ვილკინსონის ნაკრებიდან წასვლა, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა კანონმა დააჩქარა
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, ინგლისის ნაკრების მგეზავმა, ჯონი ვილკინსონმა რამდენიმე დღის წინ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება გააკეთა.

ცხადია, ბვერისთვის მოულოდნელი იყო "ვილკოს" ეს განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ შესაშურ ფორმაშია და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "ტულონში" ასპარეზობს". ყველას აინტერესებდა, რა არგუმენტით გაამყარებდა ის ამ გადაწყვეტილებას.

სავარაუდოდ, ვილკინსონის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა კანონმა დააჩქარა.

ახალი წესის მიხედვით, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაში მხოლოდ ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებს შეუძლიათ. ერთი სიტყვით, "პომებში" ლეგიონერებს კარი მიუხურეს. ვილკონსონმა კი, რომელმაც ეროვნულ გუნდში 91 კეპი მოიხვეჭა, სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გაახანგრძლივა სამი წლით კონტრაქტი "ტულონთან".

ამასთან ერთად, გაირკვა, რომ ჯონი ნაკრებიდან წასვლაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამუდმებით ფიქრობდა.

"ჩემი მომავლის შესახებ ძალიან დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი. იყო პერიოდი, როცა ავსტრალიური ტურნე წარუმატებლად მოვიარეთ, ვიფიქრე, მორჩა, უნდა დავამთავრო. ახლა, ვფიქრობ, რომ მაშინ სწორად მოვიქცეოდი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც "ტულონს" ვუბრუნდებოდი და ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა, სულ მეგონა, რომ ნაკრების მომდევნო თამაშში ყველაფერი კარგად, საუცხოოდ იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ინგლისის ნაკრები, როგორც ერთიანი მონოლითი, ერთიანი გუნდი არ შედგა. არ მინდა, ამაში ვინმე დავადანაშაულო. ყველა ცდილობდა, ისე ემოქმედა, რაც წარმატებას მოგვიტანდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცხადია, ჩემს გადაწყვეტილებაზე ახალ ზელანდიაში განცდილმა მარცხმაც დიდი გავლენა იქონია. შემიძლია მოვიტყუო, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამას რა აზრი აქვს. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ნაკრებიდან ასე, "უსახელოდ" მომიწია წასვლა. ყველაფერს ვაკეთებდი, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რათა ეროვნულ გუნდთან ერთად უმაღლესი მწვერვალები დაგვეპყრო.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამიერიდან ინგლისის ნაკრებში ჯონი ვილკინსონი აღარ იქნება" - თქვა "ვილკომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად