მოჭადრაკე ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა: თურქულ მარდინში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს მესამე გუნდურ ჩემპიონატზე ჩინეთის ნაკრებმა შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე შეინარჩუნა პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი (2007 და 2009 წლებში ეკატერინბურგსა და ნინგბოშიც აზიელები იყვნენ ჩემპიონები), ამიტომ ბოლო ტურში უფრო მოსალოდნელი იყო ერთპიროვნულ ლიდერთა ფრე ინდოელებთან, რომლებსაც ამ შედეგით საპრიზო ადგილი გარანტირებული ექნებოდათ.

თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა მას შემდეგ, რაც ჰოუ იფანი - ჰამფი კონერუ, ცზიუ ვენძიუნი - ჰარიკა დრონავალი, თან ჟონი - როუთ რადმინი დაზავდნენ, მაგრამ ჟაო სიუმ ბოლომდე იბრძოლა და ტანია საჩდევი 61-ე სვლაზე დაამარცხა.

საბოლოოდ 2,5:1,5 გაიმარჯვა ჩინეთის ნაკრებმა, რითაც მედლებისთვის პაექრობაში ერთი კონკურენტი ჩამოგვაცილა.

რჩებოდა კიდევ ერთი მეტოქე - უკრაინის ნაკრები, რომლის წევრებიც რატომღაც თითქმის უბრძოლველად ოთხივე დაფაზე დაუზავდნენ ვიეტნამელებს (ნგუენ ლე ტაო - მარია მუზიჩუკი, ნგუენ მაი ჰუნგი - ინა გაპონენკო, ნგუენ თან ანი - ნატალია ჟკკოვა, ჰოანგ თი ნჩუი - ტატიანა ვასილევიჩი). ასევე დაზავდნენ რუსი და სომეხი დიდოსტატები (ტატიანა კოსინცევა - ელინა დანიელიანი, ალექსანდრა კოსტენიუკი - ლილით მკრტიჩიანი, ვალენტინა გუნინა - ლილით გალოიანი, ნატალია პოგონინა - ნელი აგინიანი).

ამგვარმა შედეგებმა ჩვენებურებს (დელეგაციის ხელმძღვანელი გია გიორგაძე, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და თამაზ გელაშვილი, კონსულტანტი ნანა ალექსანდრია) გზა გაუხსნა მესამე საპრიზო ადგილისკენ. მათაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს - 3:1 დაამარცხეს თურქეთის ნაკრები (ნანა ძაგნიძე - ბეთულ ილდიზი 1:0, ბელა ხოტენაშვილი -კუბრა ოზთურქი 0:1, ნინო ხურციძე - კარდელენ კემჰანი 1:0, სალომე მელია - ებრუ კაპლანი 1:0), მოაგროვეს 12 ქულა (საერთო მონაგარი 21,5) და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 13 ქულით (21,5) მეორე ადგილი რუსებს ხვდათ, 16 ქულით (27,5) ჩემპიონობა, როგორც აღვნიშნეთ, ჩინელებმა შეინარჩუნეს. მეოთხე-მეათე ადგილებზე გავიდნენ: ინდოეთი - 11 (23), უკრაინა - 11 (21), სომხეთი - 9 (19,5), ვიეტნამი - 9 (19), საბერძნეთი - 5 (15), თურქეთი - 4 (11), სამხრეთ აფრიკა - 0 (1) ქულა.

დაფების მიხედვით ქართველთა მონაგარი ასეთია: ნანა ძაგნიძე - 5,5 (8 პარტიიდან), ლელა ჯავახიშვილი - 3 (7), ნინო ხურციძე - 4 (7), სალომე მელია - 3,5 (5), ბელა ხოტენაშვილი - 5,5 (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო",

kopala
ამხელა ტყუილის დაწერა როგორ შეიძლება---რჩებოდა კიდევ ერთი მეტოქე - უკრაინის ნაკრები, რომლის წევრებიც რატომღაც თითქმის უბრძოლველად ოთხივე დაფაზე დაუზავდნენ ვიეტნამელებს (ნგუენ ლე ტაო - მარია მუზიჩუკი, ნგუენ მაი ჰუნგი - ინა გაპონენკო, ნგუენ თან ანი - ნატალია ჟკკოვა, ჰოანგ თი ნჩუი - ტატიანა ვასილევიჩი).არადა ვიეტნამელებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს. შეასჭორეთ!კპრექტორი არ ყავს ამ გაზეთს?
kopala
მადლობა რომ გაგვახარეთ გოგონებო! მრავალჟამიერ!!!!
უძლევი
შესანიშნავი წარმატება არის ქართველი ქალებისთვის; გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა