გერმანიის ნაკრებიდან 2008 წელს მოკვეთილი თავდამსხმელი კევინ კურანი ბუნდესგუნდში დაბრუნების იმედს არ კარგავს
გერმანიის ნაკრებიდან 2008 წელს მოკვეთილი თავდამსხმელი კევინ კურანი ბუნდესგუნდში დაბრუნების იმედს არ კარგავს.

"გამორიცხული არასდროს არაფერია. არც ის, რომ გერმანიის ნაკრებში დამაბრუნონ. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამო ბოდიშიც არაერთხელ მოვიხადე. მეტი რა უნდა ვქნა?" - აცხადებს 29 წლის თავდამსხმელი, რომელიც ახლა მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავს.

2008 წლის შემოდგომაზე, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კევინი ბუნდესგუნდიდან იმის გამო მოკვეთა, რომ იმხანად "შალკეს" თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (რუსეთთან) დროს, სტადიონი ჯერ კიდევ შეხვედრის დასრულებამდე დატოვა. კურანი მაშინ იმის გამო განაწყენდა, რომ ლიოვმა 18-კაციანი განაცხადის მიღმა დატოვა.

ლიოვმა თქვა, სანამ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ვარ, კურანი ბუნდესგუნდში ვეღარ ითამაშებსო. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე კევინმა ბოდიში მართლაც არაერთხელ მოიხადა, იოგი "შტუტგარტისა" და "შალკეს" ყოფილ ფორვარდს, რომელსაც გერმანიის პირველ გუნდში 52 მატჩი აქვს ჩატარებული (19 გოლი), ყურადღებას არ აქცევს.

2010 წლის მუნდიალის შემდეგ კურანიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში დაისახა მიზნად. რაც არ უნდა იყოს, კევინს ბუნდესგუნდში მოსკოვის "დინამოდან" მოხვედრა მაინც გაუჭირდება. თანაც, რუსული კლუბის დატოვებას არ აპირებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა