ერნესტო პაოლილოს თქმით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანელები შემადგენლობის გაძლიერებას არ გეგმავენ
მართალია, ბოლო პერიოდში "ინტერმა" საგრძნობლად მოუმატა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე მოკალათდა, მაგრამ გუნდის შემადგენლობიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლომბარდიელებმა მიმდინარე სეზონში უმაღლესი მწვერვალები დაიპყრონ.

ამიტომ, პრესაში აქტიურად მუსირებს აზრები იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანელები შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ. "ინტერის" გულშემატკივართა სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერი ერნესტო პაოლილო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:

"სულ მალე, მიშელ პლატინის მიერ შემუშავებული ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი ამოქმედდება, ეს კი იმას ნიშნავბს, რომ ფულის ძველებურად ხარჯვის საშუალება აღარ მოგვეცემა. ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას ნამდვილად არ ვფიქრობთ და გვსურს, არსებული რესურსით გავიდეთ ფონს.

გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლავთ, ეს კი ამ შემადგენლობით ნამდვილად ხელგვეწიფება. იმედია, ქომაგები სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს - დღეს, უფრო მეტად გვიწევს ფინანსურ ბალანსზე ფიქრი, ვიდრე წინა წლებში".

არადა, იტალიურ სპორტულ პრესაში დღემდე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "ინტერის" მესვეურებს "სან პაოლოდან" ლუკასის გადაბირება სურთ, რომლის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. ლუკასი 19 წლის შემტევი ნახევარმცველია, ბრაზილიური გუნდის შემადგენლობაში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი. "გაძეტას" მტკიცებით, მასიმო მორატის იმდენად უნდა ლუკასის გადაბირება, რომ მზადაა მის სანაცვლოდ ვესლი სნეიდერსაც კი შეელიოს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად