კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" "ჩიკაგოსთან" 87:88 დამარცხდა
"ლეიკერსი" სატრანსფერო ბაზარზე პასიური იყო და ამიტომაც მისი სასტარტო ხუთეული უცნაურად გამოიყურებოდა - "მეორეწლიანმა" იბენქსმა გაუძლო გამოცდილ თანაგუნდელებთან კონკურენციას, მაკრობერტსი კი დისკალიფიცირებულ ბინუმს ცვლიდა. ამ უცნაურ ხუთეულს კი შეუდარებელი კობი ბრაიანტი მიუძღოდა წინ, არადა, ისიც ტრავმით თამაშობდა.

პირველ ტაიმში კობის ანგარიშზე 14 ქულა იყო - როუზზე შვიდით მეტი. გასული სეზონის MVP დებიუტში მაინც და მაინც არ აქტიურობდა და სამქულიანებით შემოიფარგლებოდა.

და მაინც, სწორედ როუზმა მოაწყო მატჩის ბოლოსკენ თავისი გუნდის გაქცევა, როცა საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 44 წამით "ჩიკაგო" 71:82-ს აგებდა. ამას მოჰყვა დენგისა და ბრიუერის ზუსტი ტყორცნები და ანგარიში გახდა - 82:77. "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა ტაიმ-აუტი აიღო, რომელსაც მცირეხნიანი ეფექტი ჰქონდა. ბლეიკმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ შემდეგ კალიფორნიელებმა ძალიან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს: ორჯერ ააცილა საჯარიმო გასოლმა, ცოტა ხანში კი "პლუს ოთხზე" იგივე გაიმეორა მაკრობერტსმა.

მიუხედავად ამისა, "ლეიკერსს" გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბრაიანტის ზუსტი ტყორცნის შემდეგ ანგარიში გახდა - 87:81. სათამაშო რჩებოდა წუთზე ოდნავ ნაკლები. აქ კი დენგი ათამაშდა.

მან ზუსტად ისროლა და თან გასოლს თამაშის წესი დაარღვევინა - 2+1. შემდეგ შეტევაში მასპინძლები ბრიტანელზე დაჯარიმდნენ და დენგმა ორივე საჯარიმო ჩააგდო. ამის შემდეგ ლუოლმა ბრაიანტს მოპარა ბურთი და მატჩის ბედის გადაწყვეტა როუზს მიანდო. მცველმა არ დააღალატა თავისი გუნდი - ფიშერი მოატყუა და ზუსტად ისროლა. "ლეიკერსის" გადარჩენა კობის შეეძლო, მაგრამ მისი შესვლა იმავე დენგმა დაბლოკა. შესაბამისად, ბრაიანტი ამ მატჩს თავის აქტივში ვერ ჩაიწერს, რადგან ბოლო გაფუჭებული შეტევის გარდა, მას რვა შეცდომა დაუგროვდა. კარიერაში კობის მხოლოდ ორჯერ ჰქონდა უფრო მეტი დაკარგვა.

ლეიკერსი-ჩიკაგო 87:88

20:22, 29:34, 20:12, 18:20

ლ: ბრაიანტი (28+7 მოხსნა+6 პასი), გასოლი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ბლეიკი (12), იბენქსი (8), მერფი (7+8 მოხსნა), მაკრობერტსი (6+8 მოხსნა), გუდლოკი (6), უოლდ პისი (4), ფიშერი (2).

ჩ: როუზი (22+5 პასი), დენგი (21+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბუზერი (15+6 მოხსნა), ნოა (6+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (6), ბრიუერი (6), უოტსონი (6), აშიქი (3+8 მოხსნა), გიბსონი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა