მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა ბუნდესლიგა და გერმანული კლუბები გააკრიტიკა
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა შვეიცარიულ გაზეთ "ბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგა და გერმანული კლუბები გააკრიტიკა.

54 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს, რომლის ხელმძღვანელობითაც "გლადბახმა" გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე სენსაციურად კარგად (მე-4 ადგილი) ჩაატარა და სეზონის პირველი ნახევრის აღმოჩენა გახდა, ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ გერმანიაში "ბაიერნის" გარდა არცერთი კლუბის ხელმძღვანელები არ საუბრობენ ხოლმე ჩემპიონობაზე.

"მე არ ვიცი, რას ფიქრობენ "დორტმუნდის", "შალკეს", "ვერდერის" და "ლევერკუზენის" შეფები გულის სიღრმეში, მაგრამ ის კი ნამდვილად არ არის კარგი, ჩემპიონობისთვის რეალურად მხოლოდ "ბაიერნი" რომ იბრძვის. როცა სხვები ამას ხმამაღლა არ ამბობენ, სწორედ ასე გამოდის," - აცხადებს ფავრი და იქვე დასძენს, რომ "გლადბახის" მდგომარეობა ამ შემთხვევაში განსხვავებულია, რადგან მისი გუნდი გასულ სეზონში კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.

ლუსიენის თქმით, წელს "გლადბახმა" მეოთხე ადგილი რომ დაიკავოს და გაისად მესამე, მომდევნო სეზონში ის აბსოლუტურად თამამად იტყვის, რომ გუნდის მიზანი გერმანიის ჩემპიონობაა.

შვეიცარიელმა გერმანულ კლუბებს ფილოსოფია, ზოგადად გერმანელებს კი საქმისადმი მიდგომაც გაუკრიტიკა. აი, რას ამბობს ფავრი: "საკმარისია, ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი თამაში მოიგო, რომ გუნდში და გუნდის გარეშემო უდიდესი ეიფორია იწყება. სამაგიეროდ, მერე ზედიზედ ორ თამაშს წააგებ და ყველა კრიზისზე ლაპარაკობს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ არის გერმანიისთვის კარგი და თუ გერმანელებს უნდათ, რომ საფეხბურთო ევროპას თავში მოექცნენ, ასეთი მიდგომით ამას ვერ მოახერხებენ."

საერთო ჯამში, ფავრი გერმანული საკლუბო ფეხბურთის პროგრესს აღიარებს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგამ ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვედრა დაიმსახურა, გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ გერმანულ საკლუბო ფეხბურთს აშკარად მეტის პოტენციალი აქვს.

"ჰერტაში" ორწელიწადნახევარი გავატარე და ვფიქრობ, ბერლინშიც კარგად ვმუშაობდი. თუმცა ამ კლუბის ბოსებს ზედმეტად დიდი ამბიციები ჰქონდათ. რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჩემს კრიტიკას მოჰყვნენ, გერმანული პრესა კი წერდა, ფავრი მხოლოდ შეცდომებს უშვებსო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიკრიტიკებდნენ.

ახლა კი, მას მერე რაც "გლადბახი" ბოლო ტურებში გავარდნისგან ვიხსენი, ამ სეზონში კი შესანიშნავად გამოვიყურებით, ჟურნალისტები მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო პედაგოგად მომიხსენიებენ. ამას წინათ ჯერ პეპ გვარდიოლას შემადარეს, მერე კი "გლადბახის" ლეგენდარულ მწვრთნელ ჰენეს ვაისვაილერს, - ირონიულად ამბობს ფავრი და იქვე დასძენს, - საბოლოო ჯამში ვიცი, რომ მე, არც მეტი, არც ნაკლები, კარგი მწვრთნელი ვარ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"