მოსკოვში კარატეში მსოფლიოს თასის გათამაშება დამთავრდა,რომელშიც 18 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა
მოსკოვში დამთავრდა მსოფლიოს თასის გათამაშება კარატეში 18 ქვეყნის 6-დან 20 წლამდე 800-ზე მეტი სპორტსმენის მონაწილეობით.

ასეთ პრესტიჟულ ასპარეზობაზე საქართველოს სპორტული დელეგაცია, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას ხელმძღვანელობით სოლიდურად იყო წარმოდგენილი - 30 სპორტსმენი, 10 მსაჯი და 10 ოფიციალური პირი. "ამ ჩემპიონატზეც დიდი წარმატება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. ეს იყო ხუთჯვრიანების ნამდვილი სპორტული ზეიმი მოსკოვში. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი კარატისტები მსოფლიო დონეს პასუხობენ"- თქვა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დელეგაციის თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის გახსნაზე, ისრაელის წარმომადგენელმა, ამ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის სახელით, საბრძოლო ხელოვნებების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის კახა ბასილიას მე-8 დანი გადასცა კარატეს ამ ერთ-ერთი უმაღლესი წოდების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად.

ქართველების მიერ დამსახურებულად მოიპოვებული საერთო გამარჯვება 18-20 და 16-17 წლიანებში პირველობამ; 10-11 წლებში მეორე და 14-15 წლიანებში მესამე ადგილებმა განაპირობა.

გამარჯვებულები: შოთა გორელაშვილი, გიორგი ქარელი, გიორგი ჯიქია, დათა ბასარია, ნიკა ჩხაპელია, ლუკა თოდაძე, ნიკა ხვედელიძე, ირაკლი ბერაია, ზვიად არაბული, ზურაბ ღანიაშვილი, ნესტორ ჩიკვილაძე, ოლია ჭუმბურიძე, ნოდარ შველიძე, ნიკა მამაგულაშვილი, გიორგი ტოტიკაშვილი (ორი I ადგილი); მეორე პრიზიორები: გიორგი გაზაშვილი, გიორგი ბაძაღუა, ზვიად არაბული, ლევან რურუა, ხვიჩა თათრიაშვილი, ნიკა მამაგულაშვილი, გიორგი გოჩიტაშვილი, ირაკლი ბერაია; მესამე პრიზიორები: ალექსანდრე ტყვაცირია, ლევან რურუა, ხვიჩა თათრიაშვილი, გიორგი აბაშიძე, ოლია ჭუმბურიძე, ნოდარი შველიძე, გევორგ აკოფიანი, ვლადიმერ ჯენისიანი, ტიგრან მგდესიანი, გიორგი გიორგაძე, გიორგი გოჩიტაშვილი.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...