ბიძინა მოხევიშვილთან ერთად ბავშვებს მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ნესტორ ხერგიანი და ევროპის ჩემპიონი ირაკლი უზნაძე გაწვრთნიან
საქართველოს 12-წლიან ძიუდოისტთა ნაკრებმა გუშინ თავისი პირველი შეკრება დაამთავრა დუშეთში. ამ ასაკის ნაკრები ახლახან მიზანმიმართულად შეიქმნა 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებლად, რადგან იმ თამაშებში მონაწილეობას სწორედ ამ ასაკის მოზარდები მიიღებენ.

ამიტომ გადაწყდა სათანადო კონტიგენტის მობილიზება, რომელსაც საგანგებოდ ფესტივალისთვის გამოზრდიდნენ. ქვეყნის მასშტაბით შეკრიბეს ამ ასაკის ბავშვები, რომლებსაც ორიოდე კვირის წინათ ძიუდოს აკადემიაში საქართველოს პირველობაც ჩაუტარეს. შეკრებაზეც იმ ტურნირის მედალოსნები წაიყვანეს. სულ 40 ბავშვი.

გუნდს სათავეში ბიძინა მოხევიშვილი ჩაუყენეს, რითაც ფედერაციამ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა - უსამართლოდ დასჯილი კაცი დაუბრუნა ძიუდოს, რომელსაც შოთა ხაბარელის დროინდელ ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

მოხევიშვილთან ერთად იმუშავებენ ახლო წარსულის ცნობილი ძიუდოისტები, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ნესტორ ხერგიანი და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ევროპის ჩემპიონი ირაკლი უზნაძე. მათ ქუთაისელი ამირან მამრიკიშვილიც ეხმარება, რომელმაც საკუთარი ხარჯით ითხოვა წასვლა, რაც მისთვის კვალიფიკავციის ამაღლების საშუალებაც იქნებოდა. ფედერაცია მის სურვილს გაგებით მოეკიდა და არათუ წასვლის ნება დართო, დააფინანსა კიდეც.

გუშინ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშს ჩვენც დავესწარით. ისინიც სწორედ იმ დარბაზში ვარჯიშობდნენ, სადაც უფროსები ემზადებიან და მათთვის იქაურობა ვრცელიც კი იყო. არც სითბო აკლდათ, ექიმიც თავზე ადგათ და მართლაც შესაფერის პირობებში ვარჯიშობდნენ. თუმცა როგორც მწვრთნელებმა გვითხრეს, პირობები არც სხვა მხრივ დაიწუნება - სასტუმრო, კვება - ყველაფრით კმაყოფილები არიან. სამაგიეროდ, მწვრთნელებს დიდ საზრუნავს თავად ბავშვები უჩენენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არ უჯერებენ.

პირიქით - დისციპლინა სათანადო დონეზეა, პატარები სამუშაოსაც დიდი ინტერესით ეკიდებიან, მაგრამ ისინი დამწყებები არიან, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და მწვრთნელებსაც ამიტომ აქვთ ორმაგი საზრუნავი. ისინიც ფხიზლად ადევნებდნენ თვალს შეგირდთა ყოველ მოძრაობას.

ხერგიანიც, უზნაძეც და სხვებიც პერიოდულად ავარჯიშებდნენ ამა თუ იმ მოზარდს, თვითონ შედიოდნენ ლეიბზე და პრაქტიკული მაგალითებით ასწავლიდნენ ტექნიკურ-ტაქტიკურ ილეთებს, ჩავლებებს და სხვას. აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე ნესტორ ხერგიანის შვილი - ირაკლი ხერგიანიცაა, თუმცა სახელოვანი მამა მას არ ეკარება. მირჩევნია, თავისით ივარჯიშოსო, გვითხრა ნესტორამ და ირაკლი მართლაც სულ სხვათა მეთვალყურეობით მეცადინეობდა.

ძიუდოს ახალი წესებიდან და ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საჭიდაო სტილის რეორგანიზაციას გეგმავს, ამის დაწყება კი პატარაობიდანვეა საჭირო. ამიტომ ამ ბავშვებსაც ახლებური სისტემით, თანამედროვე წესების შესაბამისად ავარჯიშებენ და სულ სხვა სტილის ძიუდოისტებად აღზრდიან. ცხადია, საამისოდ მხოლოდ საქართველოში ვარჯიში საკმარისი არაა და ეს გუნდი პერიოდულად უცხოეთში გაივლის შეკრებას, მონაწილეობას მიიღებს უცხოურ ტურნირებშიც, თუმცა გაისად წლის განმავლობაში საქართველოშიც გაიმართება სამი სარეიტინგო შეჯიბრება.

ორშაბათს მოზარდებს შეკრებაზე ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე და პრესსამსახურის უფროსი ზურაბ უსუფაშვილი ესტუმრნენ, რომლებიც მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. თუმცა მათთან ხელცარიელებიც არ მისულან - საახალწლოდ ტკბილეული და პრფესორ გურამ რატიშვილის მიერ გამოცემული ძიუდოს სახელმძღვანელო მიუტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა