გასულ უქმეებზე თურქულ მარდინში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჩინეთთან 1:3 დამარცხდა
გასულ უქმეებზე თურქულ მარდინში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ტურის პაექრობები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შეჯიბრებაზე მეორედ დაამთავრა შეხვედრა ფრედ - შაბათს უკრაინას დაუზავდა: ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ ქულა გაიყვეს ანა უშენინასთან და ტატიანა ვასილევიჩთან, ბელა ხოტენაშვილმა მარია მუზიჩუკს მოუგო, ნინო ხურციძე კი ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა.

კვლავაც უდანაკარგოდ მიიწევს ტიტულისკენ ჩინეთის უძლიერესი ნაკრები, რომელმაც მე-6 ტურში ბერძნებს 3:1 სძლია: ჰოუ იფანი - ელენა დემბო 1:0, ცზიუ ვენძიუნი - მარინა მაკროპულუ 0,5:0,5, ჟაო სიუ - ეკატერინი ფახირიდუ 1:0, თან ჟონი - ეკატრინი პავლიდუ 0,5:0,5.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ინდოეთი - რუსეთი 1:3 (ჰამფი კონერუ - ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5, ჰარიკა დრონავალი - ტატიანა კოსინცევა 0,5:0,5, ტანია საჩდევი - ვალენტინა გუნინა 0:1, სვამინათან სოუმია - ნატალია პოგონინა 0:1), თურქეთი - ვიეტნამი 0,5:3,5 (ბეთულ ილდიზი - ნგუენ ლე ტაო 0:1, კუბრა ოზთურქი - ჰოანგ ბაო თრამი 0:1, კარდელენ კემჰანი - ნგუენ თან ანი 0,5:0,5, ებრუ კაპლანი - ჰოანგ თი ნჰუ ი 0:1)), სამხრეთ აფრიკა - სომხეთი 0:4 (სესილ ვან დერ მერვე - ელინა დანიელიანი 0:1, ანზელ სოლომონსი - დილით მკრტიჩიანი 0:1, დენის ფრიკი - ლილით გალოიანი 0:1, ლორენ ვან ნიუკერი - მარია კურსოვა 0:1).

გუშინ ჩვენი მანდილოსნები ერთპიროვნულ ლიდერ ჩინელებს დაუპირისპირდნენ. ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ ზავს მოაწერეს ხელი ჰოუ იფანთამნ და თან ჟონთან, ხოლო ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი ცზიუ ვენძიუნსა და ჟაო სიუს დანებდნენ. ბოლო ორ ტურში 3 ქულის დაკარგვით ჩვენებურებმა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი საგრძნობლად გაიუარესეს.

რაც შეეხებათ ჩინელებს, მათ, ფაქტობრივად, ტიტული შეინარჩუნეს. ძნელი სავარაუდოა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანსა და მის თანაგუნდელებს ინდოელებმა ხელი შეუშალონ, სხვებს კი საამისოდ ხელი არ მიუწვდებათ.

გუშინდელი დანარჩენი პაექრობების შედეგები: სომხეთი - უკრაინა 1,5:2,5 (ელინა დანიელიანი - ანა უშენინა 1:0, ლილით მკრტიჩიანი - მარია მუზიჩუკი 0:1, ლილით გალოიანი - ინა გაპონენკო 0:1, მარია კურსოვა - ნატალია ჟუკოვა 0,5:0,5), ვიეტნამი - სამხრეთ აფრიკა 4:0 (ნგუენ ლე ტაო - სესილ ვან დერ მერვე 1:0, ჰოანგ ბაო თრამი - ანზელ სოლომონსი 1:0, ნგუენ მაი ჰუნგი - დენის ფრიკი 1:0, ჰოანგ თი ნჰუ ი - ლორენ ვან ნიეკერი 1:0), რუსეთი - თურქეთი 3:1 (ნადეჟდა კოსინცევა - ბეთულ ილდიზი 1:0, ტატიანა კოსინცევა - კუბრა ოზთურქი 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი - კარდელენ კემჰანი 1:0, ნატალია პოგონინა - ებრუ კაპლანი 1:0), საბერძნეთი - ინდოეთი 1,5:2,5 (ელენა დემბო - ჰამფი კონერუ 0,5:0,5, მარინა მაკროპულუ - ჰარიკა დრონავალი 0:1, ეკატერინი ფახირიდუ - ტანია საჩდევი 0,5:0,5, ეკატერინი პავლიდუ - როუთ რადმინი 0,5:0,5).

შვიდი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა: ჩინეთი-14 (23,5), ინდოეთი-11 (20,5), რუსეთი-10 (15,5), უკრაინა-8 (16,5), ვიეტნამი-8 (15,5), საქართველო-8 (15,5), სომხეთი-6 (15), თურქეთი-4 (9,5), საბერძნეთი-1 (7,5), სამხრეთ აფრიკა-0 (1).

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: უკრაინა - ჩინეთი, ინდოეთი - საქართველო, თურქეთი - საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა - რუსეთი, სომხეთი - ვიეტნამი.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად