“ატალანტას” ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გასულ სეზონში რამდენიმე შეხვედრის ჩაწყობაში მიიღო მონაწილეობა
თანამედროვე ფეხბურთი რომ მთლად სუფთა არ არის და მასზე ტოტალიზატორი დიდ გალენას ახდენს, ისედაც ცხადი გახლდათ, კრისტიანო დონის აღიარებითმა ჩვენებამ კი ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწნმუნა. დიახ, ბერგამოს “ატალანტას” ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გასულ სეზონში რამდენიმე შეხვედრის ჩაწყობაში მიიღო მონაწილეობა და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.

ამ ყველაფერზე თავად უკეთესად მოგითხრობთ და პირდაპირ მას გადავცეთ სიტყვა…

აღიარება

რამდენიმე შეხვედრის წინასწარ განსაზღვრაზე მართლაც მქონდა შემოთავაზება და ვაღიარებ, რომ ხელი მოვაწერე. ერთ-ერთი ასეთი მატჩი გახლდათ “ატალანტა”-“პიაჩენცა”, საიდანაც გაჩნდა კიდეც ეჭვები და შემდეგ სკანდალი აგორდა. აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არავითარი დაჯგუფების წევრი არ ვარ - უბრალოდ მივიღე რამდენიმე შეთავაზება და დავთანხმდი, რადგან ამით ისევ “ატალანტას” ვეხმარებოდი.

დიახ, ყველა იმ მატჩის რეზულტატის განსზაზღვრაზე, რომელზეც მე ხელი მოვაწერე, ჩვენი გუნდის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგებაში მონაწილეობას არ მივიღებდი.

ატალანტა

აუცილებლად უნდა დავაზუსტო, რომ ჩემი ხელმოწერა სულაც არ იყო გარანტი იმისა, რომ ესა თუ ის შეხვედრა აუცილებლად დაგეგმილი შედეგით დასრულდებოდა. იყვნენ თუ არა ”ატალანტას” სხვა მოთამაშეები საქმის კურსში, ჩემთვის უცნობია, რადგან მე მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან მქონდა კავშირი.

ვიცოდი ვის, სად და როგორ უნდა დაეშვა შეცდომა, რომ შემდეგ მე ამით მესარგებლა. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კლუბი ”ატალანტა” და გუნდის სხვა ფეხბურთელები ამ ყველაფერში გარეულნი არ არიან; გადაწყვეტილებებს ვიღებდი მე, ინდივიდუალურად. ყოველ შემთხვევაში, გარიგებულ მატჩებში სხვათა ჩართულობის შესახებ არაფერი მსმენია.

დასკვნა

მართალია, ჩემი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს იმას, რაც ჩავიდინე. სარკეში რომ ვიხედები, საკუთარი თავი მეზიზღება და არც კი ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო ციხიდან გარეთ გამოსულმა. ალბათ ყველას დავემალები, რადგან მრცხვენია როგორც ჩემი ახლობლების, ისე უბრალო გულშემატკივრების, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ.

P.S.

როგორც იცით, კრისტიანო ციხეში გახლდათ და განაჩენს ელოდებოდა - აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ის გაათავისუფლეს და სახლში გაუშვეს. თუმცა, სასამართლო გრძელდება და დონის გარკვეული პერიოდით შინაპატიმრობაში მოუწევს ყოფნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად