ახალი რეგულარული ჩემპიონატი "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკისა" და "ბოსტონის" მატჩით გაიხსნა
ახალი რეგულარული ჩემპიონატი "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკისა" და "ბოსტონის" მატჩით გაიხსნა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ "სელტიქსი" თავისი სიმბოლოს - პოლ პირსის გარეშე ითამაშებდა. სუპერვეტერანის ადგილი სასტარტო ხუთეულში საშა პავლოვიჩმა დაიკავა, რაც არასრულფასოვანი შეცვლა იყო. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით "ნიქსი" დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა.

მასპინძლებმა ისე გაილაღეს, რომ ამარე სტაუდმაიერმა სამქულიანიც კი ჩააგდო. მაგრამ ნიუიორკელთა განსაკუთრებული უპირატესობა დაცვაში შეინიშნებოდა, რაც ყველაზე გასაკვირი გახლდათ. სხვაობა ანგარიშში 15 ქულა იყო "ნიუ იორკის" სასარგებლოდ და რომ არა ბასისა და ჯერმეინ ო’ნილის რთული ბურთები, საქმე უარესად იქნებოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო მატჩში. სტუმრებმა მკეთრად გაზარდეს თამაშის ტემპი და წამში გაარღვიეს მეტოქის დაცვითი ბარიერები. ამ გაქცევის სულისჩამდგმელი იყო შეუდარებელი რონდო, რომელიც ყველგან ასწრებდა. სწორედ მისი მორიგი სწრაფი გარღვევის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 69:69 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. ნიუიორკელთა დამრიგებლის დ'ენტონის ტაიმ-აუტი დაგვიანებული აღმოჩნდა - რონდოს შეჩერება შეუძლებელი იყო. მან "მინუს 10" "პლუს რვად" აქცია.

დოკ რივერსმა რონდოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და ამას მასპინძლების სპურტი მოჰყვა. ესეც ერთი ადამიანის დამსახურება იყო - კარმელო ენტონიმ ჯერ შორიდან ჩააგდო, შემდეგ საშუალოდან და ფარისქვეშიდან, ბოლოს კი ჩენდლერს ულამაზესი პასით ჩააგდებინა და დაფარებაც მიითვალა.

საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე კარმელომ კიდევ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში - 100:100. პუბლიკა აღფრთოვნებაში მოვიდა, მელომაც გადამრჩენის როლი შეიფერა და ბოლომდე ასე გააგრძელა თამაში.

16 წამით ადრე მისი ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "სელტიქსმა" მშვიდად, ყოველგვარი პანიკის გარეშე გაითამაშა შეტევა, რომელიც შეიძლება გამარჯვების მომტანი ყოფილიყო. დენიელსმა კუთხიდან "სუფთა" სამქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა. მოხსნა რონდომ აიღო და მოასწრო ტაიმ-აუტის აღება. წამზომზე 4.4 წამი რჩებოდა და სტუმრებს კიდევ ჰქონდათ შანსი.

"ნიქსმა" პერსონალური აიღო, მაგრამ წამიც ვერ მოიგო. "სელტიქსს" ჯარიმის სროლის უფლება არ ჰქონდა. მეორე ცდიდან "კელტებმა" ვერ მიიტანეს ბურთი რეი ალენამდე. გარნეტს მოუწია საშუალო მანძილიდან სირენასთან ერთად სროლა და ააცილა.

ნიუ იორკი-ბოსტონი 106:104

34:23, 28:29, 17:35, 27:17

ნ-ი: ენტონი (37+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (21+6 მოხსნა), დაგლასი (19), შუმპერტი (11), ტ. ჩენდლერი (7+6 დაფარება), ფილდსი (7), ბელკმენი (2), ჯეფრიზი (2).

ბ: რონდო (31+13 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბასი (20+11 მოხსნა), რ. ალენი (20), გარნეტი (15+8 მოხსნა), ო'ნილი (6), დენიელსი (4+6 მოხსნა+5 პასი), დულინგი (4), უილკოქსი (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა