ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ, სარა შლეპერმა მინი კაბა ჩაიცვა, ხელში თავისი სამი წლის ვაჟი, ლასე დაიჭირა და ასე გაიარა დისტანცია
ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ, სარა შლეპერმა უცნაური დაშვება განახორციელა მსოფლიოს თასის ეტაპზე - მან მინი კაბა ჩაიცვა, ხელში თავისი სამი წლის ვაჟი, ლასე დაიჭირა და ასე გაიარა დისტანცია.

სწორედ ამგვარად აღნიშნა 32 წლის სპორტსმენმა დიდი სპორტიდან წასვლა: ეს ეტაპი ბოლო გახლავთ მის მდიდარ კარიერაში.

ქალი მოთხილამურეები გუშინ ავსტრიის ქალაქ ლინცში შეიკრიბნენ, სადაც სლალომში იმართებოდა ეტაპი. ამ სტარტამდე წინასწარ იყო ცნობილი, რომ შლეპერი უკანასკნელად იასპარეზებდა მსოფლიოს თასის ეტაპზე.

შლეპერი 1995 წლიდან გამოდიოდა მსოფლიოს თასზე. სულ 186 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, 2005 წელს კი შვეიცარიაში სლალომის სტარტი მოიგო. ეს მის კარიერაში ერთადერთი გამარჯვებაა.

ამერიკელ მოთხილამურეს ოთხ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა - 1998, 2002, 2006 და 2010 წლებში. ოლიმპიადებზე მისი საუკეთესო შედეგი იყო მეათე ადგილი 2006 წელს სლალომის დისციპლინაში.

ლინცში გუშინდელი ეტაპის გმირი კი ავსტრიელი მარლის შილდი აღმოჩნდა, რომელიც წელს დომინირებს სლალომში - მან ამ დისციპლინაში ზედიზედ მეოთხე სტარტი მოიგო.

ამ სტარტის მთავარი სენსაცია აღმოჩნდა 16 წლის ამერიკელი მიკაელა შიფრინი. მან მე-40 ნომრად აიღო სტარტი და პირველი ცდის შემდეგ მე-12 შედეგი აჩვენა. სამაგიეროდ, მეორე დაშვებისას საუკეთესო დრო ჰქონდა და ამან პოდიუმზე ასვლის საშუალება მისცა. შიფრინი ბოლო 33 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა მოთხილამურეა, ვინც სამეულში შეაღწია.

თუ შიფრინი კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე, შილდმა 47-ე პოდიუმი მოიპოვა სლალომში, რითაც გაიმეორა ლეგენდარული ფრენი შნაიდერის რეკორდი. სულ შილდი სლალომში 31 გამარჯვებით იწონებს თავს.

ამერიკელმა ვარსკვლავმა ლინდსი ვონმა მე-18 ადგილი დაიკავა, თუმცა მაინც შეძლო საერთო ჩათვლაში პირველობის შენარჩუნება. მას 612 ქულა აქვს, შილდს - 440.

გუშინ, კაცებმაც გააგრძელეს მსოფლიოს თასის გათამაშება. ისინი იტალიის კურორტ ბორმიოში შეიკრიბნენ და ყველაზე სწრაფ დისციპლინაში - სწრაფდაშვებაში სცადეს ბედი.

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა დიდიე დეფაგომ. ამ მოთხილამურემ შარშან ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა და გაუჭირდა წლევანდელ ჩემპიონატში შესვლა. ვანკუვერის ოლიმპიადაზე სწარფდაშვების მოგების შემდეგ, დეფაგომ სექტემბერში მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი ხანი დასჭირდა რეაბილიტაციის კურსის გასავლელად.

შვეიცარიელისთვის ეს მეოთხე ტრიუმფი იყო მსოფლიოს თასის ეტაპებზე და აქედან სამჯერ მან სწორედ სწრაფდაშვება მოიგო.

არ შეცვლილა არაფერი მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში. ნორვეგიელმა აქსელ ლუნდ სვინდალმა მეექვსე ადგილი დაიკავა და ეს საკმარისი აღმოჩნდა გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად. სვინდალი 31 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა