პრეზიდენტს შეუძლია, საახალწლო საჩუქარი გაუკეთოს საფეხბურთო სამყაროს - გაათავისუფლოს დემეტრაძე
კახა კალაძე საქართველოს ნაკრებიდან წავიდა, რაც უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არ არის. კალაძემ ეს თავისებურად გააკეთა და ამით კიდევ უფრო რეზონანსული გახადა საკუთარი გადაწყვეტილება. კახას ამ ნაბიჯს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება მოჰყვა, მერე თავად კალაძემაც გამოაქვეყნა განმარტება.

ერთი სიტყვით, საფეხბურთო სამყარომ კალაძის ნაკრებიდან წასვლა ყბად იღო. ყოველივე ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ შოთა არველაძეს, ნაკრების ყოფილ მოთამაშეს, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლი აქვს გატანილი, ახლა კი თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელია.

- კალაძის ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მიმაჩნია, რომ სპორტი ისეთი რამეა, წასვლაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღო, ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა დაგიგვიანდეს - სპორტმა პატიება არ იცის.

- ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, თავის დროზე, ალბათ, შენც გაგიჭირდა ნაკრებიდან წასვლა.

- ასეა, კალაძისთვის ეს ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ მან ამჯერადაც თავაწეულმა დატოვა მოედანი.

- კალაძის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა. ალბათ, იცი მისი შინაარსი.

- წავიკითხე ფედერაციის განცხადება და გაოცებული დავრჩი. როცა ნაკრების ლიდერი გუნდიდან მიდის, ეს ფედერაციას წინასწარ უნდა სცოდნოდა, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ აძლევს იმის უფლებას, რომ კალაძის კარიერას და ნამოღვაწარს ჩრდილი მიაყენოს. თუმცა ამას ვერც გააკეთებს, რადგან ხალხის დაფასება ყოველთვის ყველაფერს გადაფარავს. პირადად მე მადლობას ვუხდი კალაძეს მისი კარიერის გამო.

- ფეხბურთიდან წასვლა შენ გამოსათხოვარი მატჩით აღნიშნე. როგორ ფიქრობ, კალაძე ნაკრებიდან რომ წავიდა, ამას საბენეფისო მატჩი არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ნაკრების ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელების ინიციატივით?

- რაც შეეხება მის გაცილებას, სანამ გიორგი დემეტრაძე ციხეშია, ასეთი მატჩი, ალბათ, ვერ გაიმართება.

- არის თუ არა დემეტრაძე დამნაშავე - ეს ერთ-ერთ ტელეარხზეც გკითხეს.

- გულდასაწყვეტია, რომ ამ თემაზე ზოგი სპეკულირებს. თუ რამ შეიძლებოდა, საფეხბურთო სამყაროს უმრავლესობა დემეტრაძეს შეძლებისდაგვარად გვერდში უდგას, არსებობს წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე და ამ წერილს საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს. სამწუხაროდ, ჯერ არ არის გათვალისწინებული დემეტრაძის დამსახურება და საფეხბურთო სამყაროს ეს თხოვნა.

რაც შეეხება ჩემთვის დასმულ კითხვას, მაშინ მეგონა, რომ დემეტრაძე ტოტალიზატორში თამაშისთვის იყო დაჭერილი და ვთქვი, ყველამ ვიცით, დემეტრაძე ტოტალიზატორში რომ თამაშობს და თუ ამის გულისთვის კაცი ციხეში უნდა იჯდეს, მაშინ ყველა დასაჭერი ყოფილა-მეთქი. მერეღა გავიგე, რომ დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამოა დაპატიმრებული. ვფიქრობ, სასაცილოა ეს ყველაფერი, კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება ტრუსებში დარბის, რა საქმე უნდა ჰქონდეს ქურდულ სამყაროსთან?!

- იმედი გაქვს, რომ დემეტრაძეს გაათავისუფლებენ?

- ვფიქრობ, პრეზიდენტს შეუძლია, საახალწლო საჩუქარი გაუკეთოს საფეხბურთო სამყაროს, თუ გაითვალისწინებს დემეტრაძის დამსახურებას და საფეხბურთო ოჯახის თხოვნას.

- ბოლოს "ქაისერისფორზეც" გკითხავ - როგორ შეაფასებდი სეზონის პირველ ეტაპს?

- ძნელი სეზონია, ცუდად დავიწყეთ, ბევრი მატჩი მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობით დავთმეთ. მერე თამაშიც გამოვასწორეთ და საქმე უკეთ წაგვივიდა. კმაყოფილი ვარ ზურა ხიზანიშვილის თამაშით, ის მართლაც გვერდში მიდგას და რამდენიმე შეხვედრაში საუკეთესი იყო მოედანზე.

დავით თავართქილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
ნამდვილმა გულშემატკივარმა იცის კალაძის და არველაძის შოთას ფასი,ვინც მოედანზე ფეხბურთის საყურებლად დადის ყველამ იცის კალაძის თამაში და ვინც მოედანზე მარტო საგინებლად და სამასხარაოდ დადის ის ვერასოდეს დაინახავს ფეხბურთელს ამაში გული არ დაგწყდეთ ფეხბურთელებო ასეტებიც საჩიროა ,შოთა და კალაძე ნამდვილი ლიდერები იყვნენ ნაკრებშიც და ტავის გუნდებშიც სიტყვაც ეთქმოდათ და თამაშობდნენ კიდეც,კაცი უნდა იყო ყველგან და მერე ფეხბურთელი,ასეთივეა ასათიანიც გაიხარეთ მაგრები ხართ
ბესო
შოთი, შენ და აჩი ხალხს უყვარხართ. დადექით სადაც ხალხი და სიმართლეა და ორმაგად ეყვარებით ხალხს. არცერთი თანამდებობა არ ღირს ამად. დაარქვით ყველაფერს თავის სახელი და ყველანი მოვიგებთ ამით.
bondo
შენა და 11 ნომრის ჩაცმა შეიძლებაა??? ისე შენ მაჩალკა ძმებსსაც რო ამოეღოთ ხმა და იკ კიდევ ის ჩმორი ჩივაძე რო უზით კარგად იქნებოდა ქვეყნის საქმეც და ფეხბურტისაცცცც.
kopala
შოთი და აჩი ალალი კიჭებია,რასაც ვერ იტყვი რეზიზე
nika
შოთი თქვენისნაირი ფეხბურთელი პარა პიტნაციტ,ასეთი იყო კალაძეც, აბა რა თქვან გუცაევმა, ჩივაძემ. მაჩაიძემ. სულაქველიძემ და ასე და ასე შემდეგ აი ისინი წავიდნენ თავ აწეულები, იმათ ხალხზე ითამაშეს და არა თავისი ჯიბეზე დიდება მათ ისინი კალაძესავით არ გაყვირიან ჩემი ღვაწლი და ჩემი ღვაწლიო, რა ღვაწლი რის ღვაწლი მისი ერთი წესიერი თამაში არ მინახია, რეზი ფედერაციას ვერ მოვაშორეთ შედეგი არაფერია, კარგით რა მიუშვით სხვა ახალგაზრდები არა კორუმპირებულები, მაგრამ ეს ქართველების ხასიათია პირში ვეფერებით პირს უკან კი ვლანძღავთ, ჩვენ ძოძუაშვილის გაფუჭებული და თქვენი გაკეთებული საქმე არ გვინახია
დათო
არავითარი შეღავათი. რასაც შოთა არველაძე და კახა კალაძე იძახის ეს შერჩევითი სამართალია და თუ ციხიდან გამოუშვებენ მაშინ ყველა მისნაირები უნდა გამოუშვან.მე პირადად 90-იან წლებში არ მინდა დაბრუნება.გოლები კარგია, მაგრამ ამის გამო კრიმინალებს პატივს არსად არ სცემენ საქართველოს. გარდა
dato
გა******ი კალაძეს და მსოფლიო სპორტის საიტს, საუკეთესო ფეხბურთელად რო დაასახელეს ფუუ. უცხოებს არ არეგისტრირებენ ეს ახ**ები ესა
ზურა
გაიხარე შოთა, ეჭვიც არ მეპარება შენს გულწრფელობაში. რეზიც იგივე აზრისაა და ეს ყველამ ვიცით. ჩასაფრებულ ადამიანებს ყურადღება არ მიაქციო, მაგათ ღმერთი განსჯის.
dato
"მედროვე არველაძეებმა დაყნოსეს პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებები და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ?! ბახმაროს ნიავივით ხან მარჯვნიდან უბერავენ ხან მარცხნიდან...ადრე "დამნაშავე" იყო დემე თურმე და ახლა უდანაშაულოა." - ზუსტად ნათქვამია zuzu.
zuzu
მედროვე არველაძეებმა დაყნოსეს პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებები და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ?! ბახმაროს ნიავივით ხან მარჯვნიდან უბერავენ ხან მარცხნიდან...ადრე "დამნაშავე" იყო დემე თურმე და ახლა უდანაშაულოა.
zako
გაიხარე შოთა, პრეზიდენტს შეუძლია კი არა აუცილებელია ,საახალწლო საჩუქარი გაუკეთოს არა მარტო საფეხბურთო სამყაროს, არამედ მთელ საზოგადოებას და შეიწყალოს დემე
mimino
საღოლ შოთა! მიკვირს შენი და რიჟას ძმობა.
lasha
საგოლ შოთა ეგრე რა მართლა აქამდე რატო დუმდი !! ამოიგე რა შEნც ხმას ჰა ჰა მაქსიმუმ რეზი მოხსნან ფედერაციდან )) მაგას სიამრრთლის თქმა არ ჯობია ??
vasiko basiladze
ეგრე რა სე დალოცვილო,როგორც ფეხბურთით გაგვახარე ისე მეგობრობითაც გაგვახარე,დემეტრაძე მართლა კარგი ფეხბურთელია,საღოლ შოთა
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს