აიაქსი. სეზონის I ნახევრის შეჯამება: იმედია, მეორე წრეში "აიაქსი" მეტოქეებს სრულად შეიარაღებული დაუხვდება
ჰოლანდიურმა ვებგვერდმა Parool.nl-მა ერედივიზიეში "აიაქსის" მიერ განვლილი სეზონის 1-ელი ნახევარი შეაჯამა.

ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს ჩვენს ქვეყანაში მრავალი გულშემატკივარი ჰყავს. მიგვაჩნია, რომ მათთვის ეს სტატია ნამდვილად საინტერესო იქნება.

სეზონის პირველი ნახევარი შორს იყო "აიაქსის" შესახებ საინფორმაციო ბლოკადისგან. მრავლად ვრცელდებოდა ხმები საგანგაშო მოვლენების, გაუგებრობების, განცხადებების, პრესკონფერენციებისა და საქმის გარჩევების შესახებ. ჟურნალისტებს იმის საფუძველი ეძლეოდათ, რაც ყველაზე მეტად უყვართ - სხვის თეთრეულში იქექებოდნენ. მთელ ამ ხმაურს ყურადღება უმთავრესი პრობლემისგან შორს გადაჰქონდა.

დღევანდელი "აიაქსის" თამაშის ხარისხი (მათ შორის გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიც) ცალკე საწერი თემაა. ეს ყველაფერი ერთ კონკრეტულ გარემოებამდე მიდის, რომელიც თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ ხშირად დიდ როლს თამაშობს - ეს არის ტრავმები. სწორედ ამიტომ ხდება, რომ "აიაქსის" თამაში არ არის ისეთი, რისი ხილვაც მის გულშემატკივარს სურს, ხოლო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს - ჩვენება.

ტრავმები - ეს ის თემაა, რომელზეც ძნელია მსჯელობა, თუკი ინფორმაციას სრულად არ ფლობ. მოსაწყენი ფრაზები გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან - მყესების გაწყვეტა, ზურგის ტრავმა, კოჭის დაზიანება და ასე შემდეგ, ცარიელ სიტყვებად რჩება, რომლისაც არაფერი გესმის.

მიზეზი გასაგებია, რადგან გულშემატკივრის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ჩახედული სპორტულ მედიცინაში. გაზეთებში ამოკითხული ნაგლეჯები შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ და ისე განვსაჯოთ. მაშ ასე, რიგითი გულშემატკივრისთვის ფეხბურთში "არსებობს" სამი სახის ტრავმა: 1. სათანადოდ არ მოითელა და დაიჭიმა; 2. მეტოქემ ჩაარტყა. 3. ფეხი დაუცდა და იტკინა.

ახლა შემოგთავაზებთ სიას, აიაქსელებიდან ვის რა აწუხებდა სეზონის დაწყების დღიდან:

ბოილესენი - ბარძაყის უკანა კუნთის გაწყვეტა; დე იონგი - ბარძაყის წინა კუნთის დაჭიმვა; იანსენი - ბარძაყის ზედა მხარე, გაციება; ბულიკინი - ბარძაყის კუნთის დაჭიმვა, ჯვარედინი იოგების მიკროტრავმა; ბურიხტერი - ზურგი; სულეიმანი - ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება; ანიტა - ტერფის ტრავმა და ტვინის შერყევა; სიგტორსონი - კოჭის დაზიანება; ალდერვეირელდი - კოჭი, ბარძაყის უკანა კუნთი; ვერმეერი - თავის მსუბუქი ტრავმა; აისატი - წვივის კუნთის დაჭიმვა; ვან დერ ვილი - საზარდული; ოოიერი - მუხლის მყესების დაჭიმულობა; იზბილიზი - კოჭი; ბრუნო სილვა - მხარი.

ბუნებრივია, პროფესიულ სპორტში ასეთი საკითხებისადმი მიდგომა ბევრად სერიოზულია. რისი თქმა შეიძლება ამდენ ტრავმირებულზე? ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა დაზიანება სხვების "დახმარების" გარეშე მიიღო. თუმცა მიუხედავად შთამბეჭდავი სიისა, ქულების დაკარგვის ახსნა და გუნდის უფერული თამაშის გამართლება მაინც გადაჭარბებულია.

შეუძლებელია გავიხსენოთ, როდის ჰყავდა "აიაქსს" ამდენი ტრავმირებული დროის ასეთ მცირე მონაკვეთში. არა, დამტვრეულები როგორ არ ყოფილან, მაგრამ არა ამდენი და ასე უმიზეზოდ. კლუბში ითქვა, რომ მიზეზი ფიზიოთერაპევტის ცვლილებაში უნდა იმალებოდეს. "კარგი ვერსიაა", მაგრამ რამდენად რეალურია მისი გავლენა დღევანდელ მდგომარეობაზე, კიდევ საკითხავია.

შეშფოთებულია ტრავმების რაოდენობით გუნდის კაპიტანი იან ვერტონგენი: "მეც შემაწუხა იმ ტრავმამ, რამაც ამ სეზონში ჩვენი არაერთი ფეხბურთელი გახადა სამკურნალო, კერძოდ ბარძაყის უკანა კუნთის პრობლემამ. საბედნიეროდ, გადავრჩი და მინდორზე დაბრუნება შევძელი. კარგია, რომ არდადეგებმა მოგვისწრო, რადგან წინ კიდევ ნახევარი სეზონია, ყოველი მეორე ფეხბურთელი კი უკვე ტრავმირებულია ან ტკივილებს უჩივის".

ფრანკ დე ბური: "კუნთის ტრავმებმა განსაკუთრებით ნოემბერში შეგვაწუხა. იქამდე მსგავსი ჩივილები მხოლოდ ბოილესენს ჰქონდა. ახლა ჩვენთვის უკვე ცხადია, რა იყო ამის მიზეზი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკვე შევიტანეთ გარკვეული ცვლილება სავარჯიშო პროგრამებში, რათა მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს.

ვარჯიშების ინტენსივობა უკვე დაკორექტირებულია. ამაში ნამდვილად დამეთანხმება ვერტონგენი. ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები ტრავმებს აღარ მიიღებენ. ამის დასტურია ალდერვეირელდის დაზიანება, რომელიც მან სწორედ ცვლილების შემდეგ მიიღო, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს უფრო შემთხვევა იყო, ვიდრე კანონზომიერება".

გუნდის მთავარი მწვრთნელის სიტყვა გულშემატკივარს ნამდვილად აძლევს იმედს, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ კითხვები ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აღარ დაისმება. მაგალითად, რიგითმა "აიაქსიდმა" შეიძლება იკითხოს, რატომ არ შეიძლებოდა სავარჯიშო სისტემის შეცვლა პირველი ან მეორე ტრავმის შემდეგ. რატომ მოეკიდნენ პრობლემას ასე გულგრილად?

ნოემბრის ტრავმათა ეპიდემიის შემდეგ ნამდვილად არის საფუძველი, რომ არავინ დაიჯეროს "შემთხვევითი" დაზიანებების შესახებ. ავიღოთ თუნდაც ბურიხტერი, რომელმაც ტრავმა მინდორზე დაბრუნებისთანავე გაირთულა და გუნდს რამდენიმე თამაშით ისევ ჩამოშორდა.

იმედია, მეორე წრეში "აიაქსი" მეტოქეებს სრულად შეიარაღებული დაუხვდება. ჩვენ სარეზერვო შემადგენლობით გვიხდება თამაში, ამ მიზეზით თავის მართლება მხოლოდ "ღარიბებს" შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა