დიდი შანსია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი "ლევერკუზენში" დაბრუნდეს
გერმანულ და ინგლისურ მედიას თუ დავუჯერებთ, დიდი შანსია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი "ლევერკუზენში" დაბრუნდეს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანკუნიანელები ფორვარდის კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს პირველ იანვრამდე არ გამოიყენებენ.

30 წლის ბერბატოვი "ბაიერში" 2001-დან 2006 წლამდე თამაშობდა და საფეხბურთო ევროპამ სწორედ მაშინ გაიცნო. მეტიც: ბერბატოვი იმ პერიოდში ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ, რაც იმით დასტურდება, რომ გერმანიის ჩემპიონატის 154 შეხვედრაში 69 გოლი აქვს გატანილი (32 საგოლე პასი).

დიმიტარი "ლევერკუზენიდან" ჯერ "ტოტენჰემში" გადავიდა, სამი წლის წინ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა. ბულგარელი იანვარში 31 წლის ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ როცა თამაშობს, თავის შესაძლებლობებს თითქმის ყოველთვის ამტკიცებს, სერ ალექს ფერგიუსონი ბერბატოვს იშვიათად ათამაშებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერგისთვის ის მხოლოდ მეოთხე ფორვარდია. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის წინა ტურში ფერგიუსონმა ბერბატოვი ათამაშა და ამ უკანასკნელმა "უიგანთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა - "იუნაიტედმა" 5:0 მოიგო.

რაც შეეხება პირველ იანვარს და კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს: ბერბატოვს მანკუნიანელებთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, ხსენებული პუნქტის თანახმად კი, მანჩესტერელებს შეუძლიათ, კონტრაქტი პირველ იანვარს ავტომატურად გააგრძელონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბერბატოვის დაბრუნების შემთხვევაში, 23 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელი ერენ დერდიოკი "ლევერკუზენიდან" წასვლის უპირველესი კანდიდატი გახდება.

"ეს სპეკულაციაზე მეტია. "ლევერკუზენს" ნამდვილად უნდა ბერბატოვის დაბრუნება. "ბაიერთან" კონტაქტი გვაქვს, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა, რადგან დიმიტარის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი და იქვე დასძენს, - ბერბას "ლევერკუზენი" არ დავიწყებია და ეს კლუბი დღემდე ძალიან უყვარს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის