ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი სანაკრებო პაუზის წინ

დიდი სანაკრებო პაუზის წინ

ევროპა. უქმეების წინ

ჯანო დაიმტვრა

მოსკოვის "სპარტაკმა" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მეტოქეების ვინაობა შეიტყო და ჩეჩნეთის დედაქალაქში პრემიერლიგის მორიგი მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრა. სწორედ ამ მატჩის წინ ვალერი კარპინმა ახალი მეკარე დაიმატა... გროზნოს "ტერეკიდან". უკრაინის ნაკრების 33 წლის ახალწვეული ანდრეი დიკანი ამიერიდან რუსეთის "სახალხო გუნდში" ითამაშებს. თუმცა ის არ იქნება აწ უკვე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში, დიკანი "სპარტაკს" შემდეგი ტურიდან დაეხმარება. 26 ქულით მე-7 ადგილზე მყოფ კლუბს აშკარად ყველაზე დიდი პრობლემა მეკარეებში აქვს, სოსლან ჯანაევმა აშკარად ვერ გაამართლა და ის იჯარით "ტერეკში" გადადის.

გროზნოში გუნდს ვერ წაჰყვა 17 წლის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, ჩვენებურს საზარდულის პრობლემა აქვს. იმედია, ჯანო საბერძნეთთან სანაკრებო მატჩისთვის მწყობრში იქნება. "ტერეკის" წინააღმდეგ არ იქნება არც ირლანდიელი ახალწვეული ეიდენ მაკგიდიც, რომელმაც ქუსლის ტრავმა მიიღო ვარჯიშზე. გროზნოელები "სპარტაკს" ახალი ბრაზილიელი ფორვარდით დახვდებიან, მათ "ატლეტიკო გოიანენსედან" 24 წლის რიკარდო ტიუი იყიდეს.

ტურში "ამკარი"-"როსტოვის" მატჩზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებდით, მაგრამ რუსული ტოტალიზატორების უმეტესობა ამ თამაშზე ფსონებს არ იღებს. შეგახსენებთ, რომ "ამკარი" გასავარდნ ზონასთან საშიშ სიახლოვეზეა და ტოტალიზატორებმაც რაღაც იგუმანეს. რუსეთის ჩემპიონმა "რუბინმა" "ზენიტიდან" იჯარით ბელარუსი ფორვარდი სერგეი კორნილენკო. მოსკოვის "ლოკომოტივმა" კი მეკარე დაკარგა, ივან პელიცოლი "კალიარიში" გადავიდა.

ტაისონი ხარკოვშია

უკრაინის ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი "შახტარი" ამ დღეებში ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერს გააფორმებს. დონეცკის "მეტალურგის" 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ბრემენის "ვერდერს" სურდა, მაგრამ "შახტარმა" დაასწრო გერმანელებს. მხითარიანი სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშიდან გვახსოვს და ის მართლაც კარგი ფეხბურთელია.

ახლა უკრაინაში ყურადღების ცენტრშია კიევის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი არტიომ მილევსკი, რომელიც სავარაუდოდ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავა. ამის საპასუხოდ უკრაინულ პრესაში დაიწერა, თითქოს, ფორვარდმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი "დინამოსთან", თუმცა ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა არ დაადასტურა. ხუთშაბათს კი მილევსკი თავისი "მაზერატით" ავარიაში მოყვა, თუმცა არაფერი დაშავებია. კიდევ ერთ უკრაინულ ტრანსფერს გაგაცნობთ, ბრაზილიური "ინტერნასიონალის" ფორვარდი ტაისონი ხარკოვის "მეტალისტში" გადავიდა.

დაიჭირე ორი შვედი

"აიაქსი" ხვალ "დე გრააფხაპს" ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი გუნდი შეტევაში კვლავ მუნირ ელ ჰამდაუისა და ლუის სუარესის დუეტს დაეყრდნობა. "ფეიენოორდი" როტერდამში მასპინძლობს ამბიციამომატებულ "ვიტესს". მას შემდეგ, რაც არნემული კლუბი მერაბ ჟორდანიას საკუთრება გახდა, ის მთელი ჰოლანდიის ყურადღების ცენტრშია. მასპინძლები კი მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდებიან, ევროთასებს ნაადრევად დაემშვიდობნენ. "ვიტესის" შემადგენლობაში დებიუტი ექნებათ ისმაილ აისატის, სლობოდან რაიკოვიჩსა და ნემანია მატიჩს.

ტურის მატჩად ჩემპიონ "ტვენტესა" და "უტრეხტის" ორთაბრძოლას გამოვყოფთ. სხვათა შორის, "ტვენტემ" ქულები კი დაკარგა, მაგრამ ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუშვია. ლიდერი პსვ "დენ ჰააგს" ეთამაშება. ეინდჰოვენელები დიდებულ ფორმაში არიან, ახლახან რუსული "სიბირი" 5:0 გაანადგურეს და, წესით, არც შინაური მეტოქის ძლევა გაუჭირდებათ. მარკუს ბერგისა და ოლა ტოივონენის შვედური ტანდემი შეტევაში კი ძალზე სახიფათოა.

სიმაოს გარეშე

პორტუგალიაში სპორტული მედია დიდ ყურადღებას აქცევს სანაკრებო თემას, კერძოდ კი "ატლეტიკოს" ნახევარმცველ სიმაო საბროსას გადაწყვეტილებას ამიერიდან აღარასოდეს ჩაიცვას ეროვნული ნაკრების მაისურა. სიმაომ განაცხადა, რომ ნაკრებში ახალ თაობას უთმობს ადგილს, ის 12 წელიწადი ემსახურა ნაკრებს. დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და მას მერე 80-ზე მეტი მატჩი გამართა ნაკრებში.

დღეს ჩემპიონი "ბენფიკა" "სეტუბალს" მასპინძლობს. საოცარია, მაგრამ ჯერჯერობით ლისაბონელებს ქულა არა აქვთ და ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. გუნდის თავკაცმა ჟოზე ჟეზუსმა განაცხადა, რომ გუნდისგან სწორი დასკვნების გამოტანას და გამარჯვებას ელის. "სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ბენფიკას" დიდი მიზნები არ ექნება ამ სეზონში. გუნდი კვირიდან კვირამდე უმატებს", - განაცხადა მან.

ჰოლანდია. ერედივიზიე. IV ტურის წინ

დღეს

ბრედა-ვენლო 22:45

როდა-ჰერაკლესი 21:45

ნიიმეგენი-ჰერენვეენი 22:45

ხვალ

დე გრააფსხაპი-აიაქსი 14:30

დენ ჰააგი-პსვ 16:30

ფეიენოორდი-ვიტესი 16:30

ტვენტე-უტრეხტი 16:30

ალკმაარი-ექსელსიორი 18:30

ბელგია. ჟუპილერ ლიგა. V ტურის წინ

დღეს

ანდერლეხტი-ვარეგემი 22:00

სერკლ ბრიუგე-ლოკერენი 22:00

შარლერუა-ვეპენი 22:00

მეხელენი-სტ. ტრუიდენი 22:00

სტანდარდი-კორტრიიკი 22:00

ხვალ

ვესტერლო-ბრიუგე 20:00

გენკი-ლიერსი 22:30

გენტი-ჟერმინალი 22:30

პორტუგალია. ლიგა საგრეში. III ტურის წინ

დღეს

ნასიონალი-გიმარაეში 22:15

ბენფიკა-სეტუბალი 00:15

ხვალ

ბეირა მარი-აკადემიკა 19:00

ფერეირა-პორტიმონენშე 19:00

ბრაგა-მარიტიმუ 21:00

ოლანენშე-ლეირია 22:00

რიუ ავე-პორტუ 23:15

ზეგ

ნავალი-სპორტინგი 23:15

რუსეთი. პრემიერლიგა. XIX ტურის წინ

დღეს

ტერეკი-სპარტაკი 16:00

ამკარი-როსტოვი 16:15

სატურნი-კრილია 18:30

ნალჩიკი-რუბინი 20:45

ხვალ

ტომი-დინამო 13:45

ლოკომოტივი-ზენიტი 16:00

ცსკა-ალანია 18:30

ზეგ

ანჟი-სიბირი 18:00

უკრაინა. პრემიერლიგა. VIII ტურის წინ

დღეს

არსენალი-ობოლონი 20:00

ხვალ

მეტალურგი ზ.-მეტალისტი 20:00

შახტარი-ილიჩევეცი 20:00

ზარია-ტავრია 20:00

კრივბასი-დინამო 21:00

ზეგ

დნიპრო-მეტალურგი დ. 20:00

კარპატი-ვოლინი 20:00

თურქეთი. სუპერლიგა. III ტურის წინ

დღეს

ბუიუქშეჰირი-ქასიმფაშა 21:00

სივასი-ბურსა 22:00

ბუკა-გენჩლერბირლიგი 23:00

ხვალ

ფენერბაჰჩე-მანიშა 21:00

კარაბიუქი-ბეშიქთაში 21:00

ზეგ

ანთალია-ტრაბზონი 22:00

ლელო

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...