სამბოსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციების პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ სეზონი წარმატებულად შეაფასა
გუშინ მიმდინარე სეზონი სამბოსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციებმა ერთობლივად შეაფასეს, რადგან ორივეს სათავეში ერთი და იგივე პიროვნება - თემურ გიორგაძე უდგას.

მან სამბისტების სეზონი წარმატებულად შეაფასა, რაკიღა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ წლეულს ისევ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს ნოემბერში ვილნიუსში გამართულ ტურნირზე ავთანდილ ცინცაძემ (52) შეძლო. გიორგაძის თქმით, პროგრესი გაისადაც გაგრძელდება, თუმცა წარმატების მოსპაოვებლად სულ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვინაიდან კონკურენცია მთელ მსოფლიოში უჩვეულოდ იზრდება.

სულ ჩვენმა სამბისტებმა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ჯამში 12 მედალი მოიპოვეს, 6-6. ორივე ტურნირზე ხარისხობრივადაც ზუსტად ერთნაირი მიღწევაა - თითო ოქრო, ორ-ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ მსოფლიოზე მოპოვებული ბრინჯაოებიდან ერთი ქალების მონაგარია - ნინო ოძელაშვილი (74) ქართულ საჭიდაო სახეობებში პირველი მანდილოსანია, რომელმაც მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (57) გახდა, კახა მამულაშვილმა (74) და მინდია ბოდაველმა (90) ფინალური შეხვედრები დათმეს, ბექა იმერლიშვილი (68), ნიკოლოზ კუცია (82) და მირიან პავლიაშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე უკეთ ზედა წონიდან 52-ში ჩამოსულმა ავთანდილ ცინცაძემ იჭიდავა და ჩემპიონობა არავის დაუთმო, კუზანაშვილმა და ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლი მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები კი კუციას და დავით ლორიაშვილს (+100) ერგოთ. ამასთან, მსოფლიოზე მესამე გუნდური ადგილიც მოიპოვეს.

ასევე საკმაოდ დიდი წარმატებებია ახალგაზრდებსა და ჭაბუკებშიც. ახალგაზრდებმა ევროპა-მსოფლიოზე ჯამში 17 მედალი დაისაკუთრეს - 6-6 ოქრო-ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ჭაბუკთა საერთო მაჩვენებელი 11 მედალია - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ამასთან, ახალგაზრდები გუნდურში ევროპაზეც და მსოფლიოზეც ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ჭაბუკები კი მსოფლიოზე გავიდნენ მეორე გუნდურ ადგილზე. შემაჯამებელ სხდომაზე მედალოსნებს ჯილდოდ სპორტული ფორმა გადაეცათ, სახელმწიფო ფულადი პრემიები კი ბარათებზე დაერიცხებათ.

გიორგაძემ ქართულ ჭიდაობაში სეზონის ყველაზე დიდ მონაპოვრად შეჯიბრებების რაოდენობის გაზრდა და საქართველოს გუნდური პირველობის გამართვა მიიჩნია, რომელმაც სპორტსმენთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა