ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: გუნდის ვარსკლავურ წყვილს, იტალიელ ჯუზეპე როსისა და ბრაზილიელ ნილმარს ტრავმების გამო თითქმის არ უთამაშიათ
დაცემაც ასეთი უნდა - ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ლა ლიგაში ერთ, ძალიან სუსტ, უამბიციო და უსისტემო გუნდად იქცა. საშობაოდ კი ვალენსიური კლუბი ხუან კარლოს გარიდოსაც გამოეთხოვა, არცთუ ურიგო მწვრთნელს, რომელსაც აწყობილი მექანიზმი ნაწილებად დაეშალა.

არის ერთი ობიექტური წინაპირობა, რის გამოც "ვილიარეალს" გაუჭირდა, შეტევის ვარკვლავური წყვილი, იტალიელი ჯუზეპე როსი და ბრაზილიელი ნილმარი, ორივეს სერიოზული ტრავმების გამო, ამ სეზონში თითქმის არ ყოფილა.

რას ვწერდით აგვისტოში

განსაკუთრებით გვაინტერესებდა, რას ვწერდით აგვისტოში "ელ სუბმარინოს" შანსებზე. აი, რას ვამბობდით მაშინ: "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, კლუბის ფინანსების გათვალისწინებით "ელ სუბმარინოსთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ლიგის საგზური საგაისოდაც მოიპოვოს. ეს არის "ვილიარეალის" მიზანიც. აი, რამდენად შეძლებენ ვალენსიელები ამას, სხვა საკითხია. სიმართლე გითხრათ, პესიმისტურად ვართ განწყობილნი".

მოკლედ, "ვილიარეალის" ამბიციებისა არ გვჯეროდა, თუმცა ასეთ დაცემასაც ვერ წარმოვიდგენდით.

სტატისტიკური მონაგარი

ხუან კარლოს გარიდო, უმთავრესად ტრავმების გამო, მუდმივ ძიებაში იყო. 4-4-2-ის კარგი შემსრულებლები არ ჰყავდა (ნილმარი და როსი დაიმტვრნენ). ამიტომ, მწვრთნელმა რა აღარ სცადა, ყველაზე ხშირად კი მაინც 4-2-3-1 სისტემა (6 მატჩში), 5 მატჩში მან 4-3-1-2 გამოიყენა. ბურთების სხვაობა - მინუს 10 - მხოლოდ სამი გუნდისას სჯობს, 13 გოლი კატასტროფულია (უკეთესია "რასინგზე" და "გრანადაზე"), დაცვას შედარებით არა უშავდა - 23 მიღებული ბურთი. "ელ სუბმარინომ" სულ სამი მატჩი მოიგო, ეს კი მე-18 შედეგია. გუნდმა სტუმრად მეტი მატჩი გამართა, ვიდრე შინ - 9 7-ის წინააღმდეგ, 9-დან მან მხოლოდ 3 ქულა აიღო - "ვილიარეალი" საშინლად თამაშობს სტუმრად.

თ მ ფ წ ბ ქ

17. ვილიარეალი 16 3 6 7 13-23 15

თარიღი მეტოქე ანგარიში

29 აგვისტო ბარსელონა (გ) 0:5

10 სექტემბერი სევილია (შ) 2:2

17 სექტემბერი გრანადა (გ) 0:1

21 სექტემბერი მალიორკა (შ) 2:0

24 სექტემბერი ბილბაო (გ) 1:1

1 ოქტომბერი სარაგოსა (შ) 2:2

15 ოქტომბერი ხეტაფე (გ) 0:0

24 ოქტომბერი ლევანტე (შ) 0:3

27 ოქტომბერი რეალი (გ) 0:3

29 ოქტომბერი ვალეკანო (შ) 2:0

6 ნოემბერი ესპანიოლი (გ) 0:0

19 ნოემბერი ბეტისი (შ) 1:0

29 ნოემბერი მალაგა (გ) 1:2

3 დეკემბერი რასინგი (გ) 0:1

11 დეკემბერი სოსიედადი (შ) 1:1

18 დეკემბერი ოსასუნა (გ) 1:2

გაფრთხილება: 42

2 ყვითელი ბარათი: 0

წითელი ბარათი: 1

პენალტი (გატ): 4/2

პენალტი (გატ) ვილიარეალის კარში: 1/0

საშუალო დასწრება: 16 400

დარტყმა (ზუსტი): 194 (77)

დარტყმა (ზუსტი) ვილიარეალის კარში: 194 (67)

დარტყმის სიზუსტე: 39,7%

კუთხური: 68

თამაშგარე: 50

ჯარიმა (მათზე): 208 (265)

გოლები

4 მ. რუბენი

3 როსი

2 ბ. ვალერო, ნილმარი

1 ბრუნო, პერესი

საგოლე პასები

3 ბ. ვალერო

1 ხოსელუ, სენა, კანი, მარჩენა, საპატა, კატალა, რუბენი

გაძევება

1 დ. ლოპესი

გაფრთხილება

5 მუსაჩიო, მ. რუბენი

4 ბრუნო, კატალა

3 გონსალო, როსი, დე გუზმანი

2 დ. ლოპესი, საპატა, მარჩენა, ბ. ვალერო

1 ა. ლოპესი, ვაკასო, პერესი, კამუნიასი, სანჩესი, ხ. ორიოლი, გასპარი

თამაშები

მეკარეები: დიეგო ლოპესი (15 თ), სესარ სანჩესი (2), დიეგო მარინო

მცველები: მატეო მუსაჩიო (13), გონსალო როდრიგესი (13), მარიო გასპარი (12), კრისტიან საპატა (11), ხოსე მანუელ კატალა (10), ხოან ორიოლი (8), კარლოს მარჩენა (6), ანხელ ლოპესი (4), ფლორიან ლეჟუანი (1).

ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო (16), ბორხა ვალერო (16), ჯონათან დე გუზმანი (14), რუბენ კანი (13), მარკოს სენა (11), ხავიერ კამუნიასი (10), ერნან პერესი (8), ვაკასო მუბარაკი (2), მოისეს გომესი (2), გონსალო კასტელანი (1), მარკოს გულონი, მანუ ტრიგუეროსი.

თავდამსხმელები: მარკო რუბენი (13), ჯუზეპე როსი (9), ნილმარი (7), ხოსელუ მორენო (5), ხერარდ ბორდასი (2).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: დიეგო ლოპესი - გასპარი, მუსაჩიო, გონსალო, კატალა - ბრუნო, სენა - ბორხა ვალერო, დე გუზმანი, კანი - მ. რუბენი.

საუკეთესო ფეხბურთელი

ბორხა ვალერო - 16 თამაში, 2 გოლი, 3 საგოლე პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან