანაც უსაფრთხო დეფექტი ჰქონია, რომელიც მის ფეხბურთელობაზე არანაირად არ იმოქმედებს.

აი, "ბორდომ" (რომელსაც სათავეში დეშამზე არანაკლებ ლეგენდარული ჟან ტიგანა უდგას) კი ყოჩი დაკარგა - "ლიონმა" 22 მილიონი ევრო გადაიხადა და თავისთან ბორდოელთა ახალგაზრდა ლიდერი იოან გურკუფი წაიყვანა. გუშინ "ბორდომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაასხვისა - არგენტინელი ფორვარდი ფერნანდო კავენაგი "მალიორკაში" გაანათხოვრა...

ბორდოულ-მარსელურ დაპირისპირებასთან შედარებას ერთი დღევანდელი მატჩი იმსახურებს - "ტულუზმა" მიმდინარე ჩემპიონატის სამივე ტურში იმარჯვა და ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ მთელი ინტრიგა იმაშია, რომ ამ კლუბისთვის ქალაქი ნანსი თითქმის ისეთივე დათარსულია, როგორც "მარსელისთვის" - ბორდო. ნანსიში ტულუზელების უკანასკნელი გამარჯვება 1986 წლით თარიღდება და საერთოდაც, "ტულუზმა" "ნანსისთან" სტუმრად მხოლოდ ორჯერ იმარჯვა. დღეს კი ნანსის მთავარი მოტივაცია მშობლიურ პუბლიკასთან რენომეს აღდგენა იქნება. პაბლო კორეას ბიჭებს 4 ქულა აქვთ და ოთხივე სტუმრად მოინადირეს, ხოლო შინ ნანსელებმა ჯერჯერობით ერთადერთხელ ითამაშეს და ისიც "რენთან" 0:3 შერცხვენით დაასრულეს.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში დაბრუნებულ "კაენს" თითქმის ტულუზელებივით კარგი სტარტი ჰქონდა - გასვლაზე "მარსელს" მოუგო და "მონპელიეს" უგოლოდ გაეყარა, ხოლო შინ "ლიონი" დაამარცხა. ამდენად, დღეს "ბრესტთან" დაპირისპირებაში კაენელები უპირობო ფავორიტები არიან. "არლის" მერე "ბრესტი" უველაზე გამოუცდელია დღევანდელ ფრანგულ საფეხბურთო ელიტაში და ამ ეტაპზე შედეგიც შესაბამისი აქვს - 1 ქულა...

ზემოთ "არლი" ვახსენეთ და ეს ფენომენალური კლუბი დიდ სიმპათიას იმსახურებს - 4 წელიწადში 4 ლიგა მოიგო და სამოყვარული დონიდან საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ეშელონამდე აღზევდა. თუმცა იქ სულ სხვა დონე დახვდა და ლაჟვარდოვან სანაპიროზე ბაზირებულმა გუნდმა სამივე სასტარტო მატჩი დათმო. თუმცა, "არლს" სიტუაციის გამოსწორების პოტენციალი ნამდვილად აქვს - გუნდში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება - მაგალითად, ევროპის ჩემპიონი ბერძნები ანგელოს ხარისტეასი და ანგელოს ბასინასი, გვინეელი კაბა დიავარა, ესპანელი ალვარო მეხია, ფრანგები - ფანშონი და მერიემი...

ასეა თუ ისე, დღეს "არლი" ისტორიული ქულის აღებას ეცდება. მისი მეტოქე "რენი" კი ჯერჯერობით დაუმარცხებელია - ერთი გამარჯვება და ორი ფრე... რენე ჟირარის "მონპელიე" საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც საკუთარ კარში ჯერჯერობით ერთი გოლიც არ გაუშვია. ეს, რაღა თქმა უნდა, 24 წლის მეკარე ჟოფრეი ჟურდრანის დამსახურებაა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა "ბორდოსთან", "მონაკოსა" და "კაენთან" შეხვედრებში" შეძლო. დღეს კი "მონპელიე" ვალანსიენს ესტუმრება, სადაც ოდენ მეოთხედ ჩადის საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით სათამაშოდ. წინა სამი სტუმრობიდან ერთი მასპინძლებმა მოიგეს, ერთი სტუმრებმა და ერთიც ფრედ დასრულდა.

გურკუფით გაძლიერებული "ლიონი" გასვლით მატჩში "ლორიანს" დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ სეზონში პირველი გამარჯვება, ჩემპიონი "მარსელის" დარად, ვიცე-ჩემპიონმა ლიონელებმაც მხოლოდ მესამე ტურში იზეიმეს. ეს ლიგის ახალბედა "ბრესტთან" საშინაო მატჩში მოხდა. რაც შეეხება "ლორიანს", ამ გუნდმა პირველ ტურში ოსერში ფრეს მიაღწია, მომდევნო ორი მატჩი კი წააგო, თანაც ლიგაში ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გაშვებული.

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "სენტ-ეტიენი" "ლანსს" უმასპინძლებს, რომელთანაც გასული სეზონის ანგარიში აქვს გასასწორებელი: სენტ-ეტიენის "სტად ჟოფრუა-გიშარზე" ამ გუნდების ბოლო შეხვედრა მასპინძელთათვის სამარცხვინოდ დასრულდა - 1:4. ლანსელებმა ამ სეზონის ერთადერთი გასვლითი შეხვედრაც მოიგეს - "არლთან" 1:0.

მსგავსი რამ გასულ ჩემპიონატში "სოშოსაც" შეემთხვა, რომელმაც შინ 1:4 "პარი სენ-ჟერმენთან" წააგო. მიმდინარე სეზონში მონბელიარელებმა შინ ორი მატჩი უკვე გამართეს და 4 ქულასაც გამორჩნენ, პსჟ-საც ასეთი მარაგი აქვს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პარიზელებმა შინ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარეს.

"ლილმა" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, გადალახა რა რუმინული "ვასლუის" ბარიერი, თუმცა შიდა ჩემპიონატში ჩრდილოელებს სატრაბახო არაფერი აქვთ - რუდი გარსიას შეგირდებს სამივე მატჩი ფრედ დაუსრულებიათ. თანაც, "ნიცა" ჯერჯერობით დაუმარცხებელია და არავინ იცის, შეუნარჩუნდებათ ლილელებს ეს მაჟორული განწყობა კვირის მატჩის შემდეგ.

ასევე კარგ ხასიათზე "ოსერის" ფეხბურთელებიც იქნებიან. ბურგუნდიელებმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" აჯობეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლეგენდარული გი რუს ეპოქის შემდეგ პირველად გავიდნენ. ხვალ კი ოსერელებს "ლუი II"-ზე ადგილობრივ "მონაკოსთან" ჯახი ელით. აღვნიშნავთ, რომ ამ გუნდებმა ახალი ჩემპიონატის სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს და სატურნირო ცხრილშიც გვერდიგვერდ იმყოფებიან.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტულუზი 3 3 0 0 6-2 9

2. კაენი 3 2 1 0 5-3 7

3. რენი 3 1 2 0 4-1 5

4. ვალანსიენი 3 1 2 0 4-3 5

5. ნიცა 3 1 2 0 3-2 5

6. მონპელიე 3 1 2 0 1-0 5

7. პსჟ 3 1 1 1 4-3 4

8. ლანსი 3 1 1 1 4-4 4

9. სოშო 3 1 1 1 4-4 4

10. ლიონი 3 1 1 1 3-3 4

11. სენტ ეტიენი 3 1 1 1 4-5 4

12. ნანსი 3 1 1 1 3-5 4

13. მარსელი 3 1 0 2 5-5 3

14. ოსერი 3 0 3 0 4-4 3

15. მონაკო 3 0 3 0 2-2 3

16. ლილი 3 0 3 0 1-1 3

17. ბორდო 3 1 0 2 3-4 3

18. ლორიანი 3 0 1 2 3-6 1

19. ბრესტი 3 0 1 2 1-4 1

20. არლი 3 0 0 3 2-5 0

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა