ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა. რეალი ლაზარეთით იწყებს, ბარსელონა იბრას გარეშე

ლა ლიგა. რეალი ლაზარეთით იწყებს, ბარსელონა იბრას გარეშე

დღეს ერთროულად ესპანეთის სამ ქალაქში, ალიკანტეში, ვალენსიასა და მალაგაში პრიმერა დივიზიონის საიუბილეო, მე-80 გათამაშება დაიწყება...

დღეს

ერკულესი-ბილბაო 20:00

მალაგა-ვალენსია 22:00

ლევანტე-სევილია 00:00

დღეს

ესპანიოლი-ხეტაფე 19:00

დეპორტივო-სარაგოსა 19:00

ოსასუნა-ალმერია 19:00

სოსიედადი-ვილიარეალი 19:00

რასინგი-ბარსელონა 21:00

მალიორკა-რეალი 23:00

ზეგ

ატლეტიკო-სპორტინგი 00:00

დღეს ერთროულად ესპანეთის სამ ქალაქში, ალიკანტეში, ვალენსიასა და მალაგაში პრიმერა დივიზიონის საიუბილეო, მე-80 გათამაშება დაიწყება. 38-ტურიან ტურნირს მთავარ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი - ვინ, ვის? "ბარსელონა" თუ "რეალი". შეძლებს თუ არა ჟოზე მოურინიოს "რეალი" "ბარსელონას" ტრიუმფალური სვლის შეჩერებას? მაშ ასე, 20 გუნდიანი ქარავანი დღეს აიღებს სტარტს.

ჩემპიონი კანტაბრიას ეწვევა და "რასინგს" ეთამაშება, რომელიც ბოლო ტურში გადაურჩა პრიმერა დივიზიონიდან გავარდნას. სერხიო კანალესის გარეშე დარჩენილ "რასინგს" ჩემპიონის წინააღმდეგ სრული შემადგენლობა ეყოლება ასარჩევად. ერთადერთი ოსკარ სერანო ვერ ითამაშებს, რომელიც დიდი ხნით გამოაკლდა "რასინგს".

სტუმართა რიგებში სასტარტოში ითამაშებს სატრანსფერო სეზონის რეკორდსმენი დავიდ ვილია, რომელიც "ვალენსიადან" 40 მილიონ ევროდ გადავიდა "ბარსელონაში". გვარდიოლამ სანტანდერში 22 ფეხბურთელი ჩაიყვანა და იქიდან საუკეთესოებს აარჩევს.

სავარაუდო შემადგენლობები

რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი, ორიოლი, ენრიკე, სისმა - არანა, დიოპი, კოლსა, მუნიტისი - ტჩიტე, კენედი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო.

მადრიდის "რეალი" ბალეარის კუნძულებს ესტუმრება და მიქაელ ლაუდრუპის "მალიორკას" გაეჯიბრება. ბოლო ამხანაგურ მატჩში "მალიორკას" ცენტრალური მცველი ივან რამისი დაემტვრა და მას სავარაუდოდ რუბენ გონსალესი შეცვლის. ჟოზე მოურინიო კი კამპანიას პრობლემებით იწყებს, "რეალში" ნამდვილი ლაზარეთია - ტრავმირებულნი არიან: პეპე, მაჰამადუ დიარა, ფერნანდო გაგო, რაულ ალბიოლი და ესეკიელ გარაი.

სავარაუდო შემადგენლობები

მალიორკა (4-4-2): ავატე - კორალესი, ნუნიეში, გონსალესი, აიოსე - დიასი, დე გუზმანი, მარტი, კასტრო - ვებო, ნსუე.

რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, ს. რამოსი, კარვალიო, მარსელო - ხედირა, გრანერო, ჩაბი ალონსო, იოზილი - რონალდო, იგუაინი.

"დეპორტივო" "რიასორზე" "სარაგოსას" მასპინძლობს. მასპინძლებს ხუან დომინგესი 4-6 კვირით დააკლდებათ. ბუნებრივია, ის ვერ ითამაშებს გახსნის მატჩში. გალისიელებს არ ეყოლებათ მთავარი მეკარე დანიელ არანსუბია, რომელსაც მხარი აქვს დაზიანებული. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელება მოასწრეს რიკიმ, ლასადმა და ხონატანმა. ფელიპე ლუიშისგან მიტოვებულ მარცხენა ფრთაზე დებიუტანტი ითამაშებს, თუმცა გასარკვევია რომელი - ოლავ რინდაროი თუ კლაუდიო მორელი.

"სარაგოსას" პირველი თვეები ვერაფერში დაეხმარება ფორვარდი იკეჩუკვუ უჩე. ვერც "დეპორის" ყოფილი ფეხბურთელი ანხელ ლაფიტა ითამაშებს. ხორხე ლოპესი გასულ სეზონში მიღებული ბარათის გამო გამოტოვებს შეხვედრას.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო (4-4-2): მანუ - კოლოჩინი, კოლოტო, ლოპო, რინდაროი - ფერნანდესი, როდრიგესი, მიჩელი, გუარდადო - რიკი, ლასადი.

სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - გაბი, პონსიო - პენანტი, ანდერი, ბერტოლო - მ. პერესი.

გასული სეზონის მესამეადგილოსანი "ვალენსია" ანდალუსიაში მიემგზავრება, სადაც "მალაგას" შეხვდება. ეს შეხვედრა ოფიციალური დებიუტი იქნება მასპინძელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზუალდო ფერეირასთვის. საწყის ორ ტურს გამოტოვებს "მალაგას" პორტუგალიელი ლიდერი დუდა. არ იქნებიან ელდერი და ხავიერ მალაგუენო.

"ვალენსიამ" დავიდ ვილიას შემცვლელად რობერტო სოლდადო შეიგულა, თუმცა ფორვარდი ტრავმირებული ხვდება ლა ლიგის სტარტს და უნაი ემერის მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. მცირე ტრავმა აქვს პორტუგალიელ მიგელს მაგრამ ის ითამაშებს, ისევე როგორც ანხელ დეალბერტი, რომელმაც სახე დაიზიანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა (4-4-2): გალატო - გამესი, გონსალესი, ველიგტონი, მტილიგა - ელიზეუ, სანდრო, ფერნანდო, ოვუსუ-აბეიე - ფერნანდესი, რონდონი.

ვალენსია (4-2-3-1): სესარი - მიგელი, დეალბერტი, ნავარო, მატიო - ალბელდა, ბანეგა - პ. ერნანდესი, კოსტა, მატა - ადურისი.

ბარსელონაში "ესპანიოლი" "ხეტაფეს" მასპინძლობს, ვალენსიაში "ლევანტე" - "სევილიას", პამპლონაში "ოსასუნა" - "ალმერიას", სან სებასტიანში "რეალ სოსიედადი" - "ვილიარეალს", ალიკანტეში "ერკულესი" - "ბილბაოს"... ევროპის სუპერთასის გამო ყველაზე ბოლოს მადრიდის "ატლეტიკო" ითამაშებს, ორშაბათს "სპორტინგს" მიიღებს.

ლელო

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა