წინა კვირის დასაწყისში "ვერდერის" განუყრელმა ხელმძღვანელებმა ბრემენულ კლუბთან კონტრაქტები გააგრძელეს
წინა კვირის დასაწყისში "ვერდერის" განუყრელმა ხელმძღვანელებმა, სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა და მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა როგორც იქნა, ბრემენულ კლუბთან კონტრაქტები გააგრძელეს.

55 წლის ალოფსმა "მუსიკოსებს" თავისი ბედი 2015 წლამდე, ხოლო 50 წლის შააფმა კი 2014 წლამდე დაუკავშირეს. შეგახსენებთ, რომ ეს დუეტი ბრემენულ კლუბს 1999 (!) წლიდან ხელმძღვანელობს. მათთან ახალი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვილი ლემკემ თქვა, ამით ყველაზე მთავარი საკითხები მოვაგვარეთო. ვითომ ასეა?

შესაძლოა, ლემკესთვის მართლაც ასე იყოს, რადგან კლაუსისა და თომასის საკითხები პირადად მისი საქმე იყო, ფაქტი კი ის არის, რომ თავად "განუყრელ მეგობრებს" ძალიან ბევრი საქმე აქვთ. ზაფხულში "ვერდერის" 11 (!) ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი 33 წლის პერუელი გოლეადორი კლაუდიო პისაროა და ალოფსი ამბობს, მასთან პირველი მოლაპარაკება უკვე გავმართეთო.

ბრემენელებს მთავარი თავდამსხმელისა და ფაქტობრივად გუნდის სავიზიტო ბარათად ქცეულ პისაროსთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება კი უნდათ, მაგრამ საამისოდ ბიუჯეტია საჭირო. შესაბამისად, პისაროს დარჩენა-არდარჩენის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა "ვერდერი" ჩემპიონთა ლიგის ან თუნდაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას. ლემკემ უკვე თქვა, რომ "ვერდერს" ვალებში ჩასაძირად ვერაფრის ფასად ვერ გაწირავს - მათ შორის, ვერც პისაროს შენარჩუნების ფასად.

ქამრები შემოიჭირეს, საქმე ბევრია

თავად ალოფსი ხელფასის შემცირებას დათანხმდა და მისი შემოსავლის გაზრდა მხოლოდ წარმატების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ცხადია, კლაუსი პისაროსგან ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას არ უნდა ელოდოს. პრინციპში, იგივე ეხებათ 30 წლის მეკარე ტიმ ვიზეს და 31 წლის კაპიტან კლემენს ფრიტცსაც, რომლებსაც კონტრაქტები ასევე სეზონის ბოლოს უმთავრდებათ და რომლებსაც ალოფსი იანვარში დაელაპარაკება.

ამ ფეხბურთელებთან ერთად, "ვერდერს" აუცილებლად უნდა არენდით აყვანილი 23 წლის მცველის, სოკრატის პაპასტატოპულოსის შენარჩუნებაც. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა სებასტიან პრიოდლის (24 წლის), მარკუს როზენბერგის (29), ლენარტ თაისა (19) და სებასტიან ბიონიშის (24) პერსპექტივები. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტიმ ბოროვსკი (31), მიკაელ სილვესტრი და სათადარიგო მეკარე კრისტიან ფანდერი (31) გუნდიდან წავლენ.

ერთი სიტყვით, "განუყრელ მეგობრებს" საქმეები თავზესაყრელად აქვთ. ალოფსი ამბობს, მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მაინც შევეცდებით ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებსო.

შააფი კი აცხადებს, რომ გუნდი სწორ გზას ადგას, მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს ისე, როგორც თუნდაც შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა თამაშობდეს. "შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთ ვთამაშობთ, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა, მაგრამ "შალკესთან" 0:5-მა დამარწმუნა, რომ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ," - აცხადებს თომასი.

ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ზედმეტიცაა იმაზე ლაპარაკი, რომ ალოფსი შააფს უსიტყვოდ და ისევ ასი პროცენტით ენდობა. მეტიც, კლასი ამბობს, შააფს კონტრაქტი რომ არ გაეგრძელებინა, ამ ნაბიჯის გადადგმა მეც ძალიან გამიჭირდებოდაო. ალოფსმა და შააფმა "ვერდერში" ერთად ბევრი რამ გადაიტანეს და მზად არიან, კიდევ ბევრი გადაიტანონ. შესაბამისად, საკმაოდ გაიზარდა იმის შანსიც, რომ თომას შააფმა ოტო რეჰაგელის ძველი და გრანდიოზული რეკორდი დაამხოს. "მეფე ოტო" "ვერდერს" 1981-დან 1995 წლამდე, სულ 14 წლის განმავლოვაში წვრთნიდა. თუ სასწაული არ მოხდა, ამ რეკორდს შააფი 2013 წლის აგვისტოში გაიმეორებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს