სპორტული მედიცინის ასოციაციამ წლის ბოლოს ტრადიციული შემაჯამებელი სხდომა გამართა და წლევანდელი სეზონი შეაჯამა
წლის ბოლოს ტრადიციული შემაჯამებელი სხდომა გამართა სპორტული მედიცინის ასოციაციამ, რომელზეც შეაჯამეს წლევანდელი სეზონი და იმსჯელეს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

დღის წესრიგში იდგა ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ კახაბრიშვილის შემაჯამებელი მოხსენება, რამდენიმე სამკურნალო პრეპარატის კომბინირებული მოქმედების შესწავლა ახალგაზრდა ფეხბურთელთა ზოგადი მუშაობის უნარიანობაზე (მომხსენებელი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლელა მასხულია), ნოზოჰემი და ცხვირიდან სისხლდენა, რაზეც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი ახალკაცმა ისაუბრა და საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარის, დოქტორ პავლე კასრაძის საანგარიშო მოხსენება.

ცხადია, ყველა ამ საკითხზე ხანგრძლივი და ამომწურავი დისკუსია გაიმართა, თუმცა კონფერენცია მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოფარგლულა.

სამწუხაროდ, სპორტულ მედიცინას საქართველოში არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება ანუ პრობლემები დასაშვებზე მეტია. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ სხვა თემებზეც საინტერესო დისკუსია გაიმართა.

კიდევ ერთხელ და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ისაუბრეს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც არა და არ დაადგა საშველი. არადა, უცხოეთში სპორტი მედიცინის გარეშე წარმოუდგენელია. მედიცინა ქართულ სპორტშიც ასრულებს გარკვეულ როლს, ოღონდ ევროპულთან შედარებით - მიზერულს, იქ კი ეს თანამშრომლობა მეცნიერულ დონეზეა აყვანილი და დიდი ხანია გასცდა ჩვენში ჯერ კიდევ აქტუალურ პრეპარატულ-ფონენდოსკოპურ დახმარებას.

ასევე ფართო განხილვის საგნად იქცა ბავშვთა სპორტი, როგორც დიდი სპორტის საძირკველი. ამ კონტექსტში 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ახსენეს და ითქვა, რომ აუცილებელია, იმ ასაკის ბავშვები ახლავე აიყვანონ გამუდმებულ სამედიცინო კონტროლზე და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი იმ თამაშებისთვის უკეთ მომზადებისთვის. ცხადია, იქ რაც უფრო კარგად გამოვალთ, ეს ქვეყნის ინტერესშიცაა და გამონაკლისი არც სპორტული მედიცინის სფეროს წარმომადგენლები არიან. ასოციაცია მზადაა, სპეციალისტთა სათანადო ჯგუფებით დაეხმაროს გუნდებს.

ითქვა საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების საჭიროებაზეც და კონკრეტული მაგალითიც დაასახელეს, როცა უკრაინიდან თანამშრომლობის თხოვნით საელჩოც კი ჩარიეს საქმეში. ლაპარაკია ახალგაზრდა ექიმების მივლინებაზე იქაურ თეორიულ სემინარზე, რაში დახმარებაც ასოციაციამ შეკრებილთ აღუთქვა. შემაჯამებელი სხდომის დასასრულს გაიმართა ტრადიციული დაჯილდოება, როცა სპორტული გუნდების სამსახურში ჩამდგარ არაერთ ექიმს, რომლებიც საზოგადოებისთვის ხშირად უცნობნი არიან, დიპლომები გადასცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა