ციურიხში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მეოთხე და მეხუთე ტურებში ჩვენებურმა მეტოქეებთან პარტიები ყაიმით დაასრულა
ციურიხში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატი თორნიკე სანიკიძეც მონაწილეობს.

მეოთხე ტურში ჩვენებური გერმანელ დანიელ ფრიდმანს დაუზავდა, მეხუთეში კი ასევე ქულა გაიყო მიჰაილო სტოიანოვიჩთან (სერბეთი). რაც შეეხება გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით ბარამიძეს, მანაც ბოლო ორ ტურში მონაგარს ქულა შესძინა - ალბერტო დავიდსა (ლუქსემბურგი) და ევგენი ვორობიოვს (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე.

ოთხი ტურის შემდეგ 10 მოჭადრაკეს 3,5-3,5 ქულა ქონდა. გუშინ მათგან მხოლოდ ბორის გრაჩოვმა (რუსეთი) გაიმარჯვა - სტელოს ჰალკიასს (საბერძნეთი) აჯობა. მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს იგორ კურნოვოსი (რუსეთი) - იანიკ პელეტიური (შვეიცარია), ეჰსან ჩაემი (ირანი) - მაქსიმ ტუროვი (რუსეთი), ალბერტო დავიდი - პეტერ პროხაზკა (უნგრეთი). ვორობიოვ-ბარამიძის ზავზე უკვე ვთქვით.

ხუთი ტურის შემდეგ გრაჩოვს 4,5 ქულა აქვს, ათმა მოჭადრაკემ 4-4 ქულას მოუყარა თავი, მათ შორისაა ბარამიძე. სანიკიძე 3,5 ქულით მეთორმეტე-ოცდამესამე ადგილებს იყოფს.

მე-6 ტურში სანიკიძე ჰალკიასს შეხვდება, ბარამიძე - ჩაემს. ლიდერთა ჯგუფის წევრები ასე დაწყვილდნენ: ალექსეევი - გრაჩოვი, ბარტელი - ვორობიოვი, პროხაზკა - კურნოსოვი, ტუროვი - დავიდი, პელეტიერი - ფრიდმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა