თავის ბლოგში ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი მსჯელობს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი უნიკალური თვისების შესახებ...

თავის ბლოგში ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი მსჯელობს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი უნიკალური თვისების შესახებ - სპორტის ამ სახეობაში მიღებული არ არის მწვრთნელის სამსახურით სარგებლობა...

ჯეიმს ალენი: "ამ დღეებში წავიკითხე ჩოგბურთელ ენდი მიურეის შესახებ, რომელმაც როჯერ ფედერერი დაამარცხა და ტურნირი მოიგო მას შემდეგ, რაც მუდმივი მწვრთნელი დაითხოვა. ბევრს ეს უცნაურად მოეჩვენა, რადგან ყველამ იცის, რა დიდ როლს თამაშობენ მწვრთნელები უძლიერესი სპორტსმენების კარიერში. გოლფი, ჩოგბურთი, ოლიმპიური დისციპლინები, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი - ყველგან არის მწვრთნელთა არმია, რომელიც სპორტსმენთან მუშაობს.

რა ხდება ამ მხრივ ფორმულა 1-ში? პილოტების უმრავლესობა კარიერის დასაწყისში მუშაობს მწვრთნელთან. ისინი დაბალ სერიებში პრაქტიკას იღებენ გამოცდილი რობი უილსონისგან ან ჯონ სტივენსისგან, მაგრამ გრან-პრის დროს მასწავლებლები თან არ მიჰყავთ. მწვრთნელთან მუშაობა არ შედის ფორმულა 1-ის კულტურაში.

რა არის ამის მიზეზი? ბევრი ყოფილი პილოტი შეიძლებოდა კარგი მშვრთნელი გამოსულიყო, მაგრამ თუ თქვენ სხვისი დახმარება დაგჭირდათ, ამას ფორმულა 1-ში დიდ სისუსტედ ჩაგითვლიან.

ნაწილობრივ საქმე მანქანების პროგრესშია. მახსოვს, მიხაელ შუმახერი ამბობდა, რომ მხოლოდ მცირე ხანი მოუწევდა "ფერარის" კონსულტანტად და ფელიპე მასას მწვრთნელად მუშაობა, რადგან სულ მალე ბოლიდი განსხვავებული იქნებოდა იმ მანქანისგან, რომლითაც გერმანელი აქტიური კარიერის დროს გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ შუმახერი ძალიან დაეხმარა მასას - ოღონდ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე. ბრაზილიელმა სერიოზულად მოუმატა, დღეს კი მას სწორედ ასეთი დახმარება აკლია. თუმცა შუმახერსაც გაუჭირდა 2010 წლის მანქანასთან ადაპტირება. მაგრამ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მწვრთნელი?

"მაკლარენში" არსებობდა მწვრთნელებთან მუშაობის სისტემა. ჩემი აზრით, მიკა ჰაკინენი, დევიდ კულტჰარდი, ხუან-პაბლო მონტოია და კიმი რაიკონენი უილსონისა და სტივენსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ. მათ ეხმარებოდა ალენ პროსტი, სანამ საკუთარ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში. მაგრამ ასეთი მიდგომა საყოველთაო მაინც არ გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომრბოლს იდეალური ტექნიკა აქვს და არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ისევე როგორც ნებისმიერ სპორტსმენს, პილოტებსაც აქვთ ცუდი და კარგი დღეები. სხვა სახეობებში შედეგებს სპეციალისტები აანალიზებენ, შემდეგ იწყება მუშაობა ნაკლის აღმოსაფხვრელად. ფორმულა 1-ში ამით ინჟინრები არიან დაკავებული - პილოტებთან ერთად აკვირდებიან ტელემეტრიას, პოულობენ ტრასის მონაკვეთებს, სადაც დრო დაიკარგა და სთავაზობენ ამ მონაკვეთების გავლის ალტერნატიულ ვარიანტებს. საკუთარ პრობლემებში პილოტები თავად ერკვევიან, მაგრამ სარბოლო უიქ ენდის მჭიდრო გრაფიკის გამო, ამის დრო თითქმის არ არსებობს. ტრასაზე მუშაობის შესაძლებლობ კი ძალიან შეზღუდულია, რადგან ფედერაციამ სეზონის მსვლელობისას ტესტები აკრძალა. თუმცა გამოიყენება სიმულატორები, რომელიც შეიძლება სავსებით საკმარისი და სასარგებლო იყოს ვარჯიშების დროს.

ფორმულა 1-ის პილოტებს უფრო მეტად უწევთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების იმედად ყოფნა, ვიდრე სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს. ისინი თავად უმკლავდებიან სირთულეებს, ბევრი პროგრესსაც აღწევს, მაგრამ ზოგიერთებს უჭირთ სტაბილური შედეგების მოპოვება. ამ სეზონში პრობლემები შეექმნათ მასას, ლიუცის, ჰიულკენბერგსა და პეტროვს. საინტერესოა, რამდენად შეძლებდნენ მათთვის დახმარების გაწევას კვალიფიციური მწვრთნელები?

სტივენსის ვებგვერდზე არის იმ პილოტთა გამოხმაურებები, რომლებსაც ეს სპეციალისტი ავარჯიშებდა. ყველაზე საინტერესოა ედრიან ნიუის ფრაზა. "რედ ბულის" ერთ-ერთ შეფი ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს რბოლებში და აი რას წერს ის: "ჯონთან გატარებულმა ერთმა დღემ უფრო კარგად გამარკვია მანქანის დინამიკაში, უფრო ზუსტად დავიწყე მისი მართვა. მანქანა გაცილებით დისციპლინირებული გახდა, რაც მაშინვე აისახა სისწრაფეში. ჩემთვის რბოლებში გამოსვლა მხოლოდ ჰობია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი პროფესიონალი ავტომრბოლი ნახავდა სარგებლობას ჯონის ვარჯიშებისგან".

ერთ-ერთი სავარაუდო პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ფორმულა 1-ის ვარსკვლავები ამ პროცესს სერიოზულად არ აღიქვამენ - მათ შეიძლება დასვან კითხვა: "რა შეიძლება მწვრთნელმა მასწავლოს?" არსებობს ხელისშემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი: გუნდს მოუწევს მწვრთნელისთვის ისეთი ინფორმაციის გამხელა, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, ეს კი დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

სარბოლო ინჟინრების გარდა, ფორმულა 1-ის ყველა პილოტს ჰყავს ფიზიოთერაპევტი, მაგრამ ისინი ზრუნავენ ფიზიკურ და არა სარბოლო ფორმაზე. კონდიციების შენარჩუნება ტრასისგან მოშორებით, გამახურებელი მასაჟი სესიის წინ, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება და მათ არ შეუძლიათ მოსახვევის გავლისთვის იდეალური ტრაექტორიის შერჩევა.

ისეთ ელიტურ სახეობაში, როგორიც ფორმულა 1-ია, მართლაც უცნაური დამოკიდებულება არსებობს მწვრთნელთან მუშაობის მხრივ. აქ ერთი სცენარი მოქმედებს - ჩემპიონატში დებიუტი ნიჭისა და შედეგების ხარჯზე და შემდეგ თანდათანობითი პროგრესი. მაგრამ ნებისმიერ პილოტს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოტენციალს? თუ არა, მაშინ ვინ უნდა დაეხმაროს მას ამაში?"

ლელო

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა