ინტერვიუ საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთან
საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

გორგოძეს ეს აღიარება, ცხადია, კანონზომიერი იყო. წლეულს მან შესანიშნავად იასპარეზა როგორც "ბორჯღალოსანთა" რიგებში, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში. მამუკა ფრანგულმა მედიამ, ჯერ სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა", ხოლო ოდნავ მოგვიანებით ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.

მსოფლიოს თასის გათამაშებისას კი, ჯგუფურ ეტაპზე, ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

უკვე ტენდენციად ყალიბდება - 2010 წელს საუკეთესო სპორტსმენად დავით ზირაქაშვილი აღიარეს, წლეულს კი მამუკა გორგოძე.

ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენს მონპელიეში დავუკავშირდით.

- ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. სპორტსმენისთვის ამაზე დიდი ჯილდო, როცა საუკეთესოდ შენი ქვეყანა გაღიარებს, სხვა რა უნდა იყოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

- როგორ გაიხსნებეთ წლევანდელ სეზონს? რას ფიქრობთ, რატომ დაგასახელეს საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად?

- წლეულს მართლაც შესანიშნავი სეზონი მქონდა. ასე არასდროს მითამაშია. თან ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. საფრანგეთის ჩემპიონატში, "მონპელიეს" ისტორიაში პირველად გავედით ფინალში. გაზეთებმა "ეკიპმა" და "მიდი ოლიმპიკმა" საუკეთესო ლეგიონერად დამასახელა.

მოგვიანებით, მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ და ოთხიდან ორ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. არ ვიცი, ალბათ, სწორედ ყოველივე ამის გამო დამასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

- წლევანდელი სეზონი მიილია. საერთო აღიარებით ის წარმატებული იყო ქართული რაგბისთვის, რაზეც თუნდაც თქვენი ეს გამარჯვება მეტყველებს. რას პირდებით რაგბის ქართველ ქომაგებს მომავალში?

- რამდენადაც ეს ამბავი კარგია, იმდენად ჩემთვის მეტად საპაუხისმგებლოა. უფლება არ მაქვს სამომავლოდ თუნდაც ერთი მატჩი ჩავაგდო. რომ ვთქვა უფრო მეტად მოვინდომებო, არ იქნება სწორი, მე არც აქამდე დამიზოგავს არასდროს თავი ნაკრებში და კლუბშიც თამაშისას.

- მომავალი წლიდან მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. ეროვნულ ნაკრებს ახალი ახალზელნდიელი მწვრთნელები ჰყავს. რა იცით მათზე და როგორი იქნება ჩვენ ეროვნული გუნდის მომავალი?

- ახალ მწვრთნელებს არ ვიცნობ, თუმცა აქ, საფრანგეთში ახალზელანდიელ მორაგბეებს დავეკითხე და ყველამ აქო. კარგი მწვრთნელები არიანო. მომავალი წელი, მართალია, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო არ არის, მაგრამ ინგლისის მსოფლიოს თასისთვის მზადება ხვალიდანვე უნდა დავიწყოთ.

პირველი თამაში ერთა თასზე უკრაინაში გვაქვს და, ვფიქრობ, რომ იქ შესუსტებული შემადგენლობით არ უნდა გავემგზავროთ. ყველა თამაში, ნებისმიერ მეტოქესთან გუნდის შენებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არაფრით შეიძლება. თორემ ეს სიმწრით, დიდი შრომითა და ჯაფით მოპოვებული ქართული რაგბის ავტორიტეტი საპნის ბუშტივით გაქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

baqo222
მამუ მაგარი კაცია წარმატებები. მრავალ ახალწელს დაესწარი ოჯახთან ერთად და მომავალშიც გაგვახარე წარმატებებით
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე