მარკო როისი ბუნდესლიგის პირველი წრის უმთავრესი აღმოჩენა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
მარკო როისი ბუნდესლიგის პირველი წრის უმთავრესი აღმოჩენა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია (10 გოლი, 4 საგოლე პასი). ფაქტია, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 22 წლის უნიჭიერესი და უკვე ვარსკვლავად ჩამოყალიბებული გარემარბის შენარჩუნება გაუჭირდება.

მეტიც: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როისი "გლადბახში" მაქსიმუმ წელიწადნახევარი თუ დარჩება, ისე კი, დიდი შანსია, რომ მარკომ მიონხენგლადბახი სეზონის ბოლოს ან სულაც ახლავე დატოვოს, რადგან მთხოვნელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ როისისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის გაჩაღდება. ახლა კი, რამდენიმე გამოცემა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავად მარკო უპირატესობას არა "ბაიერნს", არამედ "დორტმუნდს" ანიჭებს!

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა როისზე ხმამაღლა საუბარი ორიოდე თვის წინ დაიწყეს, თუმცა დეკემბრის დასაწყისში რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ მარკოსთვის მიუნხენში გადასვლა ჯერ ადრეა, თუმცა იქვე დასძინა, ცხადია, ჩვენთვის ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელიაო.

"ბაიერნს" როისი, რა თქმა უნდა, აინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად, მსურველმა "გლადბახს" 17.5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს ჩვენთვისაც კი დიდი თანხაა, მაგრამ თუ მარკო პროგრესს განაგრძობს, უკან არაფერზე დავიხევთ. ისე კი, მიმაჩნია, რომ მისთვის "ბაიერნი" ჯერ მაინც ადრეა. ვფიქრობ, უმჯობესია, მიონხენგლადბახში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს," - განაცხადა რუმენიგემ.

ახლა კი გაზეთები "ბილდი" და "დერ ვესტენი" ავრცელებენ ცნობას იმის შესახებ, რომ თავად როისი "დორტმუნდისკენ" იხრება. ხსენებული გამოცემების ინფორმაციით, როისი უკვე შეხვდა და ესაუბრა გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ბოსებს. ფაქტი ის არის, რომ როისი 16 წლამდე სწორედ "დორტმუნდის" ბავშვთა გუნდში თამაშობდა, მერე კი წავიდა - ამბობენ, დორტმუნდელებმა მას ფიზიკური კონდიციები დაუწუნესო. დორტმუნდიდან მარკომ "ალენში" ამოყო თავი, მერე "გლადბახში" მოხვდა, მაგრამ მისი ოჯახი დღემდე დორტმუნდში ცხოვრობს. დორტმუნდელია მისი მეგობარი გოგონაც.

BVB-ს შეფები როისზე საუბარს თავს არიდებენ. კითხვაზე, მართლა შეხვდა თუ არა მარკოს, დორტმუნდელთა გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ასე უპასუხა: "მე მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე მსურს საუბარი, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ."

მარკო როისს "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. "ბაიერნი" მისთვის ჯერ მართლაც ადრეა, რადგან მიუნხენურ გრანდში მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს – რეკორდმაისტერს მის პოზიციებზე ხომ ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და თომას მიულერი ჰყავს. შესაბამისად, თუ როისი მართლაც "დორტმუნდს" ანიჭებს უპირატესობას, ეს სავსებით ლოგიკურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა