ქუთაისის "ტორპედოს" 23 წლის მცველმა ინტერვიუში ჩემპიონატის განვლილ ნაწილზე ისაუბრა
მოგეხსენებათ, 2008 წელს ქუთაისში მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული "ტორპედო-2008" შეიქმნა და დაარსებიდან მეორე წელს, მის სამართალმემკვიდრედ უმაღლეს ლიგას ტიტულოვანი "ტორპედო" დაუბრუნდა.

დღესდღეობით, გუნდში სამი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც ქუთაისურ კლუბს პირველი ლიგიდან "მოჰყვებიან". შესაბამისად, თითოეული მათგანი ზედიზედ 2 წელზე მეტია ქალაქის ღირსებას იცავს. ერთ-ერთი სწორედ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გიორგი გურულია.

23 წლის მცველისთვის ადგილი განახლებულ "ტორპედოშიც" მოინახა. 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში, მას შემდეგ, რაც ქუთაისური გუნდის თავკაცი გია გეგუჩაძე გახდა, ფეხურთელმა ოფიციალური თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. გიორგი გურულმა "ტორპედოს" ოფიციალური საიტისთვის ინტერვიუში ჩემპიონატის განვლილ ნაწილზე ისაუბრა.

- გიორგი, დასრულდა ჩემპიონატის პირველი ნახევარი. მთლიანობაში როგორ შეაფასებ განვლილ პერიოდს?

- ვფიქრობ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, დადებითად უნდა შეფასდეს ჩვენი გამოსვლა. რაც მთავარია, გუნდმა თამაშის ხარისხი გამოაკეთა და ხშირ შემთხვევაში ლამაზ ფეხბურთს უჩვენებდა. ბიჭები მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე არ შევრცხვენილიყავით.

- უღიმღამო სტარტის შემდეგ, გუნდი ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ორჯერ ფრედ ითამაშა და დანარჩენ 10-ში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ასეთ შედეგებს "ტორპედომ" გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ მიაღწია. რა როლი ითამაშა ახალმა მწვრთნელმა?

- მწვრთნელს ყველა გუნდში დიდი როლი აქვს. რაც შეეხება გია გეგუჩაძეს, მისი მოსვლის შემდეგ ცხადია, მდგომარეობა ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. ფეხბურთელების მონდომებისა და გამოვლენილი თავდადების მიუხედავად, ასეთ სერიებში მთავარი როლი თუ არა, დიდი წვლილი მას მიუძღვის.

- ალბათ, ის მიზანი, რომელიც გია გეგუჩაძის მოსვლისას დაისახა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაში მდგომარეობდა, შეიცვალა.

- თუკი სატურნირო ცხრილს გადავხედავთ, ჩანს, რომ ჩემპიონობამდე შორს არ ვართ. პირველადგილოსანი იმდენი ქულით გვისწრებს, რისი აღმოფხვრაც სავსებით შესაძლებელია. "ტორპედოზეა" დამოკიდებული ახალი წლიდან, როგორ წარმართავს თამაშებს.

- საერთო ჯამში განვლილ ეტაპზე წარმატებით გამოსვლის მიუხედავად, მცირეოდენი გამართლებით, შეიძლებოდა, მეორე "ფრონტზეც" გაგეგრძელებინათ ბრძოლა.

- ფეხბურთში ყველაფერი ხდება. სამწუხაროა, რომ ისტორიაში ის დღე ჩვენთვის უიღბლოდ ჩაიწერა. არ ვიცი რას დავაბრალო, შოკირებულნი ვიყავით ფეხბურთელები და ალბათ, ჩვენს გარდა, სხვაც ვერავინ იჯერებდა, რომ "ტორპედო" თასიდან გავარდა. დასანანია, თუმცა ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონატზე გვექნება და აქ შევეცდებით მაქსიმუმის მიღწევას.

- გუნდისთვის საჭირო კონკურენციის საკითხს შევეხოთ.

- კონკურენციის გარეშე საშუალო დონეზე ვერცერთი გუნდი ვერ ჩამოყალიბდება. კარგია, კონკურენცია რომ არის. თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელია. ვინც თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ ღირსეულია, ის დაიმსახურებს გუნდში დამკვიდრებას. საერთოდ, გუნდში ფეხბურთელები მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ, რაც დადებითად აისახება შედეგებზეც.

- ზოგიერთ გულშემატკივარს სჯერა, რომ თუკი "ტორპედო" ძირითადად ქუთაისელი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, უკეთეს შედეგებსაც მიაღწევს.

- ამ საკითხზე ბევრი განხსვავებული აზრი არსებობს. რა თქმა უნდა, თუ გუნდი თამაშობს და ფეხბურთელებში საკუთარი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება არ ჩანს, ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს უსაფუძვლოა. ჩემი აზრით, ეს საქართველოა და სადაური ფეხბურთელი ითამაშებს, ზუგდიდელი, თბილისელი თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება საერთოდ ფეხბურთისადმი მათ დამოკიდებულებას, ქუთაისელი გულშემატკივრები სამაგალითოები და სამართლიანად მომთხოვნები არიან, მათ შეძახილებს თამაშის ხასიათზე მოჰყავხარ.

- მიმდინარე შესვენებაზე ინდივიდუალურად თუ ვარჯიშობ?

- აუცილებელია, რომ უქმად არ გავჩერდეთ. მე პირადად ყოველდღე სპორტკომპლექს "ლაგუნაზე" დავდივარ და ვცდილობ ფორმა არ დავკარგო.

- ამჟამინდელი, საკუთარი ფიზიკური ფორმა გაკმაყოფილებს?

- მგონი, როცა ფეხბურთელს თავისი სათამაშო ფორმა დააკმაყოფილებს, მისი კარიერა იქ სრულდება. ფეხბურთელმა ყოველთვის მეტი და მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს და მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს.

- და ბოლოს, "ტორპედოს" მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- "ტორპედო" ისეთი გუნდია, რომ მომავალი ყოველთვის ნათელი უნდა ჰქონდეს და მგონია, სულ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი იქნება კიდეც.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ ქუთაისელების თამადობით მთელს საქართველოს და ყოველივე კარგს ვუსურვებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად