ჰარი რედნაპმა თქვა, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა ინგლისის ნაკრებს სათავეში და დასძინა, ჩვენს ეროვნულ გუნდს მხოლოდ ინგლისელი უნდა წვრთნიდესო. "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცის აზრით ფეხბურთის ასოციაციის გეგმა ჩავარდა...

ჰარი რედნაპმა თქვა, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა ინგლისის ნაკრებს სათავეში და დასძინა, ჩვენს ეროვნულ გუნდს მხოლოდ ინგლისელი უნდა წვრთნიდესო. "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცის აზრით ფეხბურთის ასოციაციის გეგმა ჩავარდა - იცხოელმა მწვრთნელებმა არ გაამართლეს. მართალია, რედნაპი კაპელოს გაავებულ მლანძღველთა რიცხვს არ შეუერთდა, მაგრამ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი უნდა გახდეს სპეციალისტი, რომელიც ერს შელახულ თავმოყვარეობას აღუდგენს.

"მე ინგლისელი ვარ და როგორც ასეთი გეკითხებით: ნუთუ არსებობს ჩვენი თანამემულე მწვრთნელი, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებს სათავეში სიამოვნებით არ ჩაუდგებოდა? არა, ასეთი არ არსებობს. მე ვიქნები, სემ ელერდაისი თუ როი ჰოჯსონი, ნაკრებში მუშაობას ყველა სიამოვნებით დათანხმდება. განა შეიძლება წარმოვიდგინოთ ინგლისელი იტალიის ნაკრების სათავეში? ეს, რასაკვირველია, წარმოუდგენელია. იგივე შეიძლება ითქვას გერმანელებზეც - გერმანიის ნაკრებს ყოველთვის გერმანელი წვრთნის. ჩვენ კი უკვე ზედიზედ მეორედ ჩავუყენეთ ჩვენს გუნდს სათავეში უცხოელი. ამ კაცს, კაპელოს, საკლუბო დონეზე მართლაც შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მაგრამ დახეთ, როგორ დაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატი. ხომ ხედავთ, რასაც მიაღწია? როდესაც ის, ადრე თუ გვიან, ინგლისის ნაკრებიდან წავა, ჩვენ აშკარად ადგილობრივი მწვრთნელის მოძებნა დაგვჭირდება. ხაზს ვუსვამ, ჩვენ ინგლისელი გვჭირდება. დიახ, ინგლისელი - ამას რომ ვამბობ მე არც შოტლანდიელს ვგულისხმობ, არც უელსელს და არც ირლანდიელს. ინგლისის ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი უნდა ედგეს სათავეში. ჩვენი ქვეყანა ინგლისია, ჩვენ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენ ინგლისელები ვართ. ჩვენ უნდა დავნიშნოთ კაცი, რომელიც სულით ინგლისურ გუნდს შექმნის. და, მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ - ერიქსონზე და კაპელოზე უარეს შედეგს ვერც ერთი მწვრთნელი ვერ მიაღწევს".

თუმცა, რედნაპს არც ფეხბურთელების გაკრიტიკება დავიწყებია. მან თქვა, რომ ინგლისის ნაკრებს 1966 წლის მერე ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია, მაგრამ მოთამაშეებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

"ჩვენ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ საშუალოდ ვითამაშეთ, ალჟირთან საშინლად გამოვჩნდით, სლოვენიასთან თითქოს არა გვიშავდა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ სლოვენიელებს ძალიან საცოდავი გუნდი ჰყავდათ, რომელიც ჩემპიონატზე რომ მოხვდა, დიდი ამბავია. ინგლისელმა ფეხბურთელებმა უბრალოდ ვერ ითამაშეს. არადა, მე ინგლისის ნაკრებს რა ხანია ვუყურებ და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩამპიონობის ასეთი შანსი ჩვენ 1966 წლის მერე არ გვქონია".

ილია ბაბუნაშვილი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს