მსოფლიოს სარაგბო თემიც ხომ ერთი ოჯახია და ამიტომაც planetrugby-მ გადაწყვიტა სანტა კლაუსის როლი ითავოს
ახალი 2012 წელი ახლოვდება. როგორც წესი ამ დროს ახლობლებს, მეგობრებს და ძირითადად კი ოჯახის წევრებს საჩუქრებს უძღვნიან.

მსოფლიოს სარაგბო თემიც ხომ ერთი ოჯახია და ამიტომაც planetrugby-მ გადაწყვიტა სანტა კლაუსის როლი ითავოს და გარკვეული ნიშნით გამორჩეული მორაგბეები და გუნდები დაასაჩუქროს. ერთი სიტყვით, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

პირველი სიაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების შერკინების კვაჭი ბისმარკ დუ პლესი აღმოჩნდა. მას საჩუქრად ორნომრიანი მაისური გაუგზავნეს.

როგორი საქმეა, დუ პლესიმ, რომელიც პლანეტაზე საუკეთესო კვაჭია, მსოფლიოს თასის მატჩების ნახევარზე მეტი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბ სონი ბილ ვილიამსს "DVD დისკები" ერგო, რომელზეც მოკრივე როკი ბალბოას მიერ გამართული ბრძოლებია ასახული. სონი ბილს როკის გამოცდილება აუცილებლად გამოადგება.

საფრანგეთის ნაკრების შუამარბ ორელინ რუჟერის ყველაზე მეტად ანატომიის სახელმძღვანელო სჭირდება. მან უნდა ნახოს, კონკრეტულად სად აქვს ადამიანს თვალები და რატომ არ შეიძლება იქ თითი ატაკო.

რობ ენდრიუ ტყვიაგაუმტარი ჟილეტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელები თითქმის მთელი შემადგენლობით გადადგნენ. მარტინ ჯონსონი, ბრაიან სმიტი და მარტინ ადამსი დიდი ხანია იქ აღარ მუშაობენ. მათ ახლახან ჯონ უელსი და მაიკ ფორდიც დაემატნენ. ენდრიუზე კი არაფერი მოქმედებს. თანამდებობას ისე ჩაებღაუჭა ძვრა ვერავინ უყო.

სებასტიან შაბალმა კი დროა მსაჯობა დაიწყოს. მართალია, ის 33 წლის ასაკში ისევ თამაშობს, მაგრამ როგორც ჩანს, მსაჯობა უკეთ გამოუვა. იმის შემდეგ რაც, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მესამეხაზელმა მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა, საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ მას ტესტი ჩააბარებინა, რათა გაერკვიათ, იცის თუ არა შაბალმა რაგბის თამაშის წესები. გაგიკვირდებათ და გამოცდა ყველაზე ექსტრავაგანტური გარეგნობის მორაგბემ ფრიადზე ჩააბარა. ასე რომ, საახალწლოდ სებასტიან შაბალს არბიტრის სასტვენი სჭირდება.

ბრიუს ლოურენს, როცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, პირადი დაცვა უნდა დაუქირაონ. მან მსოფლიოს თასზე "ბოკესა" და "ვოლაბების" მატჩში იმსაჯა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

თქმა იმისა, რომ ლოურენსი სამხრეთ აფრიკაში პოპულარული არ არის, ნიშნავს იმას, რომ არაფერი თქვა. სოციალურ ქსელებში ათობით ათასმა "ბოკეს" ფანმა მისი სამუდამოდ დიკვალიფიკაცია მოითხოვა.

მარკ ლივერმონს (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი) და მარტინ ჯონსონს (ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი) planetrugby სამწვრთნელო სემინარზე გასამგზავრებელი ყველა ხარჯის დაფარვას სთავაზობს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პიტერ დეფილიერსი დროა სადმე ცირკში მოეწყოს სამუშაოდ. ის ჯამბაზად თუ გამოდგება, თუმცა ესეც საკითხავია.

საიმონ შოუს მოხუცთა რომელიმე თავშესაფარში უნდა გაეწიოს რეკომენდაცია. ის ყველაზე ხანდაზმული მორაგბეა მსოფლიოში.

ელიოტა ფუიმაონო-საპოლუს ხელის ლოსიონი გაუგზავნეს, რაც ქავილის უებარი წამალია.

ქრსაითჩერჩის "კრისეიდერზს" ყველაზე მეტად სტადიონი სჭირდება. ამ კლუბის არენა "ემი სთედიუმი" წლეულს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.

სტადიონი აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ "ჯვაროსნები" შინიდან შორს, ნელსონში, ბლუმფონტეინსა და თვიქნემზე თამაშობდნენ.

პრეტორიის "ბლუ ბულზს" ორი მეორეხაზელი ჰაერივით ესაჭიროება. გუნდი ორმა ლეგენდარულმა მოთამაშემ დატოვა. ვიქროტ მეტფილდი რაგბის საერთოდ დაემშვიდობა, ბაკის ბოთა კი, საფრანგეთში, მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა გადაიბირა.

ჟაკ ფური, მაა ნონუ, ბრედ თორნი და ფური დუ პრი სახლიდან შორს თავის პირველ ახალ წელს, ამომავალი მზის ქვეყანაში შეხვდებიან. ამიტომ, მათთვის იაპონური ენის უფასო კურსები ზედგამოჭრილი იქნება.

ზაკ გილფორდმა არაფერი დაიმსახურა. 2011 წელს ის ყველაზე ცუდად იქცეოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე