ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ტულონის" გზას შაბალიც დაადგება

"ტულონის" გზას შაბალიც დაადგება

"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა "მეტრო რასინგის" მესამეხაზელ სებასტიან შაბალს დაადგა თვალი
საყოველთაოდაა ცნობილია, რომ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენ მურად ბურჯელალს მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

"ტულონის" "მამა-მარჩენალი" ხან სკანდალში ეხვევა თავის მკვეთრი გამონათქვამების გამო, ხნაც კი, და ბევრად უფრო ხშირად, ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვით იპყრობს ყურადღებას.

"ყავლგასული ვარსკვლავების დახმარების ფონდი", "ჩამქარლი ვარსკვლავების თავშესაფარი", "პენსიონერი ვარსკვლავების მოწყალების სახლი", ეს სარაგბო კლუბ "ტულონისთვის" მიძღვნილი ეპითეტებია. ვის ან საიდან არ ნახავთ აქ.

წლეულს ბურჯელალმა ინგლისელი საიმონ შოუ მიიწვია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მორაგბეა. სამხრეთ აფრიკიდან კი მეორეხაზელი ბაკის ბოთა ჩამოიყვანა, რომელიც თავის კბილა და პარტნიორ ვიქტორ მეტფილდთან ერთად რაგბიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ მურადის ფულის ხათრით კიდევ ერთ წელიწადს ითამაშებს.

ბურჯელალმა მგეზავების მთელ კოჰორტას მოუყარა თავი. ორი თვის წინათ გუნდს შეუერთდა ავსტრალიელი მეთ გიტო, ახალი წლიდან კი ტულონელებს სამხრეთ აფრიკაში გადახვეწილი ფრედერიკ მიშალაკიც დაეხმარება, რომელსაც ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშს უპირებენ.

ახლახნ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჯელალმა ფრანგული რაგბის ყველაზე ექსტრავაგანტურ ფიგურას, "მეტრო რასინგის" მესამეხაზელ სებასტიან შაბალს დაადგა თვალი. "თავ-პირ გაბურძგნულ" მორაგბეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. მურადიც იქვეა და საფრანგეთის ნაკრებისთვის დაწუნებულ შაბალს თავის გუნდში ეპატიჟება.

"სებასტიან შაბალი მოვლენაა რაგბიში, ის უდიდესი მორაგბეა. თუ მას სურს თავის კარიერაში მწვერვალებს მიაღწიოს, ამას ყველაზე უკეთ "ტულონში" შეძლებს.

მის მიმართ ინტერესი დიდი ხანია მაქვს, ის კარგი მორაგბეა და მინდა, რომ პოტენციალის სრულად გამოვლენაში დავეხმარო, ამით თვითონაც იხეირებს და კლუბიც" - თქვა ტულონის პრეზიენტმა მურად ბურჯელალმა.

დღესდღეობით "ტულონის" ყველაზე სუსტ წერტილად რვა ნომრის პოზიცია მიიჩნევა. ამ ხარვეზის აღმოფხვრას ბურჯელალი და კომპანია ქართველი მორაგბის, მამუკა გორგოძის მიწვევით ცდილობდნენ, თუმცა ეს ამბავი ბოლოს სკანდალით დასრულდა.

ახლა "ტულონის" ახალი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი ბურჯელალისგან მხოლოდ ვარსკვლავებს ითხოვს. ასე რომ, გამორიცხული არ არის მომავალ სეზონში "ტულონში" გამოჩნდნენ კრის მასო, რაფაელ ლაკაფია და პიერ სპისი. ამ მორაგბეებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად