წლის შეჯამება და მიმოხილვა - იანვარი, თებერვალი, მარტი
იანვარი

წლის პირველი მთავარი მოვლენა ციურიხში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია იყო.

წლის ფეხბურთელი არგენტინელი ლეო მესი გახდა, რომელმაც თანაგუნდელები - ჩავი და ინიესტა ჩამოიტოვა უკან.

წლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ბრაზილიელი მარტა.

ახალ წელს პირველი მნიშვნელოვანი სამწვრთნელო შეცვლა "ლივერპულში" მოხდა - მერსისაიდულ კლუბში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ კარისკენ მიუთითეს როი ჰოჯსონს.

ორ დღეში კი ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობამ "ენფილდის" სიმბოლოს - კენი დალგლიშს ჩააბარა გუნდი, რომელიც მანამდე 1985-91 წლებში წვრთნიდა "ლივერპულს".

წარმატებული შედეგების შემდეგ დალგლიშს მაისში სრულფასოვანი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

საინტერესო ამბები ხდებოდა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. "მანჩესტერ სიტიმ" მორიგი ხმაურიანი შენაძენი გააკეთა - "ვოლფსბურგიდან" 32 მილიონ ევროდ შეიძინა ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო.

ჰოლანდიური დუეტი წარადგინა "მილანმა" - იტალიურ გრანდში "ბაიერნიდან" გადავიდა მარკ ვან ბომელი და "აიაქსიდან" - ურბი ემანუელსონი. მილანელებმა ვან ბომელი უფასოდ მიიღეს, ემანუელსონი კი მილიონ შვიდასი ათასი ევრო დაუჯდათ.

ლეგენდარული ფრანგი, "მანჩესტერ იუნაიტედის" სიმბოლო ერიკ კანტონა ფეხბურთს დაუბრუნდა. ამერიკის მეიჯორ სოკერ ლიგას რიგით მე-20 გუნდი - ნიუ იორკის "კოსმოსი" შეემატა და მის დირექტორად სწორედ კანტონა წარადგინეს.

ჩოგბურთის ისტორიაში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - ჩინელი ნა ლი პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში ითამაშა - ავსტრალიის ღია პირველობაზე მან გადამწყვეტი მატჩი სამ სეტში დათმო ბელგიელ კიმ კლაისტერსთან - 6:3, 3:6, 3:6. კიმმა კარიერაში "დიდი სლემის" მეოთხე ტიტული მოიგო (15).

მამაკაცებს შორის ავსტრალიის ღია პირველობა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო, რომელმაც 2011 წელს დაამხო თანამედროვე ჩოგბურთში როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ბატონობა.

ვერც ესპანელი და ვერც შვეიცარიელი მელბურნში ფინალში ვერ მოხვდნენ - ნადალმა მეოთხედფინალში შეწყვიტა ბრძოლა, ფედერერმა კი ნახევარფინალი წააგო ფედერერთან. 23 წლის სერბმა ფინალში ბრიტანელი ენდი მიურეი გაანადგურა სამ სეტში - 6:4, 6:2, 6:3.

თებერვალი

თებერვალში ფორმულა 1-ის პილოტები სერიოზულად ემზადებიან ახალი სეზონისთვის. "ლოტუს-რენოს" პილოტმა რობერტ კუბიცამ კი თავის ჰობის არ უღალატა და იტალიაში რალის რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონელისთვის სავალალოდ დასრულდა.

კუბიცამ შეცდომა დაუშვა და რკინის ბარიერს შეეჯახა. "რენოს" პილოტს გაუმართლა - სიკვდილსაც გადაურჩა და ხელისა და ფეხის ამპუტაციასაც. თუმცა აღდგენითი პროცესი დღემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელი ფორმულა 1-ის ზედიზედ მეორე სეზონს გამოტოვებს.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბორდოს" ყოფილი მწვრთნელი რიკარდო გომეში. ბრაზილიელ სპეციალისტს "ვასკო და გამა" ჩააბარეს, მაგრამ მან სეზონი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან ზაფხულში გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. მისი მომზადებული "ვასკო" ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს იაქტიურეს ინგლისურმა კლუბებმა. "ლივერპულმა" 94 მილიონი დოლარი დახარჯა შეტევის გასაძლიერებლად - "ნიუკასლიდან" აიყვანა ენდი კეროლი და "აიაქსიდან" ურუგვაელი ლუის სუარესი. ამ ტრანსფერებით კეროლი ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფორვარდი გახდა.

"ჩელსიმ" კი ინგლისის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, როცა "ლივერპულიდან" 81 მილიონ დოლარად შეიძინა ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს წყალში გადაყრილი ფული იყო - ტორესმა "ჩელსიში" ვერ გაამართლა და ტრანსფერზე დაყენებას უპირებენ.

"არისტოკრატებმა" ესპანელის პარალელურად "ბენფიკადან" 40 მილიონ დოლარად იყიდეს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიში.

კლაუდიო რანიერის გაშვების შემდეგ, "რომამ" დროებით მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა მიიწვია, რომელმაც კლუბი მეექვსე ადგილზე გაიყვანა და ზაფხულში "კატანია" ჩაიბარა.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერთი წლის გაუხანგრძლივა კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას. მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის ივნისამდეა ძალაში. მას შემდეგ "ბარსამ" უკვე ოთხი ტიტულის მოგება მოასწრო და პეპს სავარაუდოდ, ისევ გაუგრძელებენ კონტრაქტს.

ესპანური გაზეთი "მარკა" ასეთი სათაურით გამოვიდა: "თავისუფალია". ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ გაამართლა ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონი ალბერტო კონტადორი, რომელიც 2010 წელს, ფრანგულ ველომარათონზე დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. ესპანელმა ჩინოვნიკებმა ჩათვალეს, რომ ალბერტოს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი შემთხვევით მოხვდა, ამიტომაც არანაირი სანქცია არ დაუწესეს თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ველომრბოლს.

"დაუჯერებელია ის, რაც ჩემი მისამართით ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ითქვა. დისკვალიფიკაცია არნახული უსამართლობა და ბოროტება იქნებოდა. როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი არ სჯერათ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე კონტადორმა.

ამერიკული ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში საუკეთესო გუნდი გახდა "გრინ ბეი პეკერსი". ვისკონსინის შტატის ბინადარმა 31:25 მოუგო სუპერბოული "პიტსბურგს".

"გრინ ბეის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ მაკარტიმ ვინს ლომბარდის სახელობის პრიზი მოიგო - მან თავისი გუნდი მეხუთედ მიიყვანა ტრიუმფამდე.

მარტი

14 მარტს, ლონდონში, "ტრაფალგარის" მოედანზე 2012 წლის ზაფხულის თამაშების დაწყებამდე 500 დღით ადრე დადგეს საათი, რომელმაც ოლიმპიადამდე დარჩენილი დროის უკუღმა ათვლა დაიწყო.

ამავდროულად, დასრულდა საგაისო ოლიმპიადის მთავარი არენის - ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა. სიმბოლურად, მშენებლობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, წარსულში ცნობილმა სპრინტერმა, ფრენკი ფრედერიქსმა დაასრულა.

ოლიმპიური სტადიონი 80 ათას მაყურებელს იტევს. აქ გაიმართება 2012 წლის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონია, აგრეთვე მძლეოსანთა სტარტები.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ბაჰრეინის გრანპრით უნდა გახსნილიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ჩემპიონატის სტარტი ორი კვირით გადაწია.

ავსტრიულმა საჯინიბომ "რედ ბულმა" და მისმა გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა წარმატებით დაიწყეს 2010 წელს მოპოვებული ტიტულების დაცვა. ფეტელმა ავსტრალიის გრანპრიზე არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს და დამაჯერებლად მოიგო სეზონის პირველი სტარტი.

"მე მგონი კარგი მანქანა გვყავს, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა. უნდა მოვიცადოთ, მით უმეტეს, რომ ბევრი ახალი წესია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგებზე", - განაცხადა სებასტიან ფეტელმა.

თუმცა "რედ ბულს" მთელი სეზონი ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და ეს გუნდი უკონკურენციოდ იყო ტრასაზე.

"რედ ბულის" კონკურენტთა სია უცვლელი დარჩა. ავსტრიული საჯინიბოსთვის მთავარ საფრთხეს "მაკლარენი" და "ფერარი" წარმოადგენდნენ.

"მაკლარენის" ბრიტანულმა დუეტმა ლუის ჰემილტონისა და ჯენსონ ბატონის შემადგენლობით, მეტნაკლებად ღირსეული კონკურენცია გაუწია "რედ ბულს", "ფერარიმ" კი თავისი ახალი მანქანით აშკარად ჩააგდო სეზონის სტარტი. განსაკუთრებით სავალალოდ ბრაზილიელი ფელიპე მასა გამოიყურებოდა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც ვერ ავიდა პოდიუმზე.

რაგბიში ინგლისის ნაკრებმა ექვსი ერის პირველობა მოიგო, თუმცა ამ გუნდმა ვერ შეძლო 2003 წლის შემდეგ პირველად "დიდი სლემის" შესრულება - დუბლინში 8:24 დამარცხდა ირლანდიასთან.

ამ უკანასკნელმა საფრანგეთისა და უელსის მსგავსად, ტურნირი სამი მოგებითა და ორი წაგებით დაასრულა.

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ იან ტორპმა დიდ სპორტში დაბრუნება და ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და ნოემბერში, მსოფლიოს თასის ეტაპებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.

უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი წლით ხელმეორედ აირჩიეს მიშელ პლატინი. 55 წლის ფრანგი ევროპული ფეხბურთის მთავარ ორგანიზაციას 2007 წელს ჩაუდგა სათავეში, ოთხი წლის შემდეგ კი ისევ მოიგო არჩევნები. ამჯერად პლატინი უალტერნატივო კანდიდატი იყო.

"მოკლედ რომ ვთქვა - ჩემი მიზანია დავიცვა ფეხბურთი და განვავითარო ეროვნული ფედერაციები ისე, რომ მომავალში ჩვენს შვილებს ყოველთვის ჰქონდეთ ფეხბურთის თამაშის სურვილი. ვფიქრობ, ეს არის ჩემი მთავარი როლი", - განაცხადა მიშელ პლატინიმ (32).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...