საქართველოს ჩემპიონები მოსამზადებელ შეკრებას ცნობილ ესპანურ კურორტ მარბელაზე გაივლიან
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ "ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას ტრადიციულ ადგილზე, ცნობილ ესპანურ კურორტ მარბელაზე გაივლის. ისევე, როგორც შარშან, საქართველოს ჩემპიონები თებერვალშიც იასპარეზებენ "მარბელას თასზე", რომელსაც "კოსტა დელ სოლიც" ეწოდება.

ტურნირის წილისყრა ჯერ არ გამართულა. სამაგიეროდ, გაირკვა მისი ჩატარების ვადები და მონაწილე კლუბები. შეჯიბრების ორგანიზატორებმა სათამაშო დღეებად 3, 6 და 9 თებერვალი დაადგინეს, მონაწილე კი კვლავინდებურად რვაა:

"ზესტაფონი" (ზესტაფონი, საქართველო)

"დინამო" (კიევი, უკრაინა)

ცსკა (მოსკოვი, რუსეთი)

"რუბინი" (ყაზანი, რუსეთი)

"კრილია" სოვეტოვი (სამარა, რუსეთი)

"რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი)

"ლეხი" (პოზნანი, პოლონეთი)

"გუანჯოუ" (გუანჯოუ, ჩინეთი)

"კოსტა დელ სოლი" კვლავ ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ყველა გუნდს სამი მატჩის გამართვა მოუწევს. მეოთხედფინალებში გამარჯვებულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის განაგრძობენ, დანარჩენები კი V-VIII ადგილებს გაითამაშებენ.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" შარშან "მარბელას თასზე" VII ადგილი დაიკავა, თუმცა სამიდან ორ შეხვედრაში ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი მეოთხედფინალში პრაღის "სპარტასთან" 0:5 განადგურდა, შემდეგ კიევის "დინამოსთან" მხოლოდ პენალტების სერიით დამარცხდა, VII ადგილისთვის მატჩში კი პლოვდივის "ლოკომოტივს" დამაჯერებლად, 3:0 სძლია.

ესპანეთში "ზესტაფონი" სხვა საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს. იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებსაც ფეროელთა ამჟამინდელი თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი უცხოურ შეკრებაზე წაიყვანს, რამდენიმე დღეში გაირკვევა. ბუნებრივია, ესპანეთში იმერელთა ყველა ახალწვეული გაემგზავრება, რომელთა გარდა გუნდს მძიმე ტრავმების შემდეგ დაბრუნებულები, გიორგი ხიდეშელი და ზურაბ მენთეშაშვილიც შეუერთდებიან.

"ზესტაფონის" წევრებს საახალწლო არდადეგები 8 იანვარს უმთავრდებათ, რის შემდეგაც შეკრების პირველ ეტაპზე გუნდის სამწვრთნელო შტაბი აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთებს. გამორიცხული არ არის, უამინდობის შემთხვევაში "ზესტაფონმა" ესპანეთამდე ხანმოკლე შეკრება თურქეთში გაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა