"სიონმა" შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას წინადადებით მიმართა, გაასაჩივროს ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გარიცხვის თაობაზე
"სიონმა" შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას წინადადებით მიმართა, გაასაჩივროს ფიფას მიერ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის მიერ მისი გარიცხვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული კლუბები და ნაკრებები მოკვეთილნი იქნებიან საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, თუკი 13 იანვრამდე შვეიცარიის ფედერაცია "სიონს" ჩემპიონატში ნათამაშებ ყველა იმ შეხვედრაში ტექნიკურ წაგებას არ ჩაუთვლის, სადაც კლუბმა ის ფეხბურთელები გამოიყენა, რომელთაც თამაშის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.

"აშკარაა, რომ ფიფას მიერ წამოყენებული ულტიმატუმი არ შეესაბამება არც თავად ფიფას და არც შვეიცარიის კანონმდებლობას. თუკი ჩვენი ფედერაცია საერთაშორისოს ახირების დასაკმაყოფილებლად ჩვენს კლუბს საბოლოოდ გაწირავს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებს გამბედაობა არ ეყოფათ. პლუს, თუკი ასე მოხდა, ჩავთვლით, რომ მათ აღარ ექნებათ შვეიცარიული ფეხბურთის მართვის უფლება," - წერია "სიონის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერის კანტორა "სიონის" წინააღმდეგ ასე ანტაგონისტურად მას მერე განეწყო, რაც ამ უკანასკნელმა ევროპის ლიგიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ყველგან გაასაჩივრა, იქნებოდა ეს სპორტული საარბიტრაჟო თუ სამოქალაქო სასამართლოები.

საინტერესოა, რომ პროცესი კლუბმა ყველა ინსტანციაში წააგო. ფიფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ღრმადპატივცემული ორგანიზაციის არაპატივსაცემმა ხელმძღვანელობამ "სიონის" საქციელს საინტერესო სახელი უწოდა: "იურიდიულად შეურაცხმყოფელი".

ამჟამად ევროპულ ტურნირებზე მხოლოდ "ბაზელია" შემორჩენილი, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბაიერნს" უნდა შეერკინოს. იმ შემთხვევაში თუკი შვეიცარია მართლა განკვეთეს, "ბაზელის" მაგივრად გერმანელებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევთ დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად