საქართველოს ნაკრებისა და თურქული "სამსუნსფორის" მცველმა საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი, აკაკი ხუბუტია რუმინული "გაზ მეთანიდან" თურქულ "სამსუნსფორში" სეზონის მიმდინარეობისას გადავიდა. აკაკის ორიოდე დღით თბილისში ჩამოსულს შევხვდით.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩეხი მენეჯერი დალიბორ ლაჩინა (რომელიც მისი აგენტია) იმედოვნებდა, რომ ქართველ მცველს ბუნდესლიგის "ვოლფსბურგში" გადაიყვანდა, მაგრამ აკაკი "სამსუნსფორში" აღმოჩნდა. ხუბუტია ამბობს, რომ ეს იყო სვლა, რომლითაც კარიერაში უფრო სერიოზული წინსვლის იმედი გაუჩნდა.

"რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა, მაგრამ მენეჯერმა მითხრა, რომ იქიდან პირდაპირ ბუნდესლიგაში მოხვედრა მაინც ძნელი იქნებოდა. ამიტომ "გაზ მეთანიდან" ჯერ თურქეთში გადამიყვანა, საიდანაც გერმანიაში მოხვედრა უფრო ადვილია.

"სამსუნში" რუმინელებმა ერთწლიანი იჯარით გამიშვეს, მერე კონტრაქტიც მიმთავრდება და იმედიანად ვარ - 25 წლისა საქართველოს ნაკრების წევრი ვარ, ვთამაშობ თურქეთის ჩემპიონატში და რატომ არ უნდა მქონდეს უკეთეს ლიგაში თამაშის იმედი? ახლა ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რაც "სამსუნში" მაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება" - ამბობს აკაკი.

ხუბუტია "სამსუნში" ტრავმირებული ჩაირიცხა. ცხადია, ამის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა:

"მეოთხე თვეა, რაც თურქეთში ვარ და გუნდთან და ჩემპიონატთან ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე. მაგრამ თავიდან ტრავმირებული ჩავედი და თამაშები გამოვტოვე. აღდგენითი პროცესი რომ დავასრულე, მწვრთნელმა შემადგენლობაში დამაყენა და გოლიც გავიტანე. მაგრამ საბერძნეთთან სანაკრებო შეხვედრის მერე გუნდში დაბრუნებული არ მათამაშა და იმ დღეს 0:3 წავაგეთ. მწვრთნელს დაველაპარაკე და ამიხსნა, ტრავმის გამო მოსამზადებელი ეტაპი არ გაგივლია, ჯერ მზად არ ხარ, მაგრამ შენი დრო მალე მოვაო. ასეც მოხდა, ხუთი მატჩი გამოვტოვე, მაგრამ მოლდოვის შემდეგ ძირითადში დამაყენა და 90 წუთს შეუცვლელად მათამაშებდა".

ხუბუტიამ იმ სირთულეებზეც გვიამბო, რუმინეთიდან თურქეთში გადასვლისას რომ შეხვდა:

"ახალ ქვეყანასა და გუნდში გადასვლა ყოველთვის ახლავს სიძნელეებ - უნდა შეეგუო ახალ გარემოსა და თანაგუნდელებს. მე კი საკმაოდ დიდი ნახტომი გავაკეთე. რუმინეთში ძლიერი ჩემპიონატია, მაგრამ თურქეთისა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა ისეთი რთულიც არ არის, როგორც, მაგალითად, საქართველოდან რუსეთში გადასვლა.

შესაძლებლობების გამოვლენაში გარემოც ხელს მიწყობდა. თურქეთი ფეხბურთში ძალიან დაწინაურდა. ეს არა მხოლოდ მდიდარი საფეხბურთო ლიგაა, არამედ თანამედროვე მიდგომებიც აქვთ, რამაც ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა. მართალია, გუნდი ახლა ერთ-ერთი აუტსაიდერია, მაგრამ აქ პროფესიონალურად მუშაობენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხი ძალიან თბილად და მეგობრულადაა განწყობილია. ქუჩაში უკვე მცნობენ, თანაც, სამსუნში ბევრი ლაზი ცხოვრობს. მშობლიური ენა ცოტას ახსოვს, მაგრამ ფესვები არ ავიწყდებათ და ქართველის ნახვა ძალიან ახარებთ".

ხუბუტიას საქართველოს ნაკრებზეც დავეკითხეთ - რა დაემართა გუნდს, რომელმაც შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყო და ტრადიციულად, ანუ ცუდად დაასრულა?

"ვერავინ დაგვწამებს, რომ მონდომება გვაკლდა და უგულოდ ვთამაშობდით, მაგრამ მხოლოდ მონდომებით ვერაფერს გახდები, საკუთარი ძალების რწმენა და მეტი სითამამე, ასეც კი ვიტყოდი, მეტი სპოტული თავხედობაა საჭირო.

ასე მგონია, ნაკრებს სწორედ ეს თვისებები დააკლდა. მძიმედ იმოქმედა ისრაელთან წაგებამ, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა - ხორვატიასთან მატჩს დიდი ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია შევალიეთ, ამ შეხვედრის მერე სამ დღეში ვითამაშეთ და ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით, სირბილი აღარ შეგვეძლო. რობოტები ხომ არ ვართ? დღეს კი ფეხბურთში დიდი მოთხოვნებია, 10-12 კილომეტრი მაინც უნდა ირბინო მატჩში.

არადა, ხორვატებთან თამაშის შემდეგ ძალების აღსადგენად დრო რომ გვქონოდა, ისეთი თავდაჯერებულები ვიყავით, დარწმუნებული ვარ, ისრაელთან ათიდან ათ შეხვედრას არ წავაგებდით", - თქვა ხუბუტიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაფიქრებული
მართალია ხუბუტია! რამდენი ხანია მაგას ვიძახი! ფედერაციამ რომ გადმოატანინა ისრაელს ის მატჩი, რატომ ამაზე არაფერს ამბობს ქეცბაია, ადვოალატად რომ დაუდგა ცირკის ყოფილ დირექტორსა და მაფიოზა არველაძეს? რა უქნეს ასეთი ამ პრინციპულ და ღირსეულ კაცს?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო