"დინამოს" მფლობელმა ესპანელი სპეციალისტის გუნდში დატოვების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ყურადღებით ეკიდება კლუბის გულშემატკივრების დამოკიდებულებას გუნდში მიმდინარე პროცესებისადმი. "დინამოს" ქომაგებს იგი ადრეც შეხვდა და წერილითაც მიმართა.

საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ ბატონმა რომანმა კიდევ ერთხელ ჩათვალა საჭიროდ, წერილით მიემართა "დინამოს" ფანკლუბ "გლადიატორების" წევრებისათვის, სადაც მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა.

"უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ჯანმრთელობა, ბედნიერება და ჩვენი საყვარელი გუნდის წარმატებები გისურვოთ.

მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი თქვენს ვებ-გვერდს. მახარებს, რომ "დინამო" ჩემი და თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ერთად ვიამაყებთ ჩვენი გუნდის დიდი გამარჯვებებით. თქვენ კარგად იცით, რომ ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც არაფერს დავიშურებ დასახული მიზნის მისაღწევად. ისიც მინდა ნათლად იცოდეთ, რომ მიუხედავად მიუღებელი შედეგისა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექს გარსიას დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.

გარსიას ხელში, ჩვენი გუნდი ცდილობს იმ ფეხბურთის თამაშს, რასაც, ვფიქრობ "დინამო" უნდა თამაშობდეს. ვიმედოვნებ, რომ მალე ეს თამაში სასურველ შედეგსაც მოიტანს.

ალექს გარსიას "დინამოში" მოსვლის პირველივე დღიდან, მას ყველა პირობას ვუქმნიდი, საკუთარი და გუნდის პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად. ასე იქნება მომავალშიც. ალექს გარსია "დინამოს" მთავარი მწვრთნელია და მისი ჩაძირვა, არავის შეუძლია, თავად ალექს გარსიას გარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
რას ბოდავს ეს კაცი რის ჩაძირვა რა ჩაძირვაზეა ლაპარაკი, როცა შედეგი სახეზეა, ვირთხებო არ გაძეხით
kartvelonia
გარსია კი არაა სუსტი, ზესტაფონია მაგარი, მერანიც მაგარია და საერთოდ მაგრები ვართ ქართველები. რატომ უნდა ითამაშოს დინამომ ბარსას ფეხბურთი, და მაგათმა ნაჩუქარმა ასაკობრივმა მწვრთნელმა აგვიშენოს ნომერ პირველი ქართული გუნდი? ჩანაფიქრი ტკბილია, მაგრამ ასე მგონია გარსია ვერ გაამართლებს, ქართველი მწვრთნელების წინააღმდეგ გაუჭირდება. კაი კაცია მაგრამ..
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად