დღეს, იტალიის სერია A-ს 2010/11 წლების გათამაშება აიღებს სტარტს და დაიწყება მარათონი, რომელიც მაისის ბოლომდე გასტანს...

დღეს

უდინეზე-ჯენოა 20:00

რომა-ჩეზენა 22:45

ხვალ

ბარი-იუვენტუსი 20:00

მილანი-ლეჩე 22:45

კიევო-კატანია 22:45

ფიორენტინა-ნაპოლი 22:45

პალერმო-კალიარი 22:25

პარმა-ბრეშა 22:45

სამპდორია-ლაციო 22:45

ზეგ

ბოლონია-ინტერი 22:45

დღეს, იტალიის სერია A-ს 2010/11 წლების გათამაშება აიღებს სტარტს და დაიწყება მარათონი, რომელიც მაისის ბოლომდე გასტანს. მართალია, იტალიურ ფეხბურთს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სეზონის დაწყებას ისინიც მოუთმენლად ელოდნენ - და აი, ეს დღეც დადგა. ტური და მთლიანად ჩემპიონატი "უდინეზე"-"ჯენოას" პაექრობით გაიხსნება, დღესვე "რომა"-"ჩეზენას" მიიღებს და დაგვანახებს, რამდენად კარგ ფორმაში ხვდება პირველობის სტარტს. ყურადღების ცენტრში რამდენიმე გუნდია, ისინი, ვინც ჩემპიონობის მაძიებელთა შორის მოიხსენიებიან და რაღა თქმა უნდა, მათ შორის გახლავთ "ჯალოროსი"...

რომა

პირველი ტურის წინასიტყვაობა უფრო ზოგადი ხასიათის იქნება, გუნდებში არსებულ მდგომარეობას მიმოვიხილავთ და უფრო ნაკლებათ გვექნება საუბარი კონკრეტულ დაპირისპირებებზე. "რომა" ვახსენეთ და პირველად დედაქალაქელთა ბანაკში შევიხედოთ - მთელი ზაფხულის განმავლობაში "ჯალოროსის" ბანაკიდან მხოლოდ დადებითი ინფორმაციები მოგვდიოდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გუნდში სრული იდილია სუფევდა და ფეხბურთელები ახალ სეზონს უდიდესი მოტივაციით ეგებებოდნენ. ყურადღების ცენტრში გახლდათ ადრიანო, რომლის მისამართითაც ნახევარი რომი ქებად დაიღვარა. ბრაზილიელი ფორვარდის შესაძლებლობებზე აბსოლუტურად ყველა აღმატებულ ტონში საუბრობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შესანიშნავ პიროვნულ თვისებებზე. საქმე იქამდე მივიდა, ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა "იმპერატორზე" რომის პაპსაც რომ ეთქვა - თუმცა, რეალობა სხვაგვარი ყოფილა და ეს წინასასეზონო სამზადისის დასკვნით ეტაპზე გამოაშკარავდა.

ადრიანოს კვლავ ჭარბი წონა აწუხებს, ვარჯიშებზე კი ძალიან ცუდად გამოიყურება და შესაბამისად, ამხანაგურ მატჩებში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. რეზერვში იყო იტალიის სუპერთასის პაექრობაშიც და საერთოდაც, "ინტერის" წინააღმდეგ "რომამ" დიდი ვერაფერი ფეხბურთი გვიჩვენა. ფრანჩესკო ტოტის მიკრო ტრავმა ჰქონდა და ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, იგივე შეიძლება ითქვას მირკო ვუჩინიჩზეც. მოკლოდ, ერთი შეხედვით, "რომას" ბანაკში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა და იტალიელი ჟურნალისტების პროგნოზით, დედაქალაქელები საწყის ტურებში ქულებსაც უხვად დაკარგავენ. ვნახოთ, გამართლდება თუ ჩვენი აპენინელი კოლეგების პროგნოზი.

მილანი

ჯერ კიდევ სატრანსფერო ციებცხელებაშია ჩაბმული "მილანი", რომლის მესვეურებმაც სატრანაფერო ფანჯრის მიწურულს მოინდომეს გააქტიურება და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გააჩაღეს მოლაპარაკებები. უფრო სწორად, შვედთან უკვე შეთანხმებულნი არიან და "ბარსელონელ" კოლეგებთან უნდა მიაღწიონ კონსენსუსს. საქმე თითქმის გაჩარხულიაო, ამბობენ იტალიაში და თუ ეს ტრანასფერი მართლაც შედგა, სრულიად ახლებურ "მილანს" მივიღებთ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: მარცხნიდან რონალდინიო, მარჯვნიდან ალეშანდრე პატო და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი - თითქოს ერთი ფეხბურთელია, მაგრამ სურათს არსებითად ცვლის. ასეთი "მილანი" თუ სკუდეტოსთვის იბრძოლებს, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

ბევრი რამე რაღა თქმა უნდა მასიმილიანო ალეგრიზეა დამოკიდებული, რომელიც პირველ სეზონს იწყებს "მილანში", სადაც დიდი ხნით აპირებს დარჩენას. ისე, ლეონარდოსაც ანალოგიური გეგმები ჰქონდა და ალეგრის კარგად ესმის, რომ წინ ძალიან რთული გზა ელის. როგორ სტარტს უნდა ველოდოთ "მილანისგან"? - ამხანაგური შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი დაცვაში უკეთ გამოიყურება, ვიდრე შეტევით ფაზაში. პირველი, რაც ალეგრიმ გააკეთა, უკანა ხაზის დაყენება გახლდათ და როგორც ჩანს, ეს საქმე ჯერჯერობით წარმატებით გამოსდის. აი შეტევაში კი გუნდი ნამდვილად ვერ ბრწყინავს და ამ კუთხით კიდევ ბევრია სამუშაო. "ბარსელონასთან" გამართულ ამხანაგურ პაექრობაში ბევრი იცოდვილა მარკო ბორიელომ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - გასატანი კი ისევ პიპო ინძაგიმ გაიტანა, რომელმაც მართლაც რომ ბრწყინვალე დარტყმით შეარხია კატალონიელთა კარის ბადე. ლეონარდო აშკარად სცოდავდა, როდესაც პიპოს არ ენდობოდა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინძაგი ასაკშია და მის იმედად ყოფნა გამართულებული ვერ იქნება.

ამიტომ ელოდებიან "როსონერის" გულშემატკივრები იბრას ტრანსფერს სულმოუთქმელად და ვნახოთ, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაცხადდება. იქამდე, "მილანს" პირველი ტურის მატჩის გამართვა მოუწევს, მეტოქეს კი საკუთარ მოედანზე მიიღებს და ეცდება პირველი სამი ქულა მოიპოვოს. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ალეგრი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და გუნდს ზუსტად ისე განალაგებს, როგორც ამას ლეონარდო აკეთებდა. ცენტრფორვარდად მარკო ბორიელო გაირჯება, ფლანგებიდან კი ალეშანდრე პატო და რონალდინიო შეუტევენ. სამწუხაროა, მაგრამ კახა კალაძე განაცხადშიც კი არ მოიაზრება. დაცვის ცენტრში ტიაგო სილვა და ალესანდრო ნესტა გამწესდებიან, მარჯვნიდან სოკრატის პაპასტატოპულოსმა უნდა ითამაშოს, მარცხნიდან კი ლუკა ანტონინიმ. სათადარიგოთა სკამზე იჯდებიან გუნდის ახალწვეულები: იეპესი და ბოატენგი. "მილანი" ჯერ მაინც გამოცანაა და ვნახოთ, როგორი სტარტი ექნება ლომბარდიულ გრანდს.

იუვენტუსი

როგორც იცით, დიეგო "ვოლფსბურგში" გადაბარგდა. თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა ეჭვი, რომ ლუიჯი დელ ნერი რომბისებურ 4-4-2-ს აქტიურად გამოიყენებდა, საბოლო პასუხი მიიღო - დელ ნერის გამთამაშებლები არ სჭირდება. პრინციპში, დიეგოს ბედი მაშინვე გაირკვა, როდესაც "იუვეს" სინიორ ლუიჯი ჩაუდგა სათავეში, ეგ იყო, რომ მისი სარფიანად გასხვისება გაჭირდა და საქმე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე გაიწელა. "იუვემ" კი უკვე ჩაატარა ოფიციალური შეხვედრები და დადებით შედეგსაც მიაღწია. ტურინელებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი გადალახეს, ჩამოიცილეს რა გზიდან თბილისის "დინამოს" დამმარცხებელი, გრაცის შტურმი, იქამდე კი "შემროკს" გამოუყვანეს წირვა. ამ ოთხ შეხვედრაში ყველაზე უკეთ კარვალიო ამაური გამოიყურებოდა და ამად იყო, რომ ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

"ბიანკონერი" პირველ ტურში "ბარის" ესტუმრება და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, ორი ფორვარდით შეუტევს: ერთი ალესანდრო დელ პიერო იქნება, მეორე კი ან კარვალიო ამაური, ანაც ხორხე მარტინესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქცენტი ბრაზილიელიური წარმოშობის იტალიელზე გაკეთდება, თუმცა ავტორიტეტული გამოცემა უპირატესობას რატომღაც ურუგვაელს ანიჭებს. ძირითადში მოიაზრება დავიდე ლანცაფამე და რით დაიმსახურა, ვერც ამას გეტყვით. ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში, კარს სავარაუდოდ მარკო სტორარი დაიცავს და არა ალექს მანინგერი. დაცვის ცენტრს ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გაამაგრებენ, ფლანგებზე კი მოტას და დე ჩელიეს ვიხილავთ.

ინტერი

"ინტერი" მოქმედი ჩემპიონია და ალბათ სწორედ "მილანური" გრანდით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ყველაფერი ავურიეთ და ბოლოსთვის სწორედ რაფაელ ბენიტესის გუნდი შემოვინახეთ. "ნერაძური" თავის პაექრობას ორშაბათს გამართავს, რადგან გუშინ ევროპის სუპერთასზე დაუპირისპირდა მადრიდის "ატლეტიკოს". მიუხედავად იმისა, გუნდი ჟოზე მოურინიომ დატოვა, "ნერაძური" მაინც ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ითვლება. ბენიტესის გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება ამხანაგურ პაექრობებში, იტალიის სუპერთასზე კი "რომა" მართლაც რომ შესანიშნავ სტილში დაამარცხა. ესპანელი წუწუნებს ტრანსფერებისთვის ფული არ მაქვსო, თუმცა გუნდი ისედაც კარგად არის დაკომპლექტებული. ისე, ერთი კი უნდა აღვნიშნოთ - "ინტერს" არც ერთი ექსტრა კლასის ფეხბურთელი არ დაუმატებია, სამაგიეროდ, მარიო ბალოტელის შეელია და შესაძლოა, ამან გარკვეულწილად დაასუსტოს კიდეც გუნდი. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

თუ "ინტერის" მიერ ამ ზაფხულს გამართული მატჩებით ვიმსჯელებთ, ბენიტესი პრაქტიკულად არაფერს ცვლის. "ნერაძური" კვლავ 4-2-3-1 ტაქტიკით იასპარეზებს და კვლავ შესანიშნავი ოთხეულით შეუტევს: ფლანგებიდან სამუელ ეტოო და გორან პანდევი, გამთამაშებლად ვესლი სნეიდერი, ხოლო ცენტრფორვარდად დიეგო მილიტო. საყრდენის ფუნქციებს ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო, ტიაგო მოტა და შიგადაშიგ მკდონალდ მარიგა შეასრულებენ. პირველი პაექრობისთვის ძირითადში ძანეტისა და კამბიასოს დაყენას ელოდებიან, დაცვის ხაზი კი წესით შემდეგნაირად უნდა დაკომპლექტდეს: დუგლას მაიკონი, ლუსიო, ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ. ჟოზე მოურინიოს "ინტერი" პირველივე ტურებიდან სტაბილური ასპარეზობით გამოირჩეოდა და ვნახოთ, ამაში თუ მიბაძავს ბენიტესი პორტუგალიელ კოლეგას.

ლელო

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ