ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: "სიტიმ" ქულები "ვესტ ბრიმვიჩთან" დაკარგა, რითაც "იუნაიტედს" ცხრილში დაწევის საშუალება მისცა
ასე და ამგვარად, გაირკვა, რომ "სტემფორდ ბრიჯი" დღევანდელი "ჩელსისთვის" ციხე-სიმაგრე არ ყოფილა - ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა უბნურ დერბიში, "ფულჰემთან" 1:1-ზე ხეირიანი ვერაფერი მოახერხა და პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთხელ წაიბორძიკა.

"ლურჯების" პორტუგალიელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ფერნანდო ტორესი დააყენა, იფიქრა, ესპანელი ბოლოს და ბოლოს ნავსს გასტეხს და გოლებს გაიტანსო, მაგრამ ამაოდ - "ელ ნინიო" აგრძელებს წვალებას, რომელიც "ლივერპულიდან" დასავლეთ ლონდონში 50 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ დაიწყო.

სტუმრად ნათამაშები ზედიზედ ორი 1:1-ის შემდეგ "ჩელსის" კვლავ გამარჯვებების გზაზე დადგომა შეეძლო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ წინა ორს მორიგი 1:1 მიაყოლა - ჰეთ-თრიკი შეასრულაო, ქილიკობდნენ ინგლისური გაზეთები. ცნობისათვის: "ფულჰემს" ბობი ზამორა და ენდი ჯონსონი აკლდა.

ასე დაიწყო 2011 წლის "ბოქსინგ დეი" ანუ შობის მეორე დღე, როდესაც ინგლისელები აუცილებლად თამაშობენ ფეხბურთს. მოულოდნელობით დაწყებული ორშაბათი მოულოდნელობითვე გაგრძელდა - "მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაწევის საშუალება მისცა. ეს ამბავი ვესტ ბრომვიჩში, "ჰოუთორნსზე" მოხდა, სადაც ისტლენდელებმა უკბილოდ ითამაშეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეეძლოთ გამარჯვება - მარიო ბალოტელის ერთი გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს, მეორე ეპიზოდში კი აფრო-იტალიელმა ძელს გაარტყა ბურთი.

მეორე მხრივ, თავისი წილი შესაძლებლობები ჰქონდათ მასპინძლებსაც - ძელს ჯერომ ტომასმაც გაარტყა, შეინ ლონგმა კი ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ დაუმიზნა როგორც საჭირო იყო.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "ხმაურიან მეზობელს" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეწია - ინგლისის ჩემპიონმა 5:0 მოუგო "უიგანს" და ძალიან საინტერესოა, რომ ხუთიდან სამი ერთი შეხედვით ყავლაგასულმა 30 წლის ბულგარელმა ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა გაიტანა. ცხრილიდან ჩანს, რომ "მანჩესტერ სიტი" გატანილ-გაშვებულებით მაინც სჯობს თანაქალაქელს, მაგრამ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელებმა თუ ასე გააგრძელეს, მალე, შესაძლოა, ეს უპირატესობაც თვალსა და ხელს შუა გაქრეს.

"უიგანს" მრისხანე მეტოქესთან შეხვედრაში შანსი ისედაც არ ჰქონდა, ხოლო როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან კონორ სემონიც გააგდეს, მდგომარეობა "ტრაგიკული" გახდა. ცნობისათვის: სემონმა მაიკლ ქერიკს იდაყვი უთავაზა.

"ნიუკასლ იუნაიტედმა" როგორც იქნა გაიმარჯვა - ჰატემ ბენ-არფამ და დემბა ბამ "ბოლტონის" კარში ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ "კაჭკაჭების" პირველი გამარჯვება ბოლო შვიდ შეხვედრაში. ვინ იცის, გუნდმა, რომელსაც შემოდგომაზე მიმდინარე ჩემპიონატის სენსაციას უწოდებდნენ, კვლავ ცხრილის ზედა ეშელონებისკენ შეატრიალოს პირი, აი, "ბოლტონს" კი საქმე გაუფუჭდა - გასულ ტურში გუნდმა "ბლექბერნს" მოუგო, ცხრილში ბოლო ადგილი გაუცვალა და ზედიზედ ხუთმარცხიან სერიასაც დაუსვა წერტილი, მაგრამ...

აუტსაიდერმა "ბლექბერნმა" არც მეტი არც ნაკლები, "ლივერპულს" გაუბედა ფრედ თამაში - 1:1. თან როგორც, მერსისაიდელებს ანგარიში გასათანაბრებელი გაუხდათ. მერედა, ამ შეხვედრაში მოედანს სტივენ ჯერარდი დაუბრუნდა. "ლივერპულის" 31 წლის კაპიტანს ბურთი ორი თვის განმავლობაში აღარ გაეგორებინა და მის დაბრუნებას, თითქოსდა, ჟინისა და მონდომების ამოფრქვევა უნდა გამოეწვია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ "წითლებს" ემოციური მუხტი ვერ მიანიჭა და საბოლოოდ ამბიციური მასპინძლებისა და აუტსაიდერების შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"სანდერლენდისა" და "ევერტონის" 1:1 დასრულებული შეხვედრის შესახებ კი ყველაზე საინტერესო, რისი თქმაც შეგვიძლია, ის არის, რომ მას ტელეკომპანია BBC-ს მსოფლიო სამსახური გადასცემდა და აფრიკაში 25 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური

ჩელსი-ფულჰემი 1:1

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა (81. ფერეირა), ტერი, ლუიზი, ე. კოული - მეირელეში, რომეუ, ლემპარდი (62. მალუდა) - სტარიჯი (71. დროგბა), მატა, ტორესი

ფულჰემი (4-5-1): სტოკდეილი - კელი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - რუისი, დემპსი, დემბელე, მერფი, ფრეი - სა (83. კასამი)

გოლები: 1:0 მატა (47), 1:1 დემპსი (56)

გაფრთხილება: ბოსინგვა - დემპსი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 10-12; კარში დარტყმა: 25-9 (12-5); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 41 548

ბოლტონი-ნიუკასლი 0:2

ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი - მ. დევისი, რიო-კოკერი, მუამბა (66. იგლზი), მ. პეტროვი - კლასნიჩი (76. კ. დევისი), ნ’გოგი (77. თუნჩაი)

ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, რ. ტეილორი - ობერტანი (85. შ. ამეობი), კაბაიე (88. პერჩი), ტიოტე, ხონასი - ბა, ბესტი (61. ბენ-არფა)

გოლები: 0:1 ბენ-არფა (69), 0:2 ბა (71)

გაფრთხილება: კლასნიჩი - ტიოტე

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-12; კარში დარტყმა: 2-8 (1-5); თამაშგარე: 3-6; ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 26 080

ლივერპული-ბლექბერნი 1:1

ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე - მაქსი-როდრიგესი (81. ბელამი), ჰენდერსონი, ადამი (69. ჯერარდი), დაუნინგი - სუარესი, ქეროლი

ბლექბერნი (4-4-1-1): ბანი - ლოუი, სამბა, გ. ჰენლი, პედერსენი - ა. ჰენლი, დანი (84. პეტროვიჩი), ნზონზი, ჰოილეტი (75. ვიკცევიჩი) - ფორმიცა - იაკუბუ (90. გუდვილი)

გოლები: 0:1 ადამი (45 ს.კ.), 1:1 მაქსი როდრიგესი (53)

გაფრთხილება: აგერი (ლივერპული)

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-12; კარში დარტყმა: 22-5 (6-2); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 68%-32%

მაყურებელი: 44 441

მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 5:0

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - ვალენსია, ქერიკი, ევანსი (46. ფრაიესი), ევრა - პარკი, გიბსონი, გიგზი (64. რუნი), ნანი (64. მაკედა) - ერნანდესი, ბერბატოვი

უიგანი (5-4-1): აბდულა - სტამი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა, დ. ჯონსი - მოზესი (80. როდალეგა), მაკარტი, დიამე (46. დი სანტო), გომესი (71. მაკარტური) - სემონი

გოლები: 1:0 პარკი (8), 2:0 ბერბატოვი (41), 3:0 ბერბატოვი (59), 4:0 ვალენსია (75), 5:0 ბერბატოვი (78-პენ)

გაფრთხილება: ევანსი, გიგზი - დ. ჯონსი

გაძევება: სემონი (39-უიგანი)

კუთხური: 10-2; ; ჯარიმა: 10-10; კარში დარტყმა: 16-6 (9-3); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 75 185

სანდერლენდი-ევერტონი 1:1

სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ო’ში, ბრემბლი (21. კოლბეკი), ბრაუნი, ბერდსლი (46. გარდნერი) - ლარსონი, კეტერმოლი, ვუგანი (81. მაკლინი), რიჩარდსონი - სესენიონი, ბენდტნერი

ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - დრენტე (71. გუეიე), ფ. ნევილი, ჰეიტინგა, ოსმანი - ტ. კეჰილი - საა (84. ველიოსი)

გოლები: 1:0 კოლბეკი (26), 1:1 ბეინესი (51-პენ)

გაფრთხილება: ჰეიტინგა (ევერტონი)

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-10; კარში დარტყმა: 7-10 (4-3); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 43 619

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი 0:0

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბ. ჯონსი, ოლსონი, მაკოლი, შორი - ბრანტი, შარნერი, მულუმბუ (80. დორანსი), ტომასი - ლონგი, ოდემვინგე (89. ხარა)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კ. ტურე, კომპანი, კლიში - ი. ტურე, მილნერი (82. ჯეკო) - ნასრი (59. ბერი), სილვა, აგუერო (75. ა. ჯონსონი) - ბალოტელი

გაფრთხილება: ი. ტურე (მანჩესტერ სიტი)

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 13-9; კარში დარტყმა: 6-14 (2-5); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 30%-70%

მაყურებელი: 25 938

სტოკი-ასტონ ვილა 0:0

სტოკი (4-4-2): სიორენსენი - ვუდგეიტი (71. პენანტი), ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - შოტონი, პალასიოსი (67. დილეპი), უაიტჰედი, ეზერინგტონი - კ. ჯონსი, უოლტერსი

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - კუელარი, რ. დანი, კოლინზი, უორნოკი, ოლბრაიტონი, კლარკი, ს. პეტროვი, ნ’ზოგბია - აგბონლაჰორი, ჰესკი (46. დელფუნესო)

გაფრთხილება: ჰუთი, უაიტჰედი, დილეპი (ყველა სტოკი)

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 4-8 (1-3); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 27 739

1. სიტი 18 14 3 1 53-15 45

2. იუნაიტედი 18 14 3 1 47-14 45

3. ტოტენჰემი 16 11 2 3 32-19 35

4. ჩელსი 18 10 4 4 36-21 34

5. არსენალი 17 10 2 5 33-25 32

6. ლივერპული 18 8 7 3 21-14 31

7. ნიუკასლი 18 8 6 4 25-22 30

8. სტოკი 18 7 4 7 18-28 25

9. ვესტ ბრომვიჩი 18 6 4 8 19-26 22

10. ევერტონი 17 6 3 8 18-20 21

11. ნორვიჩი 17 5 6 6 27-31 21

12. ასტონ ვილა 18 4 8 6 19-23 20

13. ფულჰემი 18 4 7 7 19-24 19

14. სანდერლენდი 18 4 6 8 22-22 18

15. სუონსი 17 4 6 7 16-21 18

16. ქუინზ პარკი 17 4 4 9 17-31 16

17. ვულვზი 17 4 3 10 19-32 15

18. უიგანი 18 3 5 10 15-35 14

19. ბოლტონი 18 4 0 14 22-41 12

20. ბლექბერნი 18 2 5 11 25-39 11

ბომბარდირები

16 - ვან პერსი (არსენალი); 13 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი), იაკუბუ (ბლექბერნი); 9 - ადებაიორი (ტოტენჰემი) , სტარიჯი (ჩელსი); 8 - ბალოტელი (სიტი); 7 - ჰოლტი (ნორვიჩი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

დღეს

არსენალი-ვულვერჰემპტონი, სუონსი-ქუინზ პარკი, ნორვიჩი-ტოტენჰემი.

XIX ტური

30 დეკემბერი. ლივერპული-ნიუკასლი;

31 დეკემბერი. მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექბერნი, არსენალი-ქუინზ პარკი, ბოლტონი-ვულვერჰემპტონი, ჩელსი-ასტონ ვილა, ნორვიჩი-ფულჰემი, სტოკი-უიგანი, სუონსი-ტოტენჰემი;

1 იანვარი. ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა