"არსენალის" ნახევარმცველი, 24 წლის კამერუნელი, ალექს სონგი ლეგენდარული ტიერი ანრის ქირაობის იდეით აღფრთოვანებულია
"არსენალის" ნახევარმცველი, 24 წლის კამერუნელი, ალექს სონგი ლეგენდარული ტიერი ანრის ქირაობის იდეით აღფრთოვანებულია და იმედოვნებს, რომ "მეთოფეთა" თავკაცი, არსენ ვენგერი შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ლონდონში გატარებული რვა საუცხოო სეზონის შემდეგ 34 წლის ანრი დღემდე "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირად რჩება. ფრანგმა ფორვარდმა "მეთოფეთა" გუნდი 2007 წელს დატოვა - ჯერ "ბარსელონაში" გადაბარგდა, შემდეგ კი ამერიკულ "ნიუ იორკ რედ ბულში".

ვენგერმა, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ფორვარდი დროებით, "მეიჯორ ლიგ სოკერის" ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე "არსენალს" დაუბრუნდეს. ზემოხსენებული სონგი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში "ემირეით სთედიუმზე" დიდი ზეიმის პერიოდი დადგება და "არსენალიც" წარმატებებს მიაღწევს.

"როდესაც ანრი ვარჯიშობს, თავლი მისკენ გამირბის და თავად ვეღარაფერს ვახერხებ. შემდეგ, კუდში დავსდევ და დაუსრულებლად ვუმეორებ

ერთსა და იმავეს: შენ ჯერ კიდევ შეგიძლია ჩვენთან თამაში - უთხრა კამერუნელმა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს" და დასძინა - ის, რასაც ამ კაცმა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში მიაღწია ენითაუწერელია.

მას ფეხბურთში არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. დღეს ჩვენ შანსი გვეძლევა, რომ ის დავიმატოთ და არნახულად გავძლიერდეთ. ასეთი სახელის და ნიჭის ფეხბურთელი ძალიან გაგვამდიდრებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად