32 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ჯეიმს ბლეიკი "პირადი მოტივების" გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
როლან გაროსის ორგზის ფინალისტი ალექს კორეჩა დევისის თასზე ესპანეთის ნაკრების ახალ კაპიტნად დანიშნეს. ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციამ 37 წლის სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ თანამდებობაზე კორეჩამ ალბერტ კოსტა შეცვალა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრებს ორჯერ მოაგებინა დევისის თასი.

"მინდა მადლობა გადავუხადო ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციასა და გუნდს იმისთვის, რომ ეს ადგილი მომანდეს. ჩემთვის ეს დიდი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა დანიშვნის შემდეგ კორეჩამ.

ამერიკელი ჩოგბურთელი ჯეიმს ბლეიკი, რომელიც გუშინ 32 წლის გახდა, მონაწილეობას არ მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის მიზეზად ამერიკელმა "პირადი მოტივები" დაასახელა.

ბლეიკმა უკვე ოფიციალურად აცნობა ბრისბენის ტურნირისა და ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებს თავისი უარის შესახებ.

"ახლახანს მივიღე შეტყობინება ჯეიმს ბლეიკისგან იმის შესახებ, რომ ის არ ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაზე. ძალიან სამწუხარო ამბავია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", - განაცხადა ავსტრალიის ღიას დირექტორმა, კრეიგ ტილიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო