რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე თბილისელმა დიდოსტატმა მესამე ტურში იტალიელი მარიანა კიერიჩი დაამარცხა
იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე კვლავ წარმატებით ითამაშა თბილისელმა დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა - გუშინ მან იტალიელ მარიანა კიერიჩს 27-ე სვლაზე გააჩერებინა საათი და სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს. ყაიმით დამთავრდა ივა ვიდენოვას (ბულგარეთი) და მარიაგრაცია დე როსას (იტალია) შეხვედრა, მარინა ბრუნელომ (იტალია) კი ანა შარევიჩს (ბელარუსი) სძლია. შარევიჩს 2 ქულა აქვს, დე როსას და ბრუნელოს - 1,5-1,5, ვიდენოვას - 1, კიერიჩს - 0 ქულა.

ვაჟთა პაექრობაში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით (აქ გამარჯვება 3 ქულად ფასობს, ყაიმისთვის - 1, წაგებისთვის 0 ქულა იწერება) რუსი ალექსანდრ მოროზევიჩი მეწინავეობდა. გუშინ იგი 24-ე სვლაზე ჰიკარუ ნაკამურას (აშშ) დაუზავდა და 7 ქულით კვლავაც გათამაშების ცხრილის სათავეშია.

ყაიმით დამთავრდა ნიკიტა ვიტიუგოვისა (რუსეთი) და ანიშ გირის (ჰოლანდია) ორთაბრძოლა, ხოლო ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა) შავი ფიგურებით მასპინძელი ფაბიანო კარუანა დაამარცხა. ამდენად, სამი ტურის შემდეგ 5-5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ივანჩუკი და ნაკამურა ინაწილებენ.

შემდეგ მოდიან: გირი, ვიტიუგოვი-2-2, კარუანა-1 ქულა.

დღეს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა