თურქეთში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ტურში ქართველებმა ინდოეთის ნაკრები 3:1 დაამარცხეს
თურქულ მარდინში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინდელ მერვე ტურში ქართველმა დიდოსტატებმა ინდოეთის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს სოლიდური ანგარიშით - 3:1 და კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უმოტივაციო ჩინეთი ბოლო ტურში ინდოეთს არ დაუზავდება ან სულაც ისევე მოულოდნელად არ წააგებს, როგორც გუშინ უკრაინასთან, ხოლო ჩვენი სამხრეთელი მეზობლები - სომხები, რომლებსაც ასევე მოტივაცია არ გააჩნიათ, ჩრდილოელ მეზობლებს-რუსებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავენ, რაც ნაკლებ სავარაუდოა. რჩება მე-8 ტურში სომხებისგან ძლეული ვიეტნამიც. იგი დღეს უკრაინას ეთამაშება... ერთი სიტყვით, ჩვენი ბედი უმოტივაციო გუნდებზე ჰკიდია. არ უნდა მიგვეყვანა საქმე აქამდე, მით უმეტეს, რომ საამისოდ ძალა შეგვწევს.

გაუწყებთ გუშინდელ შეხვედრათა შედეგებს:

უკრაინა-ჩინეთი 2,5:15 (მარია მუზიჩუკი - ჰოუ იფანი 0,5:0,5, ინა გაპონენკო - ცზიუ ვენძიუნი 0,5:0,5, ნატალია ჟუკოვა - ჟაო სიუ 1:0, ტატიანა ვასილევიჩი - ჟან ჟონი 0,5:0,5), ინდოეთი-საქართველო 1:3 (ჰამფი კონერუ - ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, ჰარიკა დრონავალი - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ტანია საჩდევი - ბელა ხოტენაშვილი 0:1, სვამინათან სოუმია - ნინო ხურციძე 0:1), თურქეთი-საბერძნეთი 0,5:3,5 (ბეთულ ილდიზი - ელენა დემბო 0:1, კუბრა ოზთურქი - მარინა მაკროპულუ 0:1, კარდელენ კემჰანი - ეკატერინი ფახირიდუ 0,5:0,5, იისიმ პატელი - ეკატერინი პავლიდუ 0:1), სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 0:4 (სესილ ვან დერ მერვე - ნადეჟდა კოსინცევა 0:1, ანზელ სოლომონსი - ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, დენის ფრიკი - ვალენტინა გუნინა 0:1, ლორენ ვან ნიეკერი - ნატალა პოგონინა 0:1), სომხეთი-ვიეტნამი 2,5:1,5 (ელინა დანიელიანი - ნგუენ ლე ტაო 1:0, ლილით მკრტიჩიანი - ჰოანგ ბაო თრამი 1:0, მარია კურსოვა - ნგუენ მაი ჰუნგი 0:1, ნელი ანგინიანი - ჰოანგ თი ნხუ ი 0,5:0,5).

რვა ტურის შემდეგ: ჩინეთი-14 (25), რუსეთი-12 (19,5), ინდოეთი-11 (21,5), უკრაინა-10 (19), საქართველო-10 (18,5), სომხეთი-8 (17,5), ვიეტნამი-8 (17), თურქეთი-4 (10), საბერძნეთი-3 (11), სამხრეთ აფრიკა-0 (1).

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ვიეტნამი - უკრაინა, რუსეთი - სომხეთი, საბერძნეთი - სამხრეთ აფრიკა, საქართველო - თურქეთი, ჩინეთი - ინდოეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
ვულოცავთ ნანას,ბელას,ლელას,ნინოს და სალომეს მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას მსოფლიო გუნდურ ცჰემპიონატზე ჭადრაკში
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა